ავტომობილის მძღოლი, რომელიც კაპიტოლიუმთან პოლიციელებს დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამერიკული მედია კაპიტოლიუმთან მოხდარ ინციდენტზე ახალ დეტალებს ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ავტომობილი პოლიციელებს დაეჯახა, მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტის შედეგად, ორი პოლიციელი და ბოროტმოქმედი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად კაპიტოლიუმი და მიმდებარე ქუჩები ჩაკეტილია. ადგილზე ეროვნული გვარდია და პოლიციაა მობილიზებული.