„ევროკავშირის მემორანდუმზე ხელის არმოწერამ, შეიძლება, სახელმწიფო კრიზისის სერიოზული გაღრმავება გამოიწვიოს“

„ევროკავშირის მემორანდუმზე ხელის არმოწერამ, შეიძლება, სახელმწიფო კრიზისის სერიოზული გაღრმავება გამოიწვიოს“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის კიდევ ერთი მცდელობა, ოპოზიცია და მმართველი გუნდი კონსესუსამდე მიეყვანა, მარცხით დამთავრდა. დენიელსონმა საქართველო დატოვა, რა იქნება ჩვენი დასავლელი მეგობრების შემდეგი ნაბიჯი უცნობია. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ კრისტიან დენიელსონმა, პოლიტიკური სპექტრისგან განსხვავებით ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას მაღალი შეფასება მისცა. რაც შეეხება დენიელსონის მიერ ჩამოტანილ ხუთპუნქტიან გეგმას, რომელიც ორივე მხარისთვის, როგორც ხელისუფლებისთვის ასევე ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, საინფორმაციო საშუალებების მიერ არ იქნა შესაბამისად გაშუქებული:

ვახტანგ მაისაია: სამწუხაროდ, საქართველოში საინფორმაციო სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამ ომმა ძალიან აღვირახსნილი საზღვრები მიიღო. პროპაგანდისტული ტელევიზიების მიერ, გაშუქებული იყო ის ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც კრისტიან დენიელსონმა წარმოადგინა. დოკუმენტი სააგიტაციო კუთხით იყო გაშუქებული. გარკვეული ტელევიზიების გარდა, ობიექტური ინფორმაცია ვერ მივიღე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც გუშინ ორივე პოლიტიკური მხარის ტელევიზები აშუქებდნენ. დილით მოვიპოვე დენიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, გავეცანი ამ ხუთპუნქტიან გეგმას, რომელიც ძალიან კარგი გეგმაა. აქ ძალიან კარგადაა გამოკვეთილი ჩვენი პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გზები. მე ამ გეგმას ხელს მოვაწერდი და დავეთანხმებოდი. გასაგები გახდა, რატომ არ მიიღო ეს გეგმა არც ოპოზიციამ და არც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ.

საინტერესოა, პრობლემის გადაწყვეტის ის ფორმა, რასაც სთავაზობდა დენიელსონი ორივე მხარეს, ნიკა მელიას და რურუას საკითხთან დაკავშირებით, რამდენად მისღები იყო, თუ უზრუნველყოფდა ეს გეგმა იმას, რომ არც სახელმწიფოს იმიჯი შელახულიყო და სამართლებრივი ფორმაც მისაღები ყოფილიყო?

- ამ გეგმის პრეამბულაში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირის სამედიაციო მისია მოუწოდებს გაერთიანებულ ოპოზიციას, შევიდეს პარლამენტში, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შეასრულოს ის მოვალეობები, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას სჭირდება. საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციას შეეძლო, შესულიყო პარლამენტში და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქიდან მოეთხოვა. ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. აქ პირდაპირ წერია, რომ პარლამენტში შესვლისკენ იყო დაფიქსირებული პოზიცია, რაც აბსოლუტურად ადეკვატური გზა იქნებოდა. დოკუმენტის პირველ პუნქტში წერია, რომ პოლიტიზებაა მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ევროკავშირის შეთავაზება იყო, გამოცხადებულიყო პოლიტიკური ამნისტია, რომელიც 20 ივნისის საქმეს ეხებოდა. შეიძლება, ნიკა მელიასა და რურუასთან მიმართებით საზოგადოების საკმაოდ დიდი უმრავლესობის მიდგომა იყოს ის, თუ რამდენად არიან ისინი პოლიტპატიმრები, მაგრამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, პოლიტიკური საქმეები დაფიქსირებულია. პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადება იქნებოდა გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელმაც სახელმწიფორბერივი ჩიხის მიმართულება მიიღო.

საარჩევნო რეფორმა რამდენად ერგებოდა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, რას მივიღებდით საბოლოოდ ამ რეფორმის პირდაპირი გატარებით?

- საარჩევნო რეფორმა იდეალურადაა წარმოჩენილი. ამ რეფორმის შედეგად თავისუფლად შეგვეძლო, მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებთან და ის სულ სხვა გარემოში, სულ სხვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩაგვეტარებინა არჩევნები. მესამე საკითხია სასამართლოს რეფორმა. ფაქტობრივად, ევროკავშირმა საქართველოს სასამართლო სისტემა ავტორიტარულად ჩათვალა. პირდაპირ იყო მოთხოვნა, რომ სასამართლოს სისტემის შეცვლა, ახალი კანონმდებლობის მიღება, მოსამართლეების პოლიტიკური ზეწოლისაგან გათავისუფლება მომხდარიყო. ეს არის გზა, რომელიც ევროკავშირის კარიბჭემდე მიგვიყვანს. მეოთხე იყო საინტერესო პუნქტი: პარლამენტში 5 ძირითადი კომიტეტი ოპოზიციის ხელში უნდა გადასულიყო. აქვე იყო წარმოჩენილი ის, თუ როგორ უნდა დაკომპლექტებულიყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან დელეგაციის წევრები, აქაც გეგმა ოპოზიციის გარკვეულ გაძლიერებას გულისხმობდა. რა თქმა უნდა, ეს პუნქტი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სავსებით მიუღებელი იქნებოდა. ეს იყო საკმაოდ კარგი მემორანდუმი, რომელზე ხელის არმოწერამ შეიძლება, სახელმწიფო კრიზისის სერიოზული გაღრმავება გამოიწვიოს. ევროკავშირმა დააფიქსირა პოზიცია, რომ სასამართლო სისტემაში სანამ ძირეული რეფორმები არ ჩატარდება, მართლსაჯულების პრობლემები არ მოგვარდება, საპარლამენტო რეფორმები არ ჩატარდება, ჩვენი გზა ევროკავშირის კარებთან აჭედილი იქნება და 2024 წელს საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე არავინ მიიღებს. ეს მესიჯი ამ დოკუმენტში ძალიან კარგად წარმოჩინდებოდა.

დენიელსონმა ასეთი საინტერესო ფრაზა თქვა, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ერთ დღეს საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვის, მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენო, რა იგულისხმა დენიელსონმა ამ სიტყვებში?

- მან იგულისხმა, რომ ჩვენი ქართული პოლიტიკური სპექტრი, როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი კაპიკად არ ვარგა, ისინი უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან. პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა ისევ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მესამე სექტორის ამარად უნდა მოხდეს. მან თქვა, რომ ყველაზე რაციონალური პოლიტიური ძალა მესამე სექტორი აღმოჩნდა. ეს იყო მესიჯი, რომ მომავალი პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები მესამე სექტორის წარმომდგენლებისგან უნდა დაკომპლექტდეს. მან მესამე სექტორის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა და როგორც ერთი, ისე მეორე პოლიტიკური მხარე პოლიტიკურად დაასამარა.

გიორგი გახარიაზე უნდა გკითხოთ. გახარია ისეთ კრიტიკულ მომენტში გამოეცალა გუნდს, ეს იყო სიგნალი სამომავლო პოლიტიკური ამბიციების. აქედან გამომდინარე, მისი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გავრცელებული ხმები არავის გაჰკვირვებია. უკვე გამოიკვეთა მისი სავარაუდო გუნდი, ისიც „ოცნების“ მიერ გზადაგზა დაფანტული ხალხის წამოკრეფას აპირებს. გიორგი გახარია არის „ოცნების“ შეცდომების სამართალმემკვიდრე და ამას ვერ გაექცევა, მას ბევრ მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა და მიუხედავად ამ მძიმე ბეგრაუნდისა, გაუწევს თუ არა კონკურენციას უკვე წარმოდგენილ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, აქვს შანსი ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბდეს მომავალი არჩევნებისთვის? ასევე ველოდებით კახა კალაძის და გიორგი მარგველაშვილის გაოპოზიციონერობასაც, რა სავარაუდო სურათი გვექნება მომავალ არჩევნებზე?

- გიორგი გახარიას ჯერ კიდევ გააჩნია პოლიტიკური კაპიტალი, სანამ ის არ გაფანტავს ამას. მარგველაშვილს ასევე გააჩნია საწყისი პოლიტიკური კაპიტალი, ის არ გაერია გაერთიანებული ოპოზიციის მარაქაში. მათ შეუძლიათ ახალი სტიმული მისცენ პოლიტიკურ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ესენიც ვერ იქნებიან იდეალური პოლიტიკური აქტორები როგორიც ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენს პოლიტიკურ ცნობიერებაში, მაგრამ ამათთან შედარებით, ნამდვილად იქნებიან სიახლე ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი პოლიტიკური გარემო. სამწუხაროდ, ჩვენი სტრატეგიული მეგობრის, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ძალიან კარგი სამოქმედო გეგმა ვერ გამოვიყენეთ, ამას დაემატა ამერიკის კონგრესმენის ძალიან მკაცრი შეფასებები, საბოლოოდ ეს გეგმა ჩავარდა. და ჩავარდა ჩვენთვის ძალიან ცუდი გეოპოლიტიკური რეალობების ფონზე. ჩვენს ირგვლივ ვათრდება ძალიან სერიოზული პროცესები. რუსეთი ერევა ევროპულ და ამერიკულ არჩევნებში, ეს დადასტურებული ფაქტია და პრეზიდენტ ბაიდენის ცნობილი სიტყვები ამას კიდევ უფრო ადასტურებს, როდესაც პუტინს მან მკვლელი უწოდა. მას მხედველობაში ჰქონდა პოლიტიკური სისტემის მკვლელობა, მას უნდოდა ამერიკული პოლიტიკური სისტემის პარალიზება გამოეწვია და სამწუხაროდ, ეს პუტინის ავტოკრატიულ რეჟიმს ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც. სწორედ ეს იყო ბაიდენის სამართლიანი დარტყმის ობიექტი. თუ რუსეთი თავისუფლად ერევა აზერბაიჯანის, ევროპის, ამერიკის არჩევნებში, რატომ გაუჭირდება საქართველოს პოლიტიკური არჩევნებში ჩარევა? მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ არჩევნებში გვექნება რუსული ჩარევის კვალი, არ დავაკონკრეტებ რა და როგორი მიმართულებებით, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ რუსული კვალი აშკარად გამოჩნდება.

 

 

 

trampi ნაცებს ახალი არჩევნების გარდა არაფერი არ აწყობთ, ანუ ახალი არჩევნების გარდა ისინი ხელს არაფერზე არ მოაწერენ...
ამ ე.წ. დემოკრატიულმა ევროპა--ამერიკამ ეს ყვე;ლაფერი იცის...
.თან წარამარა იმეორებენ რომ არჩევნები ,,წვრილ-წვრილი დარღვევების გარდა, ,ძირითადად კარგად ჩატარდა და შედეგები ობიქტურიაო
მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ხელისუფლებას ამუნათებენ----- ხელისუფლება თქვენა ხართ და გინდათ თუ არა გამოსავალი თქვენ უნდა მოიფიქროთო, თქვენზეა პასუხისმგებლობაო
კი მაგრამ ამ დებილებმა რა უნდა მოიფიქრონ, როცა რომ ნაცებს ახალი არჩევნების გარდა არაფერი არა აწყობთ...დაჟე ამათ ნაცებს ხელისგულზე რომ ერბოკვერცხიც შეუწვან ნაცებს ისიც არ უნდათ.................................ახალი არჩევნებიო და ვსოოო..
არადა ელისაშვილი ამბობს ესენი ყველაფერზე დაყვნენ, დაჟე რურუას გამოშვებაზეც კიიიო და იმათ კიდევ ........ ხელს მაინც არ მოვაწერთო....
და მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ამ ე.წ. დემოკრატიულმა ევროპამ კარგად იცის, მაინც კიდევ ხელისუფლებას აწვებიან ...თქვენ უნდა ნახოთ გამოსავალიო, ანუ უნდა დაყვეთ ნაცების მოთხონას და ახალი არჩევნები უნდა დანიშნოთო ...
გაიგეეეთ ხალხნოოო .........................ფაქტიურად ეს ე.წ ედემოკრატიული ევროპა ამათ ეუბნებათ, რომ ახალი არჩევნები დანიშნეთო
განა ნაცებს ეტყვიან----- თქვენ შიგ ხომ არა გაააქვთო ........ არა.................. მაინც ამათ აწვებიან და ფაქტიურად ეუბნებიან---- გინდათ თუ არა ახალი არჩევნები დანიშნეთო
იქნებ ვინმემ ამიხსნათ ეგრე არ გამოდიის? ან იქნებ მე რამეს სწორად ვერ ვიგებ?
3 წლის უკან