ოპოზიციას „გავრილოვის ღამის“ სცენარის გათამაშება არ გამოუვიდა. რა იყო რეალურად 31 მარტს „ОРТ“-ს ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის და მისი თანმხლები პირების მიმართ გამოხატული პროტესტი? რატომ გაახსენდა ახლა ოპოზიციის ნაწილს 87 წლის ჟურნალისტის დაბადების დღე, როცა ის საქართველოში იუბილის აღსანიშნავად არაერთხელ ჩამოსულა, ხოლო მის წვეულებებს, ქართველი კულტურის მოღვაწეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ოპოზიციის მხარდაჭერით გამოირჩევიან? მართალია, პოზნერი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის შეურაცხმყოფელი ფრაზის ავტორი და პუტინის პოლიტიკის გამტარი ფიგურაა, მაგრამ როგორ შეიძლება გულწრფელი პროტესტი დაიჯერო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და რომელთა გვერდითაც რუსეთთან ღიად კავშირში ცნობილი პოლიტიკოსები, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და ნატო ჩხეიძე დგანან, როცა პოზნერისთვის ინტერვიუ ბურჯანაძეს არაერთხელ აქვს მიცემული და გავრილოვის გამო რუს დეპუტატებს ბოდიშებს უხდიდა? როგორ შეიძლება არ იფიქრო, რომ ეს ადამიანები მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური დავალებებით და ინსტრუქტაჟით, როცა მათ რუსეთის მოქალაქე გრიოგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატი ჰყავდათ, რომელიც 2008 წელს კრემლს წერილს-წერილზე უგზავნიდა და ეხვეწებოდა, რომ ქართველი მოცეკვავეები რუსეთის სცენაზე დაეშვათ, მისი მეუღლე ნინო ანანიაშვილი რუსეთში ნოვოსიბირსკის თეატრის დირექტორად ინიშნებოდა? არ გვახსენდება, რომ ანანიაშვილისთვის ამ ადამიანებს ბალეტის და ოპერის თეატრთან აქციები მოეწყოთ. 2011 წელს არავის გაუპროტესტებია ის ფაქტიც, როცა კახეთში, წინანდალში მიხეილ სააკაშვილი ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში ილხენდა. იგივე სააკაშვილი კი რუს ტურისტებს საქართველოში შემოსვლას სისტემატურად ეხვეწებოდა - იქნებ, მაშინ, 2008 წლის ომში მონაწილე, ჯარისკაცებიც შემოდიოდნენ საქართველოში? ამიტომ ქართველი საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, რეალურად გვინდა თუ არა რუსი ტურისტი და ეკონომიკა, თუ აზერბაიჯანის და სომხეთის მსგავსად, მათ ჩვენთან შემოსვლის უფლებას არ ვაძლევთ? მაშინ საიდან მოვიყვანოთ მილიონამდე ტურისტი, რომლებიც მხოლოდ რუსეთიდან შემოდიან?
ანალიტკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ეს აქცია იმ ფონზე დაიგეგმა, როცა ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები უკვე მეორედ ჩაიშალა, ხოლო ამერიკა და ევროპა დესტრუქციულ ოპოზიციას არ უჯერებს, რომ „ოცნება“ პრორუსული ძალაა. ამიტომ, პოზნერი მათთვის ამის დასადასტურებლად კარგი საშუალება აღმოჩნდა, მით უმეტეს, როცა პარლამენტში ოპოზიციის არშესვლას დასავლეთი რუსულ სცენარად აღიქვამს. მეორე - მათი ქცევის მიზანი ის არის, რომ ქუჩაში მათ დაძახილზე მოსახლეობა არ გამოდის. ამიტომაც საზოგადოების სენტიმეტებზე თამაშით ცდილობენ, 15 მაისამდე საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ არარსებული პროტესტი გააჩინონ. ოპოზიციამ იცის, რომ ქართველი ხალხი უძლებს გაჭირვებას, შიმშილს, მაგრამ ოკუპაციას არავის პატიობს. ამიტომ, ამ სენსიტიური თემის გამოყენება კიდევ ერხელ სცადეს, მაგრამ უკვე უშედეგოდ.
ვლადიმერ პოზნერს, ალბათ, ეს დაბადების დღე არასდროს დაავიწყდება. მას მეგობრებთან ერთად თბილისის დატოვება პროტესტის ფონზე მოუხდა, ჩამოფრენიდან სულ რამდენიმე საათში.
ამის გამო, გუშინდელი აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკეს, პასუხი კი დილით მიიღეს, პრემიერისგან. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსი სტუმრები ქვეყანაში კოვიდპასპორტებით შემოვიდნენ, მთავრობის მეთაურმა აქცენტი პოზნერის ამერიკულ მოქალაქეობაზეც გააკეთა. კანონთან შეუსაბამოდ მან მხოლოდ კომენდანტის საათის დარღვევა შეაფასა და მომხდარის უკან კვლავ ოპონენტები დაინახა.
ქვეყნის ღირსების დაცვის ფორმებზე ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები ისმის, მაგალითად „გირჩი- მეტი თავისუფლებისთვის“ პროტესტის პათოსსა და მიზეზს ბოლომდე იზიარებს, თუმცა კვერცხის სროლას - ნაკლებად. მეორე „გირჩში“ კი გუშინდელ ფაქტში ორმაგი სტანდარტები დაინახეს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქვეყანას ურაპატრიოტიზმი დაღუპავს. აბაშიძე აბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები ცდილობენ ყველა საშუალება გამოიყენონ იმისთვის, რათა ქვეყანაში სიტუაცია არიონ. გავრილოვიც და მასზე უარესი პოლიტკოსებიც, რომლებიც საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობით არიან ცნობილი, ქვეყანაში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატის ფარგლებში იყვნენ ჩამოსულები. მაშინ გვახსოვს, არავის მსგავსი აჟიოტაჟი არ აუტეხავს. მსგავსი ფაქტები ასევე გიგი წერეთლის ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის სპიკერატში არჩევის დროს იყო. ასევე თავად პოზნერი ქვეყანაში არაერთხელ იმყოფებოდა.
„შეკითხვა მებადება, საზოგადოებაში ფართო დებატები უნდა გამოცხადდეს იმაზე, რას ვუშვებთ საჯარო პოლიტიკაში და რას არა. მაშინ ამ მიდგომით და ლოგიკით, ნინო ბურჯანაძეს, ნატო ჩხეიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს რუსეთთან კავშირები რატომ უნდა შერჩეს და რატომ გვაქვს მაშინ ასეთი რეაქცია რუს ტურისტზე, რომელსაც რაღაცა აზრი გააჩნია? კი ბატონო, არავინ ამბობს, რომ მისი აზრი ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს, მაგრამ პროტესტის ფორმასაც ხომ გააჩნია. მოდი, ისიც გავიხსენოთ, რომ ლიეტუელმა პოლიტიკოსმა დაახლოებით იგივე თქვა, რაც პოზნერმა - საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგული აქვსო. გასაგებია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ მისი ეს განცახდება მისაღები აღმოჩნდა. აი, აქ ძალიან მრავალ სტანდარტთან და არათანმიმდევრულ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, რაც სააკაშვილის პარტიას ახასიათებს“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.
ჩვენი რესპონდენტი ასევე იხსენებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ის კრემლს 2008 წლის ომის შემდეგ ეხვეწება, რომ ქართველებმა იქნებ რუსეთში იცეკვონ. ეს ადამიანი კი საქართველოს პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო. ამაზე იმ ადამიანებს, რომლებიც პოზნერის ჩამოსვლას აპროტესტებდა, აზრი არასდროს დაუფიქსირებიათ. ვაშაძის მეუღლე ნინო ანანიაშვილი კი გეგმავდა ციმბირში გადასულიყო და ბალეტის განვითარების პროცესისთვის ხელი შეეწყო. ამ ადამაინებს ანანიაშვილისთვის აქციები არ მოუწყვიათ.
„თუ ამ ლოგიკას გავყვებით, რა უფლება აქვს გიორგი კანდელაკს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს, პოზნერის ჩამოსვლა გააპროტესტონ, როცა მათ ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერეს და იქ შავით თეთრზე წერია, რომ რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო. ეს ორმაგი სტანდარტი საქართველოს საზოგადოებას ღუპავს და ასეთი შერჩევითი მიდგომები არ შეიძლება. გიგა მაქარაშვილი, რომელიც ამ აქციას აპროტესტებს, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი იყო. რა უფლებით ბედავს ეს ადამიანი დეოკუპაციაზე საუბარს? ენმ ცდილობს, ასეთი დესტრუქციული გამოხდომებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა მოშალოს. როგორც რუსი, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები არ ჩამოვიდნენ. ეს ადამიანები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თითქოს საქართველოში არეულობაა, ქუჩაში ტურისტებს თავს ესხმიან. ამიტომ რუსეთის არშემოსვლით და ვალუტის გაუფასურებით, სააკაშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს. ასევე ეს არის რუსეთის ინტერესების გატარება, მათ მიზანიც ესაა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოიშალოს, არ იყოს სტაბილურობა, არავინ ჩამოვიდეს და ქვეყანა თავზე დაგვენგრეს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, დააჯარიმა სტუმრები და რესტორნის მეპატრონეც, რომელიც მათ მასპინძლობდა. თუმცა საზოგადოებას დარჩა უკმაყოფილების გრძნობა, რადგან არ დაჯარიმდნენ ის ადამიანები, რომლებიც ვითომ პროტესტის გამო, ამ კანონს არღვევდნენ. კანონის აღსრულებაზე სხვას მიუთითებდნენ და თავად არღვევდნენ. აბაშიძე ამბობს, რომ ვერც ერთი ის ადამიანი, რომელიც ფსევდოპატრიოტიზმით გარეთ დარბოდა, ვერ ათვითცნობიერებს, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს ამის გამო რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ. როგორი საშიშია მათთვის მსგავსი პროვოკაციები და არაა გამორიცხული რუსეთში ჩვენი დიასპორის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებიც კი გატარდეს.
„სამწუხაროდ, ეს ადამიანები, ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, ვერც კი ათვითცნობიერებენ, რომ ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი და იარაღი არიან კონკრეტული პოლიტიკოსების ხელში. ურა და ფსევდოპატრიოტიზმით, შესაძლოა, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს უდიდესი პრობლემები შეექმნათ. ასეულობით ათასი ქართველი რუსეთში ცხოვრობს და ოჯახებს იქიდან ინახავენ. ეს პრეცენდენტი 2006 წელს უკვე გვქონდა. დიახ, რუსეთი ოკუპანტია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ მშვიდობის ალტენრატივა ჯერ არ მოფიქრებულა. ასეთი დესტრუქციით და შავრაზმული ქცევით, სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავენ. ეს ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ჩვენს დებს და ძმებს აფხაზეთსა და ცხინვალში. კანონმა მთელი სიმკაცრით ყველა უნდა დასაჯოს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქე და რომელი პარტიის წევრია“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე კი ამ აქციის უკან პოლიტიკურ პერფორმანსს ხედავს, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მიერ კონკრეტული მიზნებით იყო განპირობებული. ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია სწორედ იმ დროს გააქტიურდა, როცა ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც ღიად ითქვა, რომ პარალმენტში არშესვლა წმინდა რუსული სცენარით თამაშია. დესტრუქციული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ შეიქმნას განცდა, საქართველოში არეულობაა და ტურისტებს ქუჩაში უსწორდებიან. ამის გამო კი ბევრმა ტურისტმა ქვეყანაში შემოსვლისგან თავი შეიკავოს, რითაც მხოლოდ ნაციოანლები და მის განშტოებები იხეირებენ.
„ოცნებას“ არც ვაშინგტონში და არც ბრიუსელში პრორუსულობას არ აბრალებენ. ამიტომაც რადიკალურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა პოზნერის ჩამოსვლა ამ მიმართულებით გამოეყენებინა, ვითომდა აჩვენონ, აი, ხელისუფლება რუსეთთან როგორ თანამშრომლობს და ვითომ პუტინის პროპაგანდისტი საქართველოში შემოუშვეს. არადა ეს ადამიანი წლებია საქართველოში ისე ჩამოდის, არავის გახსენებია. ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ გაახსენდა ოპოზიციას ეს კაცი ახლა? იმიტომ ხომ არა, რომ დასავლეთი რუსული სცენარით თამაშს მათ აბრალებს? მათ კი - აი, ჩვენ კი არ ვთამაშობთ რუსულ სცენარს, არამედ „ოცნებაო“.
პოზნერი ამერიკის მოქალაქეა, მას არ ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, ასევე მის სტუმრებსაც და ისინი, როგორც ნებისმიერი ტურისტი, ისე შემოვიდნენ. კი ბატონო, ვიდავოთ იმაზე, რა სახის რეგულაციებიც მათ დაარღვიეს. ამ ყველაფერზე სახელწმიფოს რეაქციაც ადეკვატური ჰქონდა. ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, რომ გავრილოვის სცენარი გაეთამაშებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, ეს პოზნერი ვინ მოიწვია და ვინ ესწრებოდნენ მის ვახშამს“, - აცახდებს ბოჟაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, პოზნერის საღამოზე მიწვეულები იყვნენ კულტურის სფეროში მოღვაწე ის ადამიანები, რომლებიც „ნაციოანლური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი ჟურნალისტის წინა ვიზიტების დროსაც ესწრებოდნენ მის წვეულებებს და ამის ამსახველი ფოტოები და ვიდეობიც გავრცელდა. ამიტომ სცენარის გათამაშება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას უნდოდა, საზოგადოებაზე აღარ სჭრის. ამიტომ ეს პოლიტკური ძალა ანალიტიკოსის აზრით, აზიანებს არა „ოცნებას“ არამედ სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. მათთვის მთავარია, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ქვა-ქვაზეც ნუ დარჩენილა.
„საკაშვილი ინაუგურაციის შემდეგ პირველად მოსკოვში პუტინთან რომ გაიქცა, ეს არაფერია? ჩვენი პრეზიდენტი არ იყო, რომ ცალმხრივად რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი ტურისტების მისაღებად თავად იდგა? იქნებ იმ ტურისტებს შორის ის ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ? შეამოწმეს მაშინ ქვეყანაში ვის უშვებდნენ? აღარაფერს ვამბობ ბენდუქიძეზე, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა რუსეთს გადაუფორმა. აღარაფერს ვამბობ გაზსადენი რუსებისთვის გადაფორმების მცდელობაზე და მათ შორის რკინიგზაზე, რომელიც რუსებისთვის გასაყიდად ჰქონდათ გამზადებული.
ეს ყველაფერი ხომ ვნახეთ. ის პროცესები, რაც ქვეყანაში ხდება, ამერიკის და ევროპისთვის არის პრობლემა. ამიტომ ყველა კარგად ხვდება ეს რადიკალური ოპოზიცია რა თამაშს თამაშობს. რატომ არ სთხოვენ წულუკიანს ნინო ანანიაშვილის გათავისუფლებას ბალეტის ხელმძღვანელობიდან? ეს ქალბატონი ხომ რუსეთში მიდოდა და იქ უნდა ემოღვაწევა? ვინმეს ოპერის და ბალეტის თეატრთან აქციები უნახავს? ამიტომ, როცა რუსეთის დავალებას ღიად ასრულებ, თავი პოზნერის და მისი დელეგაციის წინააღმდეგ ბრძოლით უნდა გაიმართლო“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.
ანუ, მტკივნეულად დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას და სწორედ ესეც არის ამ აქციის მიზანი: მაქსიმალურად გამწარდეს მოსახლეობა, რომ ასე მაინც გამოიყვანონ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და გვერდში ამოყენონ როგორმე... თორემ ისეთი პირი უჩანს, არ აპირებს ხალხი მათი კარვების ირგვლივ გაერთიანებას.
მოკლედ, ოღონდ თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და საქართველოს გას...ნია პატრონი!
ვულოცავ ნაცაქტივს (რომელიც ერთმა ქართული წარმომავლობის ჟურნალისტმა "სააკაშვილის 50 განდონად" მოიხსენია): თქვენი მიზანი მიღწეულია!..