თურქეთის პრეზიდენტი მთიან ყარაბაღში აპირებს ჩასვლას. ვიზიტი რამადანის თვის დასრულების შემდეგ შედგება. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქალაქ შუშას ეწვევა, რომელიც გასულ წელს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა.
„ჩვენ კვლავ აზერბაიჯანელი ძმების გვერდით ვდგავართ, რათა ერთად დავიცვათ საერთო ღირებულებები მთიან ყარაბაღში. ჩვენ ეს რეგიონი ფეხზე უნდა დავაყენოთ, რათა ჩვენი ძმები საკუთარ მიწას დაუბრუნდნენ. ჩვენ ერთად აღვნიშნავთ შუშაში რამადანის თვის დასრულებას“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.