ახალ ქართულ კაბინეტს რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება სურს და იმავდროულად კურსის შენარჩუნება ნატოსკენ და ევროკავშირისკენ
5 თებერვალს საქართველოს ახალმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება მისი მთავრობის „ყველაზე დიდ პრობლემად და იმავდროულად უდიდეს სურვილად“ დაასახელა. მის რუს კოლეგა, დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ ის გამოხატავდა რწმენას, რომ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მოგვარება უკვე დაწყებულია. თუმცა ივანიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად და მისი ქვეყანა კვლავ იღწვის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ამ განუხრელი დასავლური ორიენტაციის გათვალისწინებით, ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიაში, საიდანაც ბრწყინვალედ შეიძლება რუსეთის გაღიზიანება, საკუთარი გავლენის საფრთხეზე ზრუნვა არ უნდა სჭირდებოდეს. მაგრამ როგორც სჩანს აშშ–ს ბევრი „ჰარდლაინერი“ შიშობს, რომ აქ საქმე ახალი მთავრობის შეფის მხოლოდ სიტყვებს ეხება, ფაქტობრივად კი საქართველოს რუსეთის კალთაში დაბრუნებას უნდა ველოდოთ.
ეს ორივე ქვეყანა ერთმანეთთან ხანგრძლივი საერთო ისტორიით პოლიტიკურად, საზოგადოებრივად და ეკონომიკურად არის დაკავშირებული. უზარმაზარი რუსული გასაღების ბაზარი კი აშშ–ს მორჩილი პრეზიდენტის სააკაშვილის აგრესიული პოლიტიკის შედეგად ქართველი ექსპორტიორებისათვის დაიკეტა. ამ ბაზრის კვლავ გახსნა, სოფლის მეურნეობაზე ძლიერად სტრუქტურირებული საქართველოსათვის ეკონომიკური აღმავლობის ერთადერთი იმედია. ივანიშვილმა ეს ამოიცნო. ერთ–ერთ განცხადებაში მან „სააკაშვილის სისტემა“ რუსული ბაზრის დახურვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა რუსეთთან ვაჭრობის გამოცოცხლებით „უაღრესად დაინტერესებულია“. ივანიშვილი, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში, რეალურად ხვდება, რომ მოსკოვთან ურთერთობების ნორმალიზების გარეშე, საქართველო ვერ აყვავდება. თუმცა ეს ნატოსა და ევროკავშირისაკენ ორიენტაციის შენარჩუნებით ნაკლებად შესაძლებელია.
წარსულში საქართველომ, როგორც აშშ–ს აბსოლუტურად სანდო მოკავშირემ ამ მხრივ პროგრესი განიცადა. მან პატარა ქვეყნისათვის უჩვეულოდ ბევრი სამხედრო დანაყოფი გაგზავნა ავღანეთში, იმ დროსაც კი, როდესაც აშშ–ს ნატოს სხვა პარტნიორებს თავისი ჯარები იქედან გამოჰყავდათ. 2008 წლის რუსულ–ქართული ომის დროს საჰაერო თავდაცვითი სისტემის გაუმართაობის მიზეზით გასული წლის სექტემბერში თბილისს აშშ–ს სამხედროთა დელეგაცია ეწვია. „სტრატეგიული პარტნიორიბის“ ფარგლებში საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემა უნდა აიგოს. ლოგიკურად ასეთი აღჭურვილობა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. მაგრამ თავის გასასამართლებლად ნათქვამია, რომ თბილისმა ირანიდან შესაძლო თავდასხმებისგან უნდა დაიცვას თავი. იმ შემთხვევისათვის, თუ საქართველოს ახალი მთავრობა კრემლის მუდმივი გაღიზიანების პოლიტიკას გადაიღებს სააკაშვილისგან, მისი „უდიდესი სურვილი“, კერძოდ მეზობელ რუსეთთან კონფლიქტის დალაგება, ვერ ასრულდება.
foreignpress.ge