რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი არ დაუშვებს, რომ აშშ-მა ან სხვა ქვეყანამ რუსეთს ძალის პოზიციიდან ესაუბროს.
„ამერიკელები ახლა მანტრასავით იმეორებენ, რომ ყველას ძალის პოზიციიდან დაელაპარაკებიან. არც პუტინი და არც სხვა ვინმე რუსეთის ხელმძღვანელობიდან ამერიკელებს ან ვინმე სხვას ჩვენთან ასე საუბრის საშუალებას არ მისცემს. ეს გამორიცხულია”, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
კითხვას, შესაძლებელია თუ არა აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა:
ექსტრემალურ სცენარებზე საუბარი არ მსურს.