მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის დათხოვნა სთხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მაია სანდუ აცხადებს, რომ პარლამენტის დათხოვნისთვის ყველა კანონიერი პირობა არსებობს, და ამის დადასტურება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვა.
„მე, ისევე როგორც საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტები, ვთვლი, რომ არსებობს იურიდიული გარემოებები პარლამენტის დათხოვნისთვის“, - აღნიშნა სანდუმ.
მანამდე პარლამენტმა კვორუმის არარსებობის გამო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იგორ გროსუ ვერ დაამტკიცა.
მოლდოვის პრეზიდენტმა გააკრიტიკა პარლამენტის მოქმედი მოწვევის დეპუტატები და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ახლა კორუმპირებული ადამიანები სხედან. ამის შემდეგ სანდუს წინამორბედმა, „სოციალისტების პარტიის“ ლიდერმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ მისი პარტია გამოიყენებს „ყველა კანონიერ ბერკეტს“, რათა პანდემიის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ დაუშვას.