რუსული ვაქცინის შეძენით გამოწვეული სამთავრობო კრიზისის გამო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, იგორ მატოვიჩი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სლოვაკეთის კოალიციურ მთავრობაში უთანხმოება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუსული ვაქცინის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.
3 მარტს სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ უკმაყოფილება გამოთქვა რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-ის შეძენის თაობაზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით.
ზუზანა ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ პროპაგანდას არ გაუწევს იმ ვაქცინების გამოყენებას, რომლებსაც ევროკავშირში რეგისტრაციის პროცესი არ გაუვლიათ. 1-ელ მარტს, სლოვაკეთის მარეგულირებელმა რუსული კოვიდვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.