დიდი იმედგაცრუება - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დენიელსონის შუამავლობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება ისევ ვერ მოხდა. 7-საათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დენიელსონთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები საქართველოში - კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი.
მოლაპარაკებიდან გამოსულმა ორივე მხარემ დაადასტურა, რომ მოლაპარაკების ჩაშლის ძირითადი მიზეზი რიგგარეშე არჩევნების შესახებ დოკუმენტში ჩანაწერის არარსებობა გახდა. ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია ამ პუნქტის დამატებას ითხოვდა, რის გამოც მან ხელმოწერაზე უარი თქვა. რა იქნება შემდეგ? - სავარაუდოდ, დენიელსონი საქართველოში აპრილის ბოლოს დაბრუნდება და მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართება.
მოვლენები კი ასე ვითარდებოდა - კრისტიან დენიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.
რა ეწერა კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, რომელიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწუნეს და ხელი არ მოაწერეს?
დოკუმენტს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, რომლის შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 - 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს.
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა.
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება.
- მომავალი არჩევნები
პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება“.
პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.
მედიატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო. ამის შესახებ განცხადება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად მედიატორმა კრისტიან დენიელსონმა გააკეთა.
„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეეზე და ადრეულ არჩევნებზე და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და მე წარმოვადგინე ასეთი წინადადება და ის იქნება საჯარო დოკუმენტი ახლა. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა და სამწუხაროა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, - განაცხადა კრისტიან დენიელსონმა.
„კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპული მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია“, - ამის შესახებ მედიატორმა კრისტიან დენიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დენიელსონის თქმით, დღეს არ ყოფილა მზაობა იმისა, რომ კომპრომისი მიღწეულიყო.
„საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოხვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და ასე რომ, საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპული მისწაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხარდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის იქნება ისინი გადადგმული“, - განაცხადა დენიელსონმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დენიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას ვადამდელი არჩევნების შესახებ.
მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დასავლეთი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების რაიმე პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ კრისტიან დენიელსონის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში აისახა „ოცნების“ წინადადება ნიკა მელიას თაობაზე.
კობახიძის განცხადებით, მათ ოპოზიციას შესთავაზეს გირაოს გადახდის სანაცვლოდ 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის კანონის მიღება, თუმცა მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს.
„ბატონი დენიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით. კერძოდ, დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც გირაოს გადახდის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, თუმცა ოპოზიციამ ეს შეთავაზება არ მიიღო“, - აცხადებს კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ კრისტიან დენიელსონის წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა იმის გამო, რომ განცხადებაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე საუბარი არ ყოფილა.
„ქართული ოცნება“ ამ დოკუმენტში ასახულ რეფორმებს საქართველოს პარლამენტში მაინც განახორციელებს. მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა. ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რაც სამწუხაროა.. ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულებას. რიგგარეშე არჩევნების საკითხი, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან, არ იყო განხილული, ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მათ ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას“, - ამბობს თალაკვაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, დოკუმენტში, რომელიც მედიატორმა წარმოადგინა, ამნისტიის შესახებ პუნქტში საუბარი უნდა ყოფილიყო, როგორც ნიკა მელიაზე, ასევე გიორგი რურუაზე.
სალომე სამადაშვილის შეფასებით, რურუაც 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე დააკავეს.
„ამნისტიის შესახებ წინადადება, რომელიც წარმოდგენილი იყო, ჩვენი აზრითა და შეხედულებით, უნდა შეეხებოდეს ორივე პოლიტპატიმარს, რომელზეც საუბარია, როგორც ნიკა მელიას, ასევე გიორგი რურუას, იმიტომ რომ ვფიქრობ, „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი კობახიძის გარდა, ჩვენ ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი რურუა არის დღეს პატიმრობაში პოლიტიკური მიზეზებით და მათ შორის, დიახ, 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე. ამიტომ, მე მინდა არავინ არ შეიყავნოს შეცდომაში „ქართულმა ოცნებამ“. თქვენ მოისმინეთ მედიატორის შეფასებაც, რომელმაც პირდაპირ ისაუბრა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და თქვენ ნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად იმ პუნქტებზე ხელმოსაწერად, რომელიც ჩვენი მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა, როგორც ნაწილი შეთანხმების“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია 5 პუნქტიდან 3 პუნქტზე თანხმობას აცხადებდა.
„5 პუნქტი არსებობდა შეთანხმების სამოქმედო რუკაში. აქედან, 3 საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დათანხმდა შეთავაზებას და არსებობდა 2 საკითხი, პოლიტპატიმრების და არჩევნების თემაზე, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტის. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი წინადადება შეეხება იმას, რომ თუ ჩვენ შევთანხმდებოდით ახალ კონსტიტუციურ მოდელზე, მაგალითად პლებისციტზე დასმულიყო კითხვა ახალი კონსტიტუციის მიღების და ამის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს იყო ხედვა, რომელიც იყო მიმართული მომავლისკენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, აქაც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი შეთავაზება, რომელიც მათ მისცემდა კომფორტს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, რადგან მასში არ იყო გადაწყვეტა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ.
„ჩვენთვის არც ერთი ხედვა არ იქნება მისაღები არც ერთ ეტაპზე, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების - მელიას და რურუას საკითხს და ვადამდელი არჩევნების საკითხს. მინდა შეგახსენოთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ წერია საკვანძო საკითხები - პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები. დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტა არ არის „ქართული ოცნების“ პოზიციის გამო, ამიტომ, ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად ვერ ამოწურავდა ვითარებას. „ოცნებამ“ ამ დოკუმენტს, რომელიც არის გამოქვეყნებული, ხელი არ მოაწერა“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
შანსი არ იყო!
მაგათ უნდათ, რომ გაზაფხულამდე გაწელონ როგორმე... შემდეგ კი, საგაზაფხულო სამუშაოების დრო რომ დადგება, რეგიონებში მთელი მოსახლეობა დედაწულიანად აიყრება, გამოექანება თბილისში და მაგათ კარვებში დურთავს თავს: - არც მოვხნავთ, არც დავთესავთ, არც საჭმელს შევჭამთ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და პოლიტპატიმარ რურუას და ივანიშვილის პირად ტყვე მელიას არ გამოუშვებთო!..
ეს ყველაფერი, ეს სატელევიზიო პოლიტიკური ვაკხანალია, არჩეული ხელისუფლების შანტაჟი ქჩიდან, განხეთქილება საზოგადოებაში... არის დასავლეთის მიერ თავსმოხვეული დემოკრატიის დანერგვის პროცესისი პირდაპირი შედეგი! ამ მოლაპარაკებებზეც კარგად გამოჩნდა ეს ყველაფერი. როცა მტყუანს და მართალს, არჩეუულს და წაგებულს ერთი და იგივე პირობებში ჩააყენებ, როცა გარკვევით არ დასვამ აქცენტებს და პირიქით ეტყვი, მოილაპარაკეთ, შერიგდით და ა.შ, გაუთავებელი დემაგოგიის მასტერ კლასებს ატარებ (ევროპელი მომრიგებლები) სიტუაცია როგორ დასტაბილურდება?! არ გამოვა ასე არაფერიიიიიი, არასდროს! ამ გამწარებული კოვიდ-ეკონომიური კრიზისის დროს საქართველოს სხვა პრობლემა არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ ოციოდე ნაძირალა პარლამენტში შეიყვანოს?! ესაა საქართველოსათვის ყველაზე საჭირბოროტო საქმე 21-ე საუკუნეში?!
ისე რომ იცოდეთ, ყველაფერი ამ უმსგავსობის ქედის გადაღმიდან მაყურებელი ივანე ულვაშებში იღიმება!
ამით ბოლომდე გაშიშვლდებოდა სიმართლე. ახლა იძახეთ დესტრუქციულიაო. იმ კაცმა კი თქვა არც ერთი მხარე არ იყო მზადო. ესენიც ორივე იძახის ერთსა და იგივეს.
ასეთი შანსი, დემოსტრაციული სვლისათვის, ხელისუფლებას აღარ ექნება, რადგან ახალ შემოთავაზებაში (თუ ასეთი საერთოდ იქნება) შეიძლება ვადამდელი არჩევნებიც გამოჩნდეს.
ჩოპრა კია მართალი, მაგრამ სპეციალურად, პრინციპზე, ვაააფშე ახალ არჩევნებს ჩავატარევდი და ნაცებს კიდევ უარესად მივაყუდებდი კედელზე და თან კანტროლკასაც დავაყოლებდი
განა ეს დებილი ოცნება მინდა, მაგრამ ნაცების გამო მაინც ამათ მივცემდი ხმას...
.და ბიძოს დაედოს ჩვენი ცოდვა ამ დებილების ხელში რომ ჩაგვყარა!!!
წინ წყალი უკან მეწყერიო, ჩვენზეა ნათქვამი
აკი ნატალი იძახოდა კიდეც,...... ესენი მაინც ჩვენი გადასარჩენები არიანო
ზუსტად ეგრეა