იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. აღსანიშნავია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაცია მეუღლესთან ერთად გაიარა.
18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსის 3 544 957 შემთხვევა დადასტურდა, 108 350 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 870 614 პაციენტი გამოჯანმრთელდა.