ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მკვლელი შეუძლია უწოდოს.
ჟურნალისტის კითხვას, უწოდებდა თუ არა ჯო ბაიდენის მსგავსად ვლადიმერ პუტინს მკვლელს, ლიეტუვის პრეზიდენტმა უპასუხა:
სამწუხაროდ, ეს ასეა. ვხედავ მრავალ ნიშანს, რომელიც აშკარად ცხადყოფს ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების, ქვეყნების თვითგამორკვევის უფლებებისა და მეზობლის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფას, რომელსაც ბოლო პერიოდია კრემლი საკმაოდ დემონსტრაციულად ახორციელებს.
17 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ტელეკომპანია ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი მკვლელია.