დონალდ ტრამპმა ქორწილში სადღეგრძელოს წარმოთქმისას ჯო ბაიდენი მკაცრად გააკრიტიკა

დონალდ ტრამპმა ქორწილში სადღეგრძელოს წარმოთქმისას ჯო ბაიდენი მკაცრად გააკრიტიკა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქორწილში სადღეგრძელოს წარმოთქმისას ჯო ბაიდენის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. შესაბამის ვიდეოჩანაწერს ამერიკული მედია ავრცელებს.

ქორწილი გასულ შაბათს დონალდ ტრამპის რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოში გაიმართა. შესავალი სიტყვის შემდეგ, რომელშიც მან სიძე და პატარძალი ადღეგრძელა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

კერძოდ, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და სასაზღვრო კრიზისი. დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა 2020 წლის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ ის დარღვევებით ჩატარდა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მიმართა ქორწილის სტუმრებს კითხვით - „გენატრებით უკვე?“