აშშ-ის პრეზიდენტკი, ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას არ აპირებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მზად ჯო ბაიდენი კიმ ჩენ ინს შეხვდეს, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა:
ვფიქრობ, ბაიდენის მიდგომა განსხვავებული იქნება. ეს მისი განზრახვა არ არის.
გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიაში ჩაერთოს, თუმცა პასუხს გასცემს ჩრდილოეთ კორეას, თუ ფხენიანი სიტუაციის ესკალაციაზე წავა.