ავსტრალიამ რუსეთის ერთ მოქალაქესა და ოთხ კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა დიპლომატმა მარიზ პეინმა განაცხადა.
ე.წ. „შავ სიაში“ ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც ყირიმის ხიდის სარკინიგზო ნაწილის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. ანალოგიური მიზეზით რუსეთის ორ მოქალაქესა და ოთხ კომპანიას სანქციები გუშინ კანადამაც დაუწესა.