ვენესუელას პრეზიდენტს Facebook-ის ანგარიში დაუბლოკეს

ვენესუელას პრეზიდენტს Facebook-ის ანგარიში დაუბლოკეს

ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს Facebook-ის გვერდი დაუბლოკეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.

როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია განმარტავს, მადუროს ანგარიშის დაბლოკვა მის მიერ კორონავირუსის ინფექციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება.

იანვარში ვენესუელის პრეზიდენტი Facebook-ზე წერდა, რომ პრეპარატი „კარვატივირი“ კორონავირუსის სამკურნალო ეფექტური საშუალებაა.