გიგანტური კონტეინერმზიდი, რომელმაც სუეცის არხში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ჩახერგილი, მეჩეჩიდან წყალში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როდის აღდგება მოძრაობა არხში, ჯერჯერობით უცნობია. 400-მეტრიანმა კონტეინერმზიდმა Ever Green-მა 23 მარტს ძლიერი ქარის გამო მიმართულება შეიცვალა და მეჩეჩზე დაჯდა, რის გამოც არხის სამხრეთ ნაწილი გადაიკეტა. შედეგად, სუეცის არხში გიგანტური საცობი წარმოიქმნა.
ამ დროისთვის მოძრაობის აღდგენას 300-მდე გემი ელოდება.