სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არა აივაზიანმა განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ოფიციალური ერევანი თურქეთისგან აგრესიული პოლიტიკის გადახედვას მოელის.
„ბუნებრივია, ყველას გვესმის, თუ რა პერსპექტივები შეიძლება შეიქმნას რეგიონში მშვიდობის განმტკიცებით. თუმცა, თუ რეგიონში რეალური მშვიდობის დამყარება გვსურს, მოველით, რომ თურქეთი თავის აგრესიულ პოლიტიკას რადიკალურად გადახედავს და მტრულ ქმედებებს აღმოფხვრის. ისტორიაში უამრავი პრეცედენტია, როდესაც ქვეყნებმა, რომლებსაც ტრაგიკული წარსული აქვთ, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება შეძლეს პოლიტიკური ნების მეშვეობით“, - აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.