აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები კლიმატის შესახებ სამიტზე მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო საგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
კლიმატის შესახებ სამიტი აპრილში, ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.
თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ სამიტზე მსოფლიოს 40 ლიდერია მიწვეული. ღონისძიება 22-23 აპრილს გაიმართება.