ბელარუსი „ევროვიზიის“ კონკურსიდან მოხსნეს

ბელარუსი „ევროვიზიის“ კონკურსიდან მოხსნეს

ბელარუსი „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ევროპის სამაუწყებლო კავშირი Twitter-ის გვერდზე წერს.

„ევროვიზიის“ ორგანიზატორების განმარტებით, კონკურსის სტანდარტებს ჯგუფ Галасы ЗМеста-ს მიერ წარდგენილი მეორე სიმღერაც არ შეესაბამება. პირველი სიმღერა „მე შენ გასწავლი“ კონკურსის ორგანიზატორებმა პოლიტიკური შინაარსის გამო დაიწუნეს და მისი შეცვლა მოითხოვეს, რაზეც კონკურსანტი ჯგუფი თავიდან უარს აცხადებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საკონკურსო სიმღერის შეცვლა დასაშვებად ბელარუსის პრეზიდენტმა მიიჩნია, მათ ორი ახალი სიმღერა დაწერეს.

ჯგუფი Галасы ЗМеста „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ წევრებმა გასულ წელს შექმნეს. სატირულ სიმღერებში ისინი ოპოზიციის ლიდერებს აკრიტიკებენ.