არჩევნებიდან 5 თვე გავიდა და პოლიტიკურ კრიზისს დასასრული არ უჩანს. უკვე მეორედ ევროსაბჭოს პრეზიდენტი თავის წარმოამდგენელს, კრისიტიან დანიელსონს მეორედ უშვებს. ვიდრე დანიელსონი საქართველოს ეწვევა, მანამდე ხელისუფლება და ოპოზიცია როგორც სენატის, ასევე ვენეციის დასკვნებს გაეცნენ.
როგორც უმარავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა for.ge-თან ინტერვუში განაცხადა, ოპოზიცია მხოლოდ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ინსტუტუციების დისკრედიტაციით არის დაკავებული.
შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიის ორი დასკვნა გახდა ცნობილი. ერთი პარტიების დაფინანსებას ეხება, მეორე - უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართულობას წინა საარჩევნო კამპანიაში. უპირველეს ყოვლისა, თავად ვენეციის კომისიის დასკვნაა მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს და ლეგიტიმურობას, ასეთი რეგულაცია ვენეციის კომისიას არ დაუყენებია. ორი საკითი იყო, რაზეც ყურადღება იქნა გამახვილებული. ერთი - არსებული პოლიტიკური სიტუაცია, რომ პარტიები პარლამენტში არ შემოდიან. ამგვარი რეგულაციის შემოღება შეიძლება აღქმული იყოს, როგორც არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე სამართლებრივი პასუხის, ან რაიმე ინსტრუმენტების გამოყენება და კარგი პრაქტიკა არ იყოს. სამართლებრივი მექანიზმი პოლიტიკურ ჭრილშია გადასაჭრელი.
მეორე საკითხია - რამდენად პროპორციულია ის სანქცია თუ ზომა, რაც მოჰყვება ამა თუ იმ ქცევას. შესაბამისად, ჩვენი დასკვნა შემდეგია - სამართლებრივ საფუძვლებს რაც შეეხება, ამ კუთხით კითხვის ნიშანი არაა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კანონპროექტზე, იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც იყო. მათ შორის იყო გამოთქმები, პროპორციებთან დაკავშირებით. ასევე, ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს დაფინანსების შემცირებაზე და სხვა გამოცდილებებსაც, რომელიც არსებობს.
მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და შესაძლებელია, რომ მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი ვენეციის კომისიის დასკვნა იყოს?
- არა მგონია, ეს თემა განიხილებოდეს. მით უმეტეს ეს საკითხი ეხება იმ შემთხვევას, როდესაც პარტიები არ მონაწილეობენ საპარალმეტო მუშაობაში. მოლაპარაკების იდეაც ხომ ის არის, საბოლოო ჯამში, ყველა მონაწილეობდეს პარლამენტის მუშაობაში. ასე რომ, ვენეციის კომისიის დასკვანა მედიაციის თემა არაა.
უკვე მესამედ, უნდა განახლდეს მოლაპარაკებები და ახლა მაინც თუ იქნება შეთანხმება მიღწეული?
- მთავარი არის ერთი რამ - ჩვენი დამოკიდებულება ამ კუთხით არის ძალიან ცხადი - ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც დღემდე საკუთარ მანდატს არ ახორციელებს, „ქართულ ოცნებას“ შესახვეწი არაფერი აქვს. ერთადერთი მათთან დიალოგი რისთვისაც გვაქვს, არის მათი ამომრჩევლები, რათა მათი ხმა არ დაიკარგოს. ამიტომ, შანსის მიცემას არა ოპოზიციისთვის ვცდილობთ, არამედ მათ ამომრჩევლებისთვის. ჩვენ ამ პროცესს პასუხისმგებლობით ვუდგებით.
წინა მოლაპარაკებებმაც აჩვენა, რომ ყველაზე პასუხისმგებლიანად „ქართული ოცნება“ მოიქცა. მიუხედავად იმისა, რომ წინა მოლაპარაკება ვერ დასრულდა, საარჩევნო რეფორმებზე, რომელზეც საუბარი იყო, ვახორციელებთ. იცით, რომ პროექტი უკვე ინიცირებულია. ახლა ამ პროექტთან დაკავშირებით ოდირის დასკვნას ველოდებით, რომელიც საარჩევნო პროცედურებს ფუნდამენტურად ცვლის.
ამიტომ, ამ საკითხს პასუხისმგებლობით მივუდგებით, ჩვენ ვუყურებთ რა არის ქვეყნისთვის კარგი. აშშ-ს სენატიდანაც ეს მოგვიწოდეს, რომ ყველა ვიწროპარტიული ინტერესებიდან კი არ უნდა გამოდიოდეს, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდეს. ჩვენ ამ კუთხით ჩვენი თავის იმედი გვაქვს. ვნახოთ, ოპოზიცია როგორ მოიქცევა.
სამწუხაროდ, დღემდე მათი მხრიდან ეს პასუხისმგებლობა ვერ დავინახეთ. ოპონენტებში ძირითადად ორი ჯგუფი არის - ერთია ის ჯგუფი, რომელსაც შეთანხმება არ უნდა, ყოველ შემთხვევაში ეს მდგომარეობაა მათთვის კომფორტული, თუნდაც, იმ კუთხით, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტი პრობლემა ჰქონდეს და ცდილობენ, რომ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ. ასევე არიან, ამ ჯგუფს აყოლილი სხვა ჯგუფები, რომლებიც სამწუხაროდ, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, რათა გამოეყონ და პარლამენტში შემოვიდნენ. მათი პარლამენტში შემოსვლა „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება, ეს სჭირდება მათ ამომრჩეველს.
ბატონო შალვა, გარედან ისე ჩანს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ჭირვეული ბავშვებივით არიან. ვერ რიგდებიან თუ მესამე პირი არ ჩაერია. რატომ არის საჭირო ფასილიტატორის თუ მედიატორის ჩარევა, რომ მოლაპარაკება შედგეს?
- რაც შეეხება ჭირვეულობას, ნამდვილად ერთი მხარე ჭირვეულია. საბოლოო ჯამში, მალე გავიგებთ შეთანხმებით თუ შეთანმხების გარეშე, ვინ რას საუბრობდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა. ამიტომ, მალე ყველა მივხვდებით ჭირვეული ვინ იყო. ისე, როგორც ფასილიტაციის შემდეგ, მივხვდით ჭირვეული რომელი ჯგუფები იყო. ჩვენ რომ არ ვთქვათ, თავად ოპოზიციამ დაასახელა ის ჯგუფები, რომელიც შიგნით ოპოზიციაში ურევდა სიტუაციას და მოლაპარაკებას შლიდა.
რაც შეეხება, რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში, რომ უცხოელი პარტნიორების დახმარება გვჭირდება... თუ დავაკვირდებით, ოპოზიციის ნაწილი შეთანხმებისკენ მოწოდებული არაა და მხოლოდ დესტაბილიზაცია უნდა. ბოლო წლებს თუ დავაკვირდებით, ოპოზიციის ეს ნაწილი პირდაპირ დაკავებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციით. იქნებოდა ეს პრეზიდეტის ინსტიტუტი, პარლამენტი... რაც კი წმინდაა, არაფერი დატოვეს და ამაზე გარკვეულ პროპაგანდისტულ კამპანიას აწყობენ.
რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში არ დარჩეს ინსტიტუცია, რომელსაც ავტორიტეტული სიტყვა ეთქმის. როდესაც ნახეს, რომ ელჩებთან ურთიერთობა შეუსუსტდათ, ელჩების დისკრედიტაცია დაიწყეს - შეტევა იყო აშშ-ს ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე და გერმანიის ელჩზე. ანუ, მათი მთავარი სტრატეგიაა იმაზე აგებული, რომ როგორც კი დაინახავენ, რომელიმე ინსტიტუციის ჯგუფი მათ აზრს არ ითვალისწინებს, პირდაპირ მათ დისკრედიტაციას იწყებენ. მათი მთავარი მიზანია, არ დატოვონ არანაირი გზა ლაპარაკის, რადგან როდესაც ლაპარაკი შეუძლებელი იქნება, მაშინ შეეძლებათ დესტაბილიზაციის გეგმა აამუშაონ.
მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის ფონზე, ოპოზიცია 15 მაისს ფართომასშტაბიან აქციის გამართვას გეგმავს. ნიშნავს ეს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისი გრძელდება?
- არჩევნებიდან 5 თვე გავიდა და მათ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხის შეკრება ვერ შეძლეს. ეს პირდაპირ მანიშნებელია იმისა, რომ საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. მათ შორის კვლევებიც ამას აჩვენებს, რომ მათი ამომრჩევლის 67% ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდეს. ვნახეთ, რომ მსოფლიოში სახელმწიფო თუ უცხოური ინსტიტუცია არ დარჩა, რომლებიც ოპოზიციას არ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შემოვიდეს. სენატმაც კი ეს მოუწოდა. პარლამენტში ოპოზიციის ცარიელი სკამები ნიშნავს, რუსული საქმის კეთებას. რა ვქნათ, ასეთი მდგომარეობა გვაქვს. ეს არის ჯგუფი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს.