„გახარიას თავისი პოლიტიკური ტვირთი აქვს, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგს, ჯერ არავინ იცის, როგორი პოლიტიკური ძალა ეყოლება“

„გახარიას თავისი პოლიტიკური ტვირთი აქვს, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგს, ჯერ არავინ იცის, როგორი პოლიტიკური ძალა ეყოლება“

საქართველოს ექს-პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, ოპოზიციის წევრს for.ge-თან საუბრში არ დაუმალია, რომ ასე მალე არ ელოდა.

გიგი წერეთელი არც იმას გამორიცხავს, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ექს-თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ან თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად ვიხილოთ.

გამართავს თუ არა ოპოზიცია პოლიტიკურ დიალოგს, პოლიტიკაში დაბრუნებულ გიორგი გახარიასთან და რა მოლოდინი აქვს ოპოზციას ექს-პრემიერთან მიმართებაში, for.ge-ს ამ კითხვებს გიგი წერეთელი პასუხობს.

გიორგი გახარიას განცხადება, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება ოპოზიციისთვის რამდენად მოულოდნელი იყო?

- სიმართლე გითხრათ, აღნიშნულ საკითხზე სხვა რას ფიქრობს, არ ვიცი - ოპოზიციაში ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. მე განცდა მქონდა, რომ ის რაღაც ფორმით პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებდა. ასე სწრაფად ველოდი-თქო - მოგატყუებთ. მაგრამ, ის ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, სწორედ ამას ემსახურებიდა, რომ შემდგომში მას ჰქონოდა საშუალება პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნის - ამის საფუძველი შეიქმნა მაშინ, როდესაც ის გადადგა. გვესმის, რომ მედიაშიც დაიწყო ამ საკითხის გაშუქება, შემზადება და ა.შ.

როგორ ფიქრობთ, გიორგი გახარია ოპოზიციაში მოგვევლინება თუ ის დარჩება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად?

- მისი ელექტორატი ძირითადად „ქართული ოცნებიდანაა“. მოდი, ასე ვთქვათ, მის გევრდით იქნებიან ზომიერი და არარადიკალური „ოცნების“ წევრები. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, გახარია იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონა. არც ის მინდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ალაგებს და ყველაფერს ის ჭრის. რაღაცეები სპონტანურად ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ის სპონტანურად არ იქცევა. პრინციპში, ის ივანიშვილის გეგმებში კარგად ჩაჯდება და შეიძლება ხელისფლების მიმართ კრიტიკულიც იყოს. თუმცა, მასთან მიმართებაში ივანიშვილს კომფორტი ექნება, ანუ, სხვებთან შედარებით მეტი ნდობა ექნება.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ მაინც იქნება?

- ქვეშევრდომობაზე არ ვიცი რა გითხრათ, პოლიტიკა ისეთი რამ არის, რომ შეიძლება ერთი და მეორე განვითარებაც იყოს. ასეთი მაგალითებიც გვქონია. გამომდნარე იქიდან, მათ რა ურთიერთობა ჰქონდათ - რატომაც არა, არ ჯობია იყოს ისეთი ფიგურა, რომ ნაკლები საფრთხე შეექმნას?! ამიტომ, არ მგონია, რომ ივანიშვილმა ამ პროქტს ხელი შეუშალოს. პარტნიორობაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც შეხებები, ალბათ, იქნება.

ბატონო გიგი, ჯერ ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და რამდენიმე თვეში გიორგი გახარია გადადგა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მათ ერთად შექმნან პოლიტიკური გუნდი და პოლიტ ასპარეზზე ასე გამოცხადდნენ?

- ამ შემთხვევაში ივანიშვილის გეგმებზე საუბარს ვერ დავიწყებ. როდესაც ადამიანს ამდენი ფინანსური საშუალება გააჩნია, არ მგონია პოლიტიკაში მაინც და მაინც სიამოვნებდეს ყოფნა. თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი. თუმცა, მაინც არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდება. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილს საქართველოში ინტერესები აქვს, ასევე უზარმაზარ ქონებას ფლობს და სამწუხაროდ, ქვეყანა მისი ხელისუფლების ხელში ძალიან ცუდ ზღვარზე მივიდა - როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, მას ინტერესები ექნება და ფეხის ამოკვეთაზე არ ფიქრობს. ამიტომ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ფიქრობს, მაშინ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ დღეს გარკვეული შეთანხმება მოხდეს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, რისი საშუალებებიც, დარწმუნებული ვარ, მას აქვს, „ოცნებაზე“ ზეგავლენას ვგულისხმობ. მისი მთავარი ინსტუმენტი ფინანსებია, რომელიც „ოცნებას“ სჭირდება. გახარიას რამდენად სჭირდება, არ ვიცი, მაგრამ ახლ პარტიას ფინანსური საშუალებები რომ ჰქონდეს, ივანიშვილის ნებართვა მაინც დასჭირდება.

ასევე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძე-გახარია იქნებიან ერთად და თვითმმართველობის არჩევნების დროს შესაძლოა, ერთად იყვნენ. ამ ტანდემს ელოდებით?

- რაღაც ინდიკაცია შეიძლება არსებობს, რომ კალაძემაც „ოცნებისგან“ დამოუკიდებლად დაიწყოს პოლიტიკური აქტივობა - ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ეს ინდიკაციები მცირეა. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ აქ ანალიზი უნდა გაკეთდეს - რომელ შიდა გუნდებს თუ ჯგუფებს ეყრდნობიან გახარია და კალაძე. მთლად ამის გადაჭრით თქმა ცოტა რთული იქნება, მაგრამ პოლიტიკაში ყველასთვის ცნობილია, რომ უპირატესი ინტერესებია. თუ საერთო ინტერესები გადაიკვეთება, მაშინ ბევრი რაღაცის დალაგება შეიძლება. ჩვენ ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ მოსისხლე მტრები და ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ, ერთ მაგიდასთან სხედან და პირიქით - მეგობრები დაუძლეველი მტრები ხდებიან.

მტრების ერთად დასხდომაზე საუბრობთ და გახარიამ წასვლის მიზეზად ნიკა მელიას დაკავება დაასახელა. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ოპოზიციის მაგიდასთან ისიც ვიხილოთ და თუ იქნება მასთან დიალოგი?

- გახარიას თავისი პოლიტიკური ტვირთი აქვს - 20 ივნისის ღამე, ეკონომიკა თუ პანდემია. ყოველ შემთხვევაში კითხვები არის და გახარია ამ კითხვებზე პასუხებს გასცემს. რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგს, ჯერ არავინ იცის, როგორი პოლიტიკური ძალა ეყოლება. ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ პოლარიზაცია არ უნდა იყოს და უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო პოზიტიურ პოლიტიკურ პარტიას შექმნის. მე რასაც ვხედავ, არის ის, რომ ეს თემა მედიაში აქტიურად არის შემოგდებული. როგორც ჩანს, ეს ტყუილად არ ხდება და ალბათ, ეს პოლიტიკური პარტია გაჩნდება. როგორი იქნება შემდგომ მასთან დამოკიდებულება, ეს დამოკიდებული იქნება წარსულზე, რადგან ვიღაცისთვის მისი წარსული მიუღებელი იქნება. თუმცა, შესაძლებელია, გამოჩნდნენ პარტიები, ვინც მასთან გარკვეულწილად ითანამშრომლებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ხელისუფლებასთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ყველა ნაბიჯს პოლიტიკური ფასი ექნება. ამიტომ, დღეს თუკი სცენარებზე არის საუბარი, შეიძლება ხვალინდელი სცენარი არსებობდეს, ოღონდ გამოვრიცხავ იმ პარტიებს, რომელსაც ხელისუფლება რადიკალურ პარტიებს ეძახის, რაიმე თანამშრომლობა ჰქონდეს „ოცნებასთან“.

თქვენ გიორგი გახარიას მინუსები დაასახელეთ - 20 ივნისის ღამე, ეკონომიკა და პანდემია. თუმცა, ყველა გამოკითხვაში ის ყოველთვის ლიდერობდა და ხალხს ექს-პრემიერი მოსწონდა. ამას მოწმობს ისიც, რომ მისი წასვლისას გადაღებულ სელფს უამრავი მოწონება და გამოხმაურება ჰქონდა. თუ ის დაბრუნდება პოლიტიკური პარტიით, არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკურ ძალებს ელექტორატს წაგართმევთ?

- მას გარკვეული ელექტორატული ბაზა გააჩნია. გეთანხმებით, ის პოპულარული პოლიტიკოსი იყო. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან საკმაოდ სერიოზული ნაწილი მისი მხარდამჭერი გახდება, ვიდრე დღეს მყოფი პოლიტიკოსების, რომლებიც დღეს ამ პარტიაში არიან. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი მხარს არავის უჭერს.

trampi ტვირთი თქვენ რო გკიდიათ ბეჭებზე, ტვირთი აი ისააა ( და ვერც მოიშორებთ ვერასოდეს) ...
ვითომ და ს.ს..სკლეროზიანი......
მაგრამ სინამდვილეში სკლეროზიანი კი არა, ჩათლახია შშშშშშშშშშშშშათლახი......
ტვირთი..........
ტვირთი არა სირ--კოკო....
3 წლის უკან
Ninja ეს გიგია ვის ტვირთზე ლაპარაკობს.
იმდენი აქვთ გაფუჭებული, ერთი თაობა არ ეყოფა მაგათ გაფუჭებულ საქმეებს ქვეყნისთვის.
3 წლის უკან