ალექსეი ნავალნის გუნდი მასშტაბურ აქციას გეგმავს

ალექსეი ნავალნის გუნდი მასშტაბურ აქციას გეგმავს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდი მასშტაბურ აქციას გეგმავს.

ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდი მასშტაბის ქუჩის საპროტესტო აქციის ორგანიზებას განახორციელებენ.

„პრინციპულად განსხვავებული მიტინგი. ასეთი რამ რუსეთის ისტორიაში არავის გაუკეთებია. მიტინგი, რომლის შესახებაც ყველა შეიტყობს. მიტინგი, რომლის დაშლასაც პუტინი ვერ შეძლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქციის გამართვის ზუსტი თარიღი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მიტინგში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ნახევარ მილიონს მიაღწევს.