„გახარიას თუ სურს მესამე პოლიტიკური ძალა შექმნას, ძალიან ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს, ჩვენი საზოგადოება ძალიან კრიტიკულად უყურებს პოზიციის ცვლილებას“

„გახარიას თუ სურს მესამე პოლიტიკური ძალა შექმნას, ძალიან ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს, ჩვენი საზოგადოება ძალიან კრიტიკულად უყურებს პოზიციის ცვლილებას“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჭორებისა და მითქმა-მოთქმის მიუხედავად, რაც ქვეყნიდან და არც პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. გიორგი გახარია პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მისმა განცხადებამ კი საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში უკვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. რა სახის პოლიტიკური კაპიტალი აქვს გახარიას და რას შეცვლის მისი უკან პოლიტიკაში დაბრუნება? არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტი, რომელიც გახარიას მეშვეობით „ოცნების“ ჩანაცვლებას ცდილობს? რატომ აქვს მას საზოგადოების ნაწილში მხარდაჭერა და როგორ შეცვლის დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას? - ამ და სხვა კითხვებზე for.ge-სთან ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:

რა სახი პოლიტიკური კაპიტალი აქვს გახარიას იმისთვის, რომ რეალურად ახალი მესამე პოლიტიკური ძალა შექმნას და შეძლებს თუ არა ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის დასრულებას?

- რა თქმა უნდა, გახარიას აქვს საკმაოდ კარგი პოლიტიკური კაპიტალი და ჩვენ გვახსოვს მან ეს როგორ ნელ-ნელა დააგროვა. გახარიამ სხავ პრემიერებისგან განსხვავებით შეძლო, რომ ცალკე პოლიტიკური ფიგურა ყოფილიყო, რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა და ბოლომდე ივანიშვილზე ჩამოკიდებული არ იყო. თუმცა აქ საქმე იმაშია, რომ გახარიას ძალაინ სერიოზული გუნდი დასჭირდება, რომელიც მის კაპიტალს არ გაფლანგავს და პირიქით, უფრო გააძლიერებენ. თუ კი გახარია, კალაძე და კვირიკაშვილი ერთ გუნდად წარმოსდგებიან, საკმაოდ ძლიერი ძალა იქნება. გახარიას შეძლებს 5%-იანი ბარიერიც კი გადალახოს. ის კონკურენტი იქნება, როგორც „ქართული ოცნები“ ასევე „ნაციონალური მოძრაობის“.

ფიქრობთ, გახარია თუკი პოლიტიკაში ახალი გუნდით შემოვა, მისი მთავარი სამიზნე ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი იქნება? ის გათვლას იმ ხალხზე გააკეთებს, რომელსაც არც „ოცნება“ და არც „ნაციოანლები“ არ უნდა?

- რა თქმა უნდა, გახარიას მთავარი სამიზნე ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი იქნება, რომელთა გადაწყვეტილებებზე არჩევნების ბედი წყდება ხოლმე. ვნახეთ, რომ ხალხს, რომელსაც არც ნაციონალები და არც „ქართული ოცნება“ არ უნდა, დასაყრდენი პოლიტიკური ძალა არ აქვს. ამიტომაც გახარიას სამოქმედო გეგმაში, სწორედ ეს ხალხი შედის. თუმცა არაა გამორიცხული, მან ამომრჩეველი „ოცნებასაც“ წაართვას. ის პარტიაში სიის პირველი ნომერი იყო, ამიტომაც „ოცნების“ ბევრი ამომრჩეველი მისკენ გადაიხრება. არც ისაა გამორიცხული, რომ პარლამენტში არშესვლის გამო, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის გადაბირებაც შეძლოს. გააჩნია რას იტყვის და როგორი იქნება მისი სამოქმედო გეგმა.

„ოცნების“ შიგნით ცოტა დაბნეულობაა. გაჩნდა უკვე მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის მორიგი „ტრუკი“ იყოს და გახარია სწორედ მისი ერთ-ერთი კოზირია, რომლითაც „ოცნებას“ ჩაანაცვლებს. მან ახსენა კიდევაც, რომ მოხარული იქნება თუკი კონსტრუქციული და ძლიერი ოპოზიციური ძალა გამოჩნდება... შეიძლება ეს „ქართული ოცნება 2“-ის შექმნის მცდელობაა?

- არა, არ მგონია, რომ ამაში ივანიშვილის ხელი ურევია, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუკი მას პოლიტიკიდან წასვლის საშუალება მიეცემა, ის ამით გახარებული იქნება. გიორგი გახარია და კახა კალაძე, საკმაოდ დამოუკიდებელი ფიგურები არიან, ამიტომაც მათ ცალკე თამაში არ გაუჭირდებათ. კალაძე გახსოვთ, ალბათ, მერის არჩევნებზე სრულიად მარტო იყო. ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ჩარეულა. მან მისგან სრულიად დისტანცირებულმა მერის არჩევნები მოიგო. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. თუკი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გახარია და კალაძე ერთად გამოჩნდნენ, პოლიტიკურად ძალიან ბევრი რამე შეიცვლება.

ფიქრობთ, რომ გახარიამ შესაძლაო „ქართული ოცნების“ დეპუტატების გადაბირება მოახერხოს და პარლამენტში საკუთარი ფრაქცია შექმნას?

- არ ვიცი, მედიით რა სახეებიც ვნახე, დიდი ბოდიში მათთან, მაგრამ არანაირი პოლიტკური კაპიტალი არ აქვთ. უბრალოდ, შესაძლოა, გახარიამ „ოცნების“ დეპუტატები გადაიბიროს და პარლამენტში უმრავლესობის შექმნის შედეგად ისევ უკან პერმიერად დაბრუნდეს. უბრალოდ, შიდა ე.წ. პარტიული გადატრიალება მოხდეს და დეპუტატების უმრავლესობამ მთავრობის ახალი ფორმირება მოითხოვოს. ეს მხოლოდ თეორიული მსჯელობაა და გამორიცხული არაფერია. უბრალოდ, ისეთ სურათს მივიღებთ, რომ 2024 წლისთვის ვერც ერთი ძალა უმრავლესობას ვეღარ აიღებს და კოალიციური მთავრობა გვექნება.

როგორ ფიქრობთ გახარიას მთავარი სამიზნე ვინ იქნება, „ქართული ოცნების“ რეალურ ოპოზიციად უნდა მოვიაზროთ? ელით თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებებს გააკეთებს?

- არ ვიცი, ძალიან რთული სათქმელია გიორგი გახარიას სამოქმედო ტაქტიკა რა არის და რა გზას აირჩევს. არ ველი, რომ ბიძინა ივანიშვილს ასე პირდაპირ დაარტყას. მგონია, ეს მასზე ცუდად იმოქმედებს. შესაძლოა, კრიტიკა იყოს, მაგრამ დაველოდოთ მოვლენებს. ძალიან რთული სათქმელია. უბრალოდ ერთი ისაა, რომ თუკი მას სურს მესამე პოლიტიკური ძალა შექმნას, ძალიან ფთხილი და მოზომილი უნდა იყოს.

ჩვენი საზოგადოება ძალიან კრიტიკულად უყურებს მსგავს განცახდებებს და პოზიციის ცვლილებას, ამიტომაც ფრთხილი მოქმედებაა საჭირო. მისი პოლიტიკაში ახალი გუნდით შემოსვლით ივანიშვილს მიეცემა რეალურად საშუალება, რომ პოლიტიკიდან გავიდეს. გახარია საკმაოდ წონიანი პოლიტიკური ფიგურაა, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი თავადვე შექმნა. ჩვენ ვნახეთ პანდემიის პირევლი ეტაპი როგორ მართა. მხოლოდ არჩევნების გამო მივიღეთ ის მეორე ტალღის შედეგი, რაც გვქონდა. გახარიას წასვლა და მეორე ტალღა თითქმის ერთამნეთს დაემთხვა, ამიტომაც საზოგადოებას ეს მეხსიერებაში ჩარჩენილი აქვს და მის მიმართ ეს განწყობები არსებობს.

amo "ჩვენი საზოგადოება ძალიან კრიტიკულად უყურებს პოზიციის ცვლილებას". და არა მარტო ჩვენი საზოგადოება. ფორცა გახარია!
3 წლის უკან