გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი სკანდალში გაეხვა. გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, მისმა სამინისტრომ ნახევარი მილიონზე მეტი რესპირატორი კომპანია Burda GmbH-სგან შეიძინა, რომელსაც მინისტრის მეუღლე დანიელ ფუნკე ლობირებს და 2019 წლიდან კომპანიის ბერლინის ბიუროს ხელმძღვანელობს.
როგორც Spiegel-ი წერს, გარიგება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრო ს 909 ათასი ევრო დაუჯდა, ინტერესთა კონფლიქტის აშკარა ნიშნებს შეიცავს.
Burda GmbH-ში კი აცხადებენ, რომ მინისტრის მეუღლეს გარიგებასთან არანაირი კავშირი აქვს და კონტრაქტის შესახებ არაფერი იცოდა. ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იენს შპანი 2018 წლიდან იკავებს. მას შემდეგ, რაც გერმანიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვეს, მან ჟურნალისტ დანიელ ფუნკეზე იქორწინა.