სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელი, არტაკ დავთიანი წარადგინა.
სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ არმიამ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს.
„უნდა შევთანხმდეთ, რომ შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის წმინდა პრინციპი უნდა შევინარჩუნოთ. ეს მნიშვნელოვანი პრინციპი მე ან კონკრეტულ ჯგუფს კი არა, შეიარაღებულ ძალებს სჭირდება“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
პოლიტიკური კრიზისი სომხეთში 25 თებერვალს მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.
ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.