„თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შეგროვდა, ვერაფერზე შეთანხმება ვერ შედგა, 2024 წელს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერით, ამაზე აქვს გათვლა „ნაცმოძრაობას“

„თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შეგროვდა, ვერაფერზე შეთანხმება ვერ შედგა, 2024 წელს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერით, ამაზე აქვს გათვლა „ნაცმოძრაობას“

18 მარტს ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თითქმის 10-საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა და მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოლაპარაკება ჩაიშალა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაა, სხვა შემთხვევაში მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედეგება. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ საერთაშორისო პარტიორების მხრიდან ზეწოლის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შესაძლოა, საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, არ შევიდეს პარლამენტში, რადგან ეს მათ უფრო აძლევს ხელს, ვიდრე პირიქით. მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მოქმედების რა გზას აირჩევს ერთი მხრივ ოპოზიცია, მეორე მხრივ ხელისუფლება და ასევე ის თუ რა ვარიანტს აირჩევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. სამი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს იმას, თუ რა მიმართულებით წავა პროცესები. კიდევ ერთხელ მოხდება მხარეების დასმა მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ პროცესი წავა გამწვავების გზით და მივიღებთ უკვე ქუჩის პროტესტებს, აქედან გამომდინარე შედეგებით - პროცესის გამწვავებას.

ეს იყო მედიაცია ევროკავშირის მხრიდან, რომ მხარეებს კიდევ ერთხელ ეცადათ შეთანხმების მიღწევა ამ კრიზისის განსამუხტავად. თავიდან, როდესაც მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, მათი სასტარტო პოზიციები იყო დიამეტრალურად განსახვავებული. ვერც წინა მოლაპარაკების დროს მოხდა პოზიციათა დაახლოება. შესაძლოა, ოპოზიციური პარტიების გეგმებში არც შედის პარლამენტში შესვლა და აპირებენ საკუთარი მიზნის მიღწევას არა საპარლამენტო ბრძოლით, არამედ სხვა მეთოდებით.

გარდა ამისა, ისინი შესაძლოა, უფრო შორსაც იყურებიან. თუ მოხდა ისე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შეგროვდა, ვერაფერზე შეთანხმება ვერ შედგა, თუ ყველაფერი ჩვეულებრივად წავიდა, ეს პარლამენტი ჩაამთავრებს თავის მუშაობას და 2024 წელს უკვე არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერით. ვის ექნება 5%-იანი ბარიერის პირობებში ყველაზე მეტი შანსი მოხვდეს ხელისუფლებაში? - ეს არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა.“ ისიც გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ მეოთხე ვადით უკვე არავინ დატოვებს. მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გარკვეულოი გათვლები ამასთან დაკავშირებით და მათ ინტერესებში შესაძლოა, არ შედის ამ ეტაპზე პარლამენტში შესვლა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად არ არსებობდა შეხების წერილები. მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება და ზეწოლა.

„ოპოზიცია აცხადებდა, რომ პარლამენტში შევიდოდა იმ შემთხვევაში, თუ დაინიშნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გამოუშვებდნენ პოლიტპატიმრებს, მაგრამ ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ აპირებდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში შეუძლებელი იყო რაიმე შეთანხმების მიღწევა.

ევროკაშირის მხრიდან ხელისუფლებისადმი გარკვეული ლოიალური დამოკიდებულებაც გამოვლინდა, რაც ნათლად გამოჩნდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნები საქართველლოში კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო ევროკაშირის ჩართულობის მიუხედავად, შედეგი არ იქნებოდა მიღწეული.

თუ მანამდე არსებობდა გარკვეული შეხების წერტილები, მაგალითად 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, სადაც შესაძლებელი იყო შეთანხმების მიღწევა. მართალია, მიდიოდა პოლიტიკური ვაჭრობა, რამდენი მაჟორიტარი უნდა გასულიყო პარლამენტში და რამდენი პროპორციული სიით, ეს მოლაპარაკების საგანს წარმოადგენდა, მაგრამ არსებობდა გარკვეული შეხების წერტილები, ანუ იმის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შემდგარიყო.

თუმცა, დღევანდელ დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვა პოლუსზე იყვნენ და შეთანხმება ვერ მიიღწეოდა“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

გრიგორი ნიკა ჩიტაძე ნაცექსაპერტია ! მისი აზრით "ქართულ ოცნებაზე" უნდა მომხდარიყო ზეწოლა დასავლეთის მხრიდან ! ჩიტაძეს ა რ ს უ რ ს გაიგოს, რომ ნაცსადისტების დაბრუნება ხალხს არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ არც ქოცები უნდა ხალხს.
3 წლის უკან