ავღანეთში ნაღმზე აფეთქებული რიგითი გურამ ჩიმახიძე რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ, შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდება და სამხედრო ინსტრუქტორად გააგრძელებს სამსახურს.
ეს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა პირადად გააცნო ქართველ სამხედროს, რომელიც მკურნალობა-რეაბილიტაციის კურს ლანდშტულის კლინიკაში გადის. ირაკლი ალასანიამ და ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ რიგითი ჩიმახიძე გერმანიაში ქალაქ ლანდშტულში მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ რეაბილიტაციის კურსის მიმდინარეობას. დაჭრილი სამხედრო უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის პროტეზირების კურსს და ამის შემდეგ დაბრუნდება სამხედრო სამსახურში. რიგითი გურამ ჩიმახიძე მესამე ბრიგადის ოცდამეთორმეტე ბატალიონში მსახურობდა.