„დასავლეთს ამაზე უარესი გაყალბება, თავად ოპოზიციის იმ ნაწილისგან ახსოვს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ამიტომ ამას არავინ იჯერებს“

„დასავლეთს ამაზე უარესი გაყალბება, თავად ოპოზიციის იმ ნაწილისგან ახსოვს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ამიტომ ამას არავინ იჯერებს“

მას შემდეგ, რაც ევროპიდან მაშველმა რგოლმაც არ გვიშველა, გაჩნდა კითხვები - რა ეშველება ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტკურ კრიზისს? ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დენილსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შეძლო?

ჩაშლილი მოლაპარაკების სამომავლო შედეგებზე for.ge-ს ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ ევროპიდან რა სახის რეაქციებს უნდა ველოდოთ და როგორი იქნება მათი მხრიდან ამაზე პასუხი?

- მთავარია, როგორმე ამერიკამ და ევროპამ არ მიგვატოვოს. ახლა ევროპა გვეტყვის, რომ რა დროს ნატო და ევროკავშირია, ჯერ თქვენს დემოკრატიას მიხედეთო. რა თქმა უნდა, ორივე მხარეზე პასუხისმგებლობაა, მაგრამ ცალსახად კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ვალდებულება ხელისუფლებას აქვს, რაც არ უნდა უგვანი და არაფრის მაქნისი ოპოზიცია ჰყავდეს. ისინი ოპოზიციაში იმიტომ არიან, რომ ხალხმა არ აირჩია და ამიტომაც ისინი პასუხს არაფერზე აგებენ, მით უმეტეს თავადაც მიუმატეს და რა ხმაც მისცეს, ისიც გაფლანგეს, რადგან პარალმენტში არ შევიდნენ. ხელისუფლებას პასუხისმგებლობა მსოფლიოს და ხალხის წინაშე აკისრია. გასაგებია, ვაღიარებ, რომ ოპოზიცია ცუდად იქცევა, მაგრამ ხელისუფლება უკეთესად უნდა იქცეოდეს.

როგორ ფიქრობთ, ევროპა მოლაპარაკებებში აღარ ჩაერთვება?

- ევროპა ცოტახანს გაჩერდება, თუმცა პროცესებში ისევ ჩაერევიან. ეს სიტუაცია ცოტახანს უნდა გაჯდეს, ვითარება დასტაბილურდეს და ოპოზიცია მიხვდეს და გააანალიზოს რა შანსები აქვს, რეალურად მისი შესაძლებლობები რაზე გადის. თუ „ქართული ოცნება“ თანახმა იმაზე იყო, რომ ადგილობრივ არჩევნებზე 40-იანი მხარდაჭერა არ ექნებოდა რიგგრეშე არჩევნები ჩატარებულიყო და ამაზე ოპოზიცია არ წავიდა, ესეიგი მოგების იმედი არა აქვს. ამაზე დიდი კომპრომისი ხელისუფლებას მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა, არ ვიცი. ფაქტია, რომ რიგგარეშე არჩევნებზე არ წავა. იგივე სცენარი და განცხადებები იქნება ამერიკაში, სადაც საქართველოს თემაზე სენატის სხდომაა ჩანიშნული. იქაც ეუთო/ოდირის და „აირაის“ დასკვნებით იხელმძღვანელებენ. იქ ოპოზიციას არავინ დაიბარებს და არ ჰკითხავენ, თქვენ როგორ ფიქრობთ რა მოხდაო.

ფიქრობთ, რომ ბრიუსელში გაკეთებული განცახდებების შემდეგ ხელისუფლებას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს დასავლეთიდან, ვიდრე ოპოზიციას? არადა ოპოზიციას ჰგნოია, რომ პირიქით არის. დასავლეთში არჩვენების გაყალბებას არაფრით იჯერებენ, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია მათ დარწმუნებას?

- ვიდრე ხელისუფლება ხალხის მიერ არის არჩეული და სისხლს არ ღვრის, საერთაშორისო პარტნიორებიდან მას მხარდაჭერა ყოველთვის აქვს. გაყალბება იყო, მაგრამ არა იმ დონის, რომ კატასტროფა ყოფილიყო. ამაზე უარესი გაყალბება უნახიათ იმ ხალხისგან, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან. იგივე „ნაციოანლური მოძრაობის“ და „მოქალაქეთა კავშირისგან“.

მართალია, გაყალბებაზე საუბრობს ოპოზიცია, მაგრამ დასავლეთმა ხომ იცის, რომ მათ მილიონი ამაზე უარესი გაყალბება გაუკეთებიათ. თუ გაყალბებაზე საუბრობს, ეს რაღაცით ხომ უნად დაამტკიცო? ოპოზიციამ ფაქტების შეგროვებაზე და 7კონტრარგუმენტების გამყარებით თავი არ შეიწუხა. მართალია, ევროპა ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა, მაგრამ ის ოპოზიციაში ვერ ხედავს იმ ძალას, რომელიც მასზე უკეთესი იქნება. ამიტომ ხელს ორივეზე იქნევენ. თუმცა ქვეყანაში რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

რისი იმედი უნდა ჰქონდეს ახლა ოპოზიციას? ისინი ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ და ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ. აქვთ მათ ამის რესურსი, მით უმეტეს ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ?

- ჩვენი ხალხი კარგად ხედავს რა ხდება, ამიტომაც არანაირი სურვილი არა აქვს ამ ოპოზიციას ქუჩაში გაყვეს. რისთვის გაყვეს, რომ ივანიშვილი ცუდია? კი ბატონო, მაგრამ ოპოზიცია მასზე უკეთესი რით არის? ხალხი ვერ იგებს ოპოზიციას ივანიშვილის სალანძღავად რატომ უნდა გაყვეს, რადგან ხედავს, რომ მასზე არანაკლები ესენი არიან. ყველას კარგად ესმის, რომ არც ნაციოანლები და არც „ოცნება“ არაფრად ვარგა. დღეს რომ „ნაციოანლური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ამ ტიპის ოპოზიციის მხადასაჭერად ქუჩაში არავინ გამოვიდოდა. ხალხი ფიქრობს, რატომ უნდა გავცვალო ერთი ვიგინდარა, მეორე ვიგინდარაში? ამას „ქართული ოცნება“ იყენებს. „ოცნების“ ერთადერთი სიძლიერე ოპოზიციის სისუსტეა.

Giorgi37 Паата молодец, ответил правильно на все поставленные вопросы.
3 წლის უკან
Maverick პ. ზაქარეიშვილი: "თუ გაყალბებაზე საუბრობს, ეს რაღაცით ხომ უნად დაამტკიცო? ოპოზიციამ ფაქტების შეგროვებაზე და 7კონტრარგუმენტების გამყარებით თავი არ შეიწუხა."

ოპოზიციამ, ანუ ნაცარასტებმა ფაქტების შეგროვებაზე და 7კონტრარგუმენტების გამყარებისთვის თავი იმის გამო არ შეიწუხა, რომ ქოცნებაში ჩანერგილმა V კოლონამ შეგნებულად გაუჩალიჩა და წაამატებინა ნაცბოზბანდის სასარგებლოდ ხმები, რისი გამოაშკარავება არც ქოცებს და არც ნაცებს არ აწყობს, ხალხის, ამომრჩეველის ამბოხების შიშით!

თუ ხალხი აჯანყდა ურივეს საქმე ხომ წავა უკუღმა, ასევე უკუღმა წავა (პრ)ო(ოჭ)ოპოზიციის საქმეები, რაც ამ გოთვერნების წინააღმდეგ ეროვნული ძალების, ანუ მესამე ძალის პოლიტიკურ არენაზე შემოსვლას გამოიწვევს, ეს კი არავის არ აწყობს!
3 წლის უკან
გრიგორი არასოდეს ზაქარეიშვილის ფანი არ ვიყავი. ის ხომ რესპუბლიკელი იყო და აზროვნებს ბერძენიშვილურედ,მაგრამ ნაცბანდის და ქოპცების შეფასებაში სრულად ვეთანხმები! ჩემი შეხუდულებაც მცირედ განსხვავდება, მხოლოდ ორ სიტყვას ჩავამატები "უფრი დიდი" ! ანუ ასე ჩამოვაყალიბებდი : "არ მესმის, რატომ უნდა შეცვალო ერთი ვიგინდარა უ ფ რ ო დ ი დ ი ვიგინდარათი" !
3 წლის უკან