19 აპრილის მოლოდინში

19 აპრილის მოლოდინში

წინა კვირის ქართული პოლიტიკური ცხოვრება განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა. მისი „მთავარი“ გმირები ბატონები გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდნენ.

ორი კვირის წინ თბილისის მერი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აგრესიული სახით გამოგვეცხადა და „შოუ მოვაწყოთო“, პოლიტიკურ ოპონენტებს აქტიურად შეუტია. ალბათ ბატონ გიგის „შოუმენობა“ ძალიან მოეწონა და გუშინ კიდევ ერთი სანახაობა მოგვიმზადა.

დაკითხვაზე მისულმა მერმა ძველი დრო გაგვახსენა და რამდენიმე ასეულ „გულშემატკივარს“ უბრალო მეგაფონიდან მჩქეფარე სიტყვით მიმართა. წარმოიდგენდით კი ბოლო წლებში, რომ დადგებოდა დრო და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ქუჩის საპროტესტო აქციებზე და პრიმიტიულ მეგაფონთან ვიხილავდით?

“ძალიან მიყვარხართ და უფრო მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა", - მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილ მხარდამჭერებს გიგი უგულავამ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ.

რა დრო დაგვიდგა, რომ გიგი-ბატონს დასაცავად დაუდგა საქმე. მის მხარდასაჭერად არაერთი პატივსაცემი გვამი მოგროვდა. მათ შორის ჩემი ყურადღება ქალბატონმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მიიპყრო.

"ვფიქრობ, რომ გიგი უგულავა არის ერთ-ერთი ადამიანი

ჩემს ნაცნობებს შორის, რომელსაც ყველაზე სუფთად უცხოვრია", - აღნიშნა „ნანუკას შოუს“ უცვლელმა წამყვანმა.

გიგის უყვარს საკუთარი მხარდაჭერები, მაგრამ გიგი არ უყვარს ხალხს. ამ „სიყვარულს“ თავისი რამდენიმეწლიანი „მოღვაწეობით” მიაღწია. ერთი აზრი დამებადა - ხომ არ ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი და უგულავას მერობის კანონზომიერება თავად გადაგვეწყვიტა? ამის შემდეგ  შოუს მოყვარული გიგი თბილისელების სახელით ვეღარ ილაპარაკებდა. ამის დამადასტურებლად რამდენიმე ციტატას მოგიყვანთ.

“ერთი სული მქონდა იქ მივსულიყავი დღეს და შემეფურთხებინა ამათთვის. ძლივს შევიკავე თავი. ვიცი რომ ასე აჯობებს. 19 აპრილსაც მომიწევს თავის შეკავება, რადგან  იქ რომ მივიდე სადაც ეს ხროვა შეიკრიბება ნერვები მიმტყუნებს და რომელიღაცას კისერში ჩავწვდები, ამის გაკეთება კი არ შეიძლება. ამ ნაგავს სალაპარაკო რომ არ მიეცეს. ვინც ჩემსავით ფიქრობს, მოგიწოდებთ ასევე მოიქცეთ. იმედი მაქვს რომ ამათ კანონის ფარგლებში პასუხი ყველაფერზე გაეცემათ იმისთვის რაც ხალხს და ქვეყანას აკადრეს.”

“ჩვენი ახალი მთავრობა ძალიან ჰუმანურია ამ ნაძირალების მიმართ.”

“ერთი ფიცრის ქურდი არ დაინდო ძველმა ხელისუფლებამ და ამათ როგორ უნდა ეპატიოს მილიონების ჭამა. ამდენი ჭამეს და ციხეში ჯდომაც არ უნდათ ამ გარეწრებს.”

“სასაცილოა უგულავას საქციელი, სატირალი რომ არ იყოს! აქაოდა, აგერ ვარ და დამკითხეთ, ყველას მაგივრად მე დამსაჯეთო! მისმა ფანებმაც ტაშით ხელის გულები გადაიყვლიფეს, ნახეთ რა გმირი გვყავსო, მოკლედ დადგეს შოუ. ჰოდა,შევიდა ეს ჩვენი "გმირი" ვარსკვლავბიჭუნა სადაც ჯერ არს და გმირობაც ჩაიდინა-დუმილის უფლება გამოიყენა! ჰა!ჰა!ჰა! გმირობაც ამას ჰქვია! ყოჩაღ გიგი! სხვას არც ველოდით შენგან!”

2011 წლის 19 აპრილს, კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო თანამდებობიდან გადადგა და კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის ადგილი რაულ კასტროს დაუთმო. 1889 წლის 20 აპრილს ადოლფ ჰიტლერი დაიბადა. 2013 წლის 19 აპრილს, ამჟამად „უმცირესობაში“ მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველის გამზირზე მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციის ჩატარებას გეგმავს.

ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სიმბოლური თარიღების მიმართ განსაკუთრებული მიდრეკილება გააჩნია. ვერ გეტყვით „ნაციონალებმა“ მომავალი აქცია ფიდელ კასტროსა და ადოლფ ჰიტლერის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან თარიღებს თუ დაუკავშირეს, მაგრამ ფაქტია რომ ღონისძიება ორი თვით ადრე დააანონსეს.

ბატონებო, შოუ გრძელდება. ბოლო დღეებში 19 აპრილის შესახებ საკუთარი მოსაზრება არაერთმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა და ჟურნალისტმა გამოთქვა. ყველას აზრი ერთია, „ნაციონალებს“ რევანში სურთ და ამ მიზნისთვის ქვეყანაში მასობრივი დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ.

ჩემი პირადი აზრით, მათ მიტინგზე ხალხის დიდ რაოდენობას ვერ ვიხილავთ და თავად დარწმუნდებიან რომ ისტორიის სანაგვეს უნდა მიაშურონ. პირიქით, პოლიციას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, მათი უსაფრთხოება ბოლომდე რომ დაიცვას.

აგრესიისკენ არ მოგიწოდებთ, მაგრამ ბოლო დღეებში რამდენიმე ახლობლისგან უკვე მოვისმინე, რომ თბილისელთა ერთი ნაწილი 19 აპრილის დილით,  რუსთაველზე მისვლასა და მთავრობის სახლის წინ ცოცხების მასობრივად დაყრას აპირებს.

ორი დღის წინ ერთ-ერთ ფორუმზე გამოკითხვა ჩატარდა. კითხვაზე „წახვალთ თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე“ 986 ადამიანმა უპასუხა. 240 პიროვნება ამ ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს, 704 მისვლას კატეგორიულად არ გეგმავს, 42-მა კი თავი შეიკავა.

ამ მშრალი ციფრებიდან კარგად ჩანს თუ ამჟამინდელ „უმცირესობას“ ქვეყანაში რეალურად რა რეიტინგი გააჩნია.

დროდადრო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ფორუმებიდან ამოკრეფილ მოსაზრებებს გთავაზობთ და ამ ტრადიციას დღესაც არ დავარღვევ. ალბათ საინტერესოა ხალხის აზრი და რას ფიქრობენ ისინი 19 აპრილის „საპროტესტო“ თავყრილობაზე. ერთი ნამდვილად მენიშნა. ადამიანების დიდი ნაწილი ამ აქციას ერთგვარი იუმორით უყურებს და „ნაციონალებს“ ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

“ყვითელი ავტობუსები ისევ მოემსახურება დასწრების მსურველებს?“

“რამდენს იხდიან? სტადიონზე სჯობდა მოეწყოთ, ჩამოვჯდებოდით მაინც წალენჯიხის ავტობუსის ჩამოსვლამდე.”

“19 აპრილისთვის ივანიშვილი მოუწოდებს ხალხს და მხარდამჭერებს არავითარ შემთხვევაში არ მივიდნენ ამ შეკრებაზე და არ შევიდნენ კონფლიქტში მომიტინგეებთან. სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლები ორჯერ მეტნი იქნებიან ვიდრე მომიტინგე “ნაციონალები”. დღე ჩაივლის მშვიდობიანად და იქნება უამრავი მასალა ვასიკო ოდიშვილისთვის. მერე გათენდება 20 აპრილი და გავაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულებრივად”

“ნაციონალებო, ბელა ჩაოს ტექსტი იცით?.“

“წამოვალ და თან ცოცხებით მოვდივართ!!!”

“საინტერესოა როგორ აპირებენ ხალხის მიყვანას, მაგათ ერთადერთი მეთოდი ჰქონდათ ხალხის მიყვანის - საჯარო სამსახურებიდან და სკოლებიდან ხალხის ძალით, ცხვრებივით მირეკვა, ახლა ეგ აღარ გამოუვათ.”

“ეხლა თქვენ ირბინეთ. მინიმუმ 4 წელიწადი მოგიწევთ.”

“აქციაზე ჩიორა იგალობებს?”

“მინიმუმ 20 ათასი კაცი მაინც აგროვდება. კოორდინატორები, მათი მხარდამჭერები საჯარო სამსახურებიდან, პროამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები, გეი-ლესბი ორგანიზაციები და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ყოფილი ზონდერები. ზუგდიდიდანაც ჩამოიყვანენ ხალხს და ეგაა რა. დამავიწყდა, პატრიოტთა ბანაკში აღზრდილი ახალგაზრდობა გამომრჩა.”

“არ წავალ, მაგრამ დავაკვირდები ნაციონალების ქუჩის აქციებს, თუ  რამდენად გაართმევენ თავს. იმედი მაქვს არ გაგრეჩეხდებიან და გაბურჯანავდებიან და ერთი კვირით გზას არ ჩაკეტავენ. ასევე საინტერესოა რამდენი ადამიანის მობილიზებას შეძლებენ.”

“თქვენ რა ნამუსით უნდა მოაწყოთ აქცია. ხომ იქნებით ღირსები 26 მაისი მოგიწყოთ და თავები დაგიტეხოთ. ნამდვილად იქნებით.”

“ძალიან საინტერესო მოვლენები გველის აპრილში. ასევე მომიტინგეთა რიცხვი ძალიან საინტერესო იქნება, ეხლა მაინც ვეღარ იტყვის ვერავინ, რომ ნაცებმა იძულების წესით მოაგროვეს ხალხი.”

“რატომ გადაწყვიტეს საქართველოს პატრიოტებად წოდებული ის ნაწილი შეკრიბონ, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობის“ იმედი ჯერ კიდევ შერჩენიათ, თან ეს მოხდეს ჰიტლერის დაბადების წინა დღით?”

“აქციაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს - წავიდოდი, მაგრამ სპეკულიანტი სააკაშვილის აქციაზე არა თუ არ წავალ, არამედ გამოვხატავ ჩემს პროტესტს მის მიერ ამ თემის სპეკულირების გამო. ფსევდოევროპოფილები ბევრად უფრო საშიშნი არიან ვიდრე გულახდილი რუსეთუმეები, რადგან კეთილი ნიღბით ბოროტ საქმეებს ატრიალებენ.”

“ნაცებს უნდათ, რომ მათი მიტინგი მთავრობამ დაარბიოს და შემდეგ მიშამ ამ საბაბით მთავრობა გადააყენოს, მაგრამ იმას არ ფიქრობს შემდეგ რა მოხდება.”

“ნაცების მხრიდან ეს არის ტესტი, აქვთ თუ არა რესურსი რომ გააჩაღონ სამოქალაქო დაპირისპირება. ეხლა ყველა უნდა იყოს ფრთხილად და ფხიზლად. თითოეულ მოქალაქესთან საჭიროა ამ მესიჯის მიტანა, რომ აქ უნდათ არეულობა. რამდენჯერმე არ გამოუვიდათ. იმედია არც ეხლა გამოუვათ.”

“წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ თუ დაარბევენ ნაცებს სასტიკად და რომელიმე პარტიულ ჩინოვნიკსაც შემოდებენ სადმე სახურავზე, მეორე დღეს სისხლიან რუსთაველზე, ჩერგოლეიშვილივით სასეირნოდ კი არა, ამის გასაპროტესტებლად გავალ.”

“აქციის ორი თვით ადრე დაანონსება რაღა იყო ?”

“ერთი რკინის კასრიც ალალია მაგათზე,  დაერევიან ერთმანეთს, დაჭამენ და ვინც ბოლოს დარჩება ის იქნება ნამდვილი კაციჭამია ვირთაგვა ნაციონალი.”

“19 აპრილის მიტინგი არ გაიმართება, თვითონვე მოიგონებენ რაიმე მიზეზს და არ ჩაატარებენ.”

“დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მოგროვდება მთელი საქართველოდან და ამ  ათი ათასში ნახევარი ცოცხით მივა ნაცების გასამასპინძებლად.”

“ამაზე უაზრო მიტინგი არც კი დაგეგმილა საქართველოს ისტორიაში.”

“ნაცებო, რუსთაველზე უმოწყალოდ გვცემდით, გვესროდით, გვკლავდით და გვაინვალიდებდით წლების განმავლობაში და იქ მიტინგის ჩატარება გინდათ?“

“9 წლიანი სტაჟის მქონე ტუალეტის ქაღალდების გვერდით დგომას ნამდვილად არ ვაპირებ. მით უმეტეს, რომ თვითონაც არ იციან რას აპროტესტებენ.“

“იმედი მაქვს 19 აპრილამდე მიტინგის თავი აღარ ექნებათ. ძალიან დიდი იმედი  მაქვს.”

“19 აპრილის მიტინგზე აუცილებლად წავალ, ოღონდ რამდენიმე პირობით:

1. აქცია უნდა გაიმართოს არა რუსთაველზე, არამედ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე. 2. ძველი იპოდრომის ტერიტორია წინასწარ უნდა იქნას შემოღობილი 3. მეტრიანი ლითონის გისოსის მესერით. 4. ნებადართლი უნდა იქნას ყოველგვარი ცივი ბლაგვი იარაღის შეტანა ფარების და ჩუგლუგების ჩათვლით. 5. პოლიციის ქვეგანაყოფებმა მკაცრად აკონტროლონ სიტუაცია, რათა არ მოხდეს აკრძალული სახის იარაღის შეტანა, ასევე არ მოხდეს მომიტინგეების მიერ ოპონენტების შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა აქციის დაწყებამდე, ხოლო შემდეგ უკანმოუხედავად დატოვონ იპოდრომის ტერიტორია. 6. კარიბჭეები უნდა გაიღოს 11:00-ზე და ჩაიკეტოს 13:00-ზე აქციის დაწყებისთანავე, ხოლო შემდეგ მესერში გაშვებული უნდა იქნას მაღალი ძაბვის ელექტროდენი. 7. ელექტროდენის გათიშვა უნდა მოხდეს 18:00-ზე სასწრაფო დახმარების პერსონალის შესაშვებად და (სასწაულით) გადარჩენილთა გამოსატანად. 8. გადარჩენილებს უფასოდ დაურიგდეს ინვალიდის სავარძელი და დაენიშნოს უფასო კვება - ლუდი და ვობლა, ან ყავა და პეჩენია. 9. ნეიტრალებისთვის გამოყოფილი იქნას ადგილები იყალთოსა და საირმის გორებზე, როგორც საუკეთესო სეირის საყურებელი პუნქტები.”

“ისე, იპოდრომი მართლაც კარგი ვერსიაა, მანდ რომ შეიკრიბონ, მერე შემოვღობოთ და ჩავაბეტონოთ.“

“ტელევიზორში კარგი საყურებელი იქნება ვანო მეგაფონით.”

“იპოდრომის ტერიტორია ტყუილად უნდა გაცდეს. მაგის მეასედსაც ვერ გაავსებენ.  ამიტომ ჯობია გამოეყოთ ადგილი სადმე გლადნის ტბასთან.“