„ამას ჰქვია ქურდული ცნობიერება, მიიჩნევენ, რომ ხალხი არის ჰარიფი და რასაც ეტყვიან ის უნდა გააკეთონ, სიმართლეს მნიშვნელობა არ აქვს“

„ამას ჰქვია ქურდული ცნობიერება, მიიჩნევენ, რომ ხალხი არის ჰარიფი და რასაც ეტყვიან ის უნდა გააკეთონ, სიმართლეს მნიშვნელობა არ აქვს“

„ამოეწურება ამ არსებას თავისი უფლებამოსილების ვადა და მერე რას ვნახავთ? ვნახავთ ახალ ლომჯარიას“, – ასე აფასებს სახალხო დამცველს for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე. მისი შეფასებით, ნინო ლომჯარია წარმოადგენს ლიბერალური ნომენკლატურული ენჯოების ფლაგმანს, რომლებიც პირდაპირ საგარეო მართვის ინსტრუმენტები არიან. მანჯავიძე ამბობს, რომ ლომჯარიას ნებისმიერი განცხადება აღვივებს რელიგიურ კონფლიქტს, დგება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს.

for.ge სოსო მანჯავიძეესაუბრა.

სახალხო დამცველის არაობიექტურობა განსაკუთრებით გამოჩნდა დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ გამოძიებამ შესთავაზა საქმის მასალების გაცნობა, ნინო ლომჯარიამ საჭიროდ არ ჩათვალა საქმეს გაცნობოდა. ყოველგვარი არგუმენტების გარეშე დაასკვნა მელაშვილისა და ილიჩოვას უდანაშაულობა. ბატონო სოსო, როგორ შეიძლება შეფასდეს სახალხო დამცველის ასეთი არაობიექტურობა, სინამდვილეში ვის ინტერესებს ემსახურება ლომჯარია?

სოსო მანჯავიძე: ამ პერსონას რომ სახალხო დამცველი ჰქვია, ეს უკვე მიანიშნებს კომიკურ მდგომარეობაზე, რომელშიც ვიმყოფებით. მოდით, გავიხსენოთ ვინ არის ლომჯარია? როგორც მას შოთა გლურჯიძემ უწოდა, ეს არის – „სახალხოდ ნაცმცველი“. გასაგებია, რომ სახალხო დამცველის პერსონას რეკომენდაციას უწევს აშშ–ის საელჩო და ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ. მისი კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ რეკომენდაციის საფუძველზე დაამტკიცა. ბუნებრივია, ნინო ლომჯარია არ მოსწონებიათ.

სახალხო დამცველის პოსტი არის პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი. მოდარაჯე ძაღლია ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული, რომელიც იდეოლოგიურ ხაზს, ინსტრუქციებს აკონტროლებს, რომ ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულოს პოლიტიკური ცენტრის ინსტრუქციები. ლომჯარია ამისთვისაც არ ვარგა. ანუ, მისი პერსონა იმდენად კომიკური და დისკრედიტირებულია, იმდენად ვერ იცავს, ელემენტარულად, თუნდაც თამაშის წესებს, რომ დისკრედიტაციას უწევს თვითონ ამ ლიბერალური მართვის სქემას.

ამ მხრივ, რა თქმა უნდა, დადებით პერსონად მიმაჩნია, ვინაიდან მან მოახერხა და საერთოდ კომიკური გახადა სახალხო დამცველის პოსტიც და ის იდეოლოგიაც, რომლის დაცვაც ევალება. მიმაჩნია, რომ ეს კომიკური პერსონაჟი, აბსოლუტური გაუნათლებლობით და მიკერძოებულობით გამოირჩევა, ისეთ საქმეებს კიდებს ხელს. ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, არ მალავს პოლიტიკურ სიმპათიებს. ერთადერთი, რაზეც გამიზნულია მისი საქმიანობა, ეს არის ებრძოლოს ტრადიციულ ღირებულებებს, რელიგიას, ოჯახს და ა.შ. ასე ხედავს თავის ფუნქციას. რა თქმა უნდა, ამ პერსონასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე საუბარი მქონდა იმ ხალხთან, რომლებმაც მას ხმა მისცა, ასევე საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტთან.

ნინო ლომჯარიას კანდიდატურა მხარდაჭერილი იყო „ქართული ოცნების“ მიერ. როგორ ფიქრობთ, მაშინ არ იცოდა მმართველმა ძალამ, რომ ლომჯარია იქნებოდა პრობლემა? ისევ დავითგარეჯის საქმეს დავუბრუნდეთ – სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა და 2021 წლის 28 იანვარს, იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა. თუმცა, ამ სახალხო დამცველმა ვერ დაადგინა გარეჯელი ბერების უფლებების დარღვევა, როდესაც მელაშვილმა მათ ბრალი დასდო ურაპატრიოტიზმში. მისი არაობიექტურობა განსაკუთრებით იგრძნობა ამ საქმეში. რატომ?

– როდის ჰქონდა ობიექტურობა? - არასდროს არ ჰქონია და ამას არც მალავს. სახალხო დამცველის თანამდებობა შექმნილია იმისათვის, რომ ებრძოლონ სახელმწიფოებრიობას, მის სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ მხარს უჭერენ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას. როგორც კი დაინახავენ, რომ ზიანდება საქართველოს ინტერესები, გამოდიან სწორედ ამის ხელშესაწყობად. ავიღოთ ლომჯარიას ნებისმიერი განცხადება და პოზიცია - აღვივებს რელგიურ კონფლიქტს და დგება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს. ეს არის მისი სამუშაო.

ძირითადი სამიზნე არის ეკლესია...

– პირდაპირი სამიზნეა, ვინაიდან მართლმადიდებლობა არის უმრავლესობის რელიგია, ქართული სახელმწიფოს გამაძლიერებელი ინსტიტუტია და ბუნებრივია, რომ ამის წინააღმდეგია. მხარს უჭერს ყველაფერ იმას, რაც დაასუსტებს ეკლესიას, იქნება ეს კონფესიათა შორის კონფლიქტი, ასევე სხვადასხვა სექტების მხარდაჭერა, ხელშეწყობა, რომ მაქსიმალურად დაასუსტოს ეკლესიის როლო და პრესტიჟი საზოგადოებაში. ამაში იღებს ლომჯარია ფულს და ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ჩვენს ფულს იღებს. იმდენად თავხედი და ცინიკოსია, რომ ასეულობით ათას დოლარს ვიხდით ბიუჯეტიდან. ანუ, საკუთარ დასაკლავ დანას ჩვენ თვითონ ვლესავთ ჩვენივე ფულით. მეცინება, როცა „ქართული ოცნება“ იწყებს მის კრიტიკას.

უმრავლესობის ეს კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ეს გამორიცხავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას?

– არა, რა თქმა უნდა, ცხადია, მმართველი ძალაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნება“ ახორციელებს გარე მართვის მტრების ინსტრუქციებს. ჩვენი სახალხო დამცველი არის საგარეო მართვის სქემის ნაწილი. ეს სრულიად ავადმყოფური მართვის სქემაა, რომელიც მალე ჩამოიშლება. თვითონ მართვის ცენტრებშია უდიდესი პრობლემები, ეს ცალკე საკითხია.

ასე რომ, ლომჯარიას მოქმედებებზე გაკვირვება უკვე სასაცილოც არის. გასაგებია, რას იზამს, ყველა შემთხვევაში მხარს დაუჭერს საქართველოს სახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებს. სამწუხაროდ, ძალიან ცოტას აქვს წარმოდგენა, რა დონის მავნებლობის, ღრმად კონსპირირებულ და მომზადებულ მავნებლებთან და ქვეყნის მტრებთან გვაქვს საქმე.

სახალხო დამცველი ღიად უპირისპირდება ღირებულებებს და ღია კონფლიქტშია ხელისუფლებასთან, მაგრამ რაც მთავარია, ვერ ხედავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულს. გასაგებია, რომ მეორე ვადით არ აირჩევენ, მაგრამ როდესაც ქვეყანას ჰყავს ამ აზროვნების სახალხო დამცველი, ეს უკვე რამდენად პრობლემურია საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით?

– გასაგებია, რომ პრობლემურია, მაგრამ ამოეწურება ამ არსებას თავისი უფლებამოსილების ვადა და მერე რას ვნახავთ? ვნახავთ, ახალ ლომჯარიას. არ ვხედავთ რა ხდება? ლომჯარია არის მარტო პრობლემა? ლომჯარია წარმოადგენს ამ ლიბერალური ნომენკლატურული ენჯოების ფლაგმანს, რომლებიც პირდაპირ საგარეო მართვის ინსტრუმენტები არიან. ნახეთ, რა დღეშია გიგაური, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან აფილირებული მედია. ივერი მელაშვილი, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, გამოაცხადეს გმირად - ხედავთ, რა ხდება?!

როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია პარლამენტმა დაუთმოს დრო სახალხო დამცველს, რომელიც ამბობს, რომ მელაშვილი უდანაშაულოა და თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტს, გამოძიებას, მეცნიერებს და სასულიერო პირებს ბრალს სდებს, რომლებიც მტკიცებულებით ადასტურებენ მელაშვილი–ილიჩოვას დანაშაულს?

– რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა დანიშნოს მოსმენა, ეს აუცილებელიც არის. ლიბერალურ მედიას არ უნდა მიეცეს ამ საქმის მოგების საშუალება. აბსურდის თეატრში ვიმყოფებით როცა დადასტურებულ ფაქტებზე საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. პარლამენტში შეჭრას აპირებდნენ და მერე თქვეს, რომ არა, ჩვენ გასეირნება გვინდოდაო. იძახიან არჩევნები გაყალბდაო, გადავთვალოთ ბიულეტენებიო და ამას საჭიროდ არ თვლიან; ეუბნებიან, მოიტანეთ მტკიცებულებებიო, არ გვაქვსო, მაგრამ ამბობენ გაყალბდაო და ა.შ.

ამას ჰქვია ქურდული ცნობიერება. მიიჩნევენ, რომ ხალხი არის ჰარიფი და რასაც ეტყვიან ის უნდა გააკეთონ. სიმართლეს მნიშვნელობა არ აქვს. თავის ჭკუაში ესენი არიან ქურდები და სხვები არიან ჰარიფები. პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება იქცევა, როგორც ჰარიფი.

როგორც თქვენ ამბობთ, ეს ქურდული მენტალიტეტის მქონე პოლიტიკური ძალა გეგმავს ისევ ხელისუფლების სადავეების ხელში აღებას და ვხედავთ, რაც ხდება პოლიტიკურ ველზე...

– ქვეყანაში მოშლილია სახელისუფლებო ვერტიკალი, არ არის სახელმწიფოებრივი დისციპლინა. რადიკალიზმი კი არა, ეს დანაშაულებრივი მოქმედებებია, რომელსაც სახელმწიფო უნდა უპირისპირებდეს ლეგიტიმურ ძალას. ასევე, უნდა მოქმედებდეს მკაცრი შეზღუდვები - გამოხატვის თავისუფლება, არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში. ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა გინების, ლანძღვის და ცილისწამების თავისუფლება. ამათ მიაჩნიათ, რომ გამოხატივის თავისუფლება არის ოპონენტების ლანძღვა და გინება, ეს დაამკვიდრეს. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში არანაირი განვითარება არ იქნება. იქნება პერმანენტული დაძაბულობა, ქვეყნის დასუსტება. არანაირი ჯანსაღი აზრი, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური სახის რეფორმები ასეთ ვითარებაში არ განხორციელდება.

კი, ვხედავთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებს, იმის მაგივრად, რომ წინ წავსულვიყავით, ისევ ერთ ადგილზე ვართ. ერთადერთი, რასაც მივიღაწეთ ის არის, რომ სამშობლოს მოღალატეებს გმირებად გვიცხადებენ. თუ ასეთად აღიქვამენ დემოკრატიას და ასე აპირებენ ევროპის გაკვირვებას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ასეთი შეხედულებები. მაგრამ ქვეყანას რომ ცუდად უტრიალდება ასეთი გაუნათლებელი ადამიანების მსოფლმხედველობა, ამასაც ვხედავთ.

         

 

Katana „ამოეწურება ამ არსებას თავისი უფლებამოსილების ვადა და მერე რას ვნახავთ? ვნახავთ ახალ ლომჯარიას“
:)
ჰოო... ეკა გიგაური და ლადო მინაშვილიც კარგები იქნებიან, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ ბაია პატარაიას კანდიდატურას შემოგვთავაზებს დასავლეთი!
3 წლის უკან