„არ შეცვლიან თავის მოთხოვნებს და კარავში იჯდებიან, სხვა პერსპექტივა მათ ამ ქვეყანაში არ ექნებათ“

„არ შეცვლიან თავის მოთხოვნებს და კარავში იჯდებიან, სხვა პერსპექტივა მათ ამ ქვეყანაში არ ექნებათ“

გზავნილმა და გაფრთხილებამ ბრიუსელიდან, შესაძლოა, ოპოზიციის დღის წესრიგი და მოთხოვნები შეცვალოს. ევროკავშირის მაღალი დონის დიპლომატის ჟოზეფ ბორელის განცახდებას, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, რომლის მტკიცებულებად მან ეუთოს დასკვნა მოიყვანა, ოპოზიციისთვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა. ბორელმა მათ ასევე მოუწოდა, რომ პარლამენტის ბოიკოტირება შეწყვიტონ და პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენონ. ამიტომ ოპოზიციის ილუზია, რომ ევროკავშირი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოსთხოვდა, მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა, რომლითაც საკუთარ თავს იტყუებდნენ. ახლა კი, ჯერი ოპოზიციაზეა - ევროკავშირის წინააღმდეგ წასვლას რომელი პარტია გაბედავს.

„ეს მომენტი და ეს დრო არის გადამწყვეტი“, - ევროკავშირის გაფრთხილებით, ქართველ პოლიტიკურ მოთამაშეებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ.

თბილისში მყოფი შვედი დიპლომატი კრისტიან დენიელსონი კი ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებს ელოდება. ირაკლი ღარიბაშვილი, საერთო ჯამში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მესამედ უკვე ბრისუელში შეხვდა, მანამდე კი ჟოზეფ ბორელი იყო.

მინიშნება, რომ თემა ბრიუსელში წყდება დღეს, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებიდანაც გამოჩნდა, რომელიც ამბობს, რომ კრისტიან დანიელსონი მომდევნო დღეებში მაგიდაზე კონკრეტულ შეთავაზებას დადებს.

„ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი“, - ასე უპასუხა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ ჟურნალისტის კითხვას - არის, თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზის განსამუხტად გამოსავალი ვადამდელი არჩევნები? ჟოზეფ ბორელი საქართველოში პროცესების კონსტრუქციული წარმართვისთვის ყველა მხარეს საერთო ენის გამონახვისა და დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს.

ბორელის თქმით, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი არ არის სასარგებლო დემოკრატიისთვის, ყველა პარტიას ვთხოვ, დააყენონ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე და იპოვონ კომპრომისი. ბორელის განცხადებით, საქართველოში ყველა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა განიხილოს შექმნილი სიტუაციის შედეგები.

საქართველოს ხელისუფლება ვადამდელი არჩვენების ჩატარებას რომ არ გეგმავს, პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ თქვა პრემიერ-მინისტრმა და იქვე გასცა პასუხი კითხვას პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაზე. პრემიერ-მინისტრმა, მაღალი რანგის ევროპელ პარტნიორებს, საქართველოს ამბიციური განაცხადის შესახებაც შეახსენა და პირობა დადო, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის საქართველო, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეუფერხებლად შეასრულებს.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგში შეთანხმება ახლოსაა, რადგან მას არ ჰგონია, რომ ვინმემ ამის საწინააღმდეგო ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და ფიქრობს, რომ მთელი ამ მოლაპარაკების ბოლო, უნდა იყოს დიალოგის ყველა მონაწილის პარლამენტში შესვლა.

„რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის ამ მოლაპარაკების მაგიდასთან გამარჯვების საკითხი. რომელი მხარეც ამ საკითხს თავის სასარგებლოდ გადაწყვეტს, ის თვლის, რომ გამარჯვებული გამოვა ამ მოლაპარაკებიდან. ჩვენთვის, რიგგარეშე არჩევნები მთავარი არასოდეს არ ყოფილა და ჩვენ ყოველთვის ველოდებოდით ევროკავშირის და ორგანიზაციების დასკვნებს და შესაბამისად, მოგვწონს თუ არა ეს დასკვნები, ჩვენ მას უნდა ვენდოთ.

ჩვენ ვიყავით სასაცილო მდგომარეობაში 2 თვის განმავლობაში, როდესაც ვამბობდით, რომ შერიგება უნდა მოხდეს. ბოლო პერიოდში ყველა მხრიდან ეს გვესმის. მე სიყვარულს არ ვგულისხმობ, რომ ვიღაცას ვიღაცა უნდა შეუყვარდეს, უბრალოდ, უნდა დაასრულონ ბრძოლა და გადავიდნენ სხვა რეჟიმში. ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ სწორედ ამ მიზნით.

მე ვფიქრობ, რომ მთელი ამ მოლაპარაკების დასრულება უნდა იყოს ყველა მონაწილის პარლამენტში შესვლა და თუ ვინმე არ შევა, პასუხისმგებლობას აიღებს. მე მგონი, კითხვაც აღარ ისმება, შეთანხმება ახლოსაა, იმიტომ რომ მე არა მგონია, ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს და ევროკავშირის შემოთავაზებულ წესებზე უარი თქვას“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შესათანხმებელ დოკუმენტის შინაარსზე, რომელზეც მხარეები მედიატორთან ერთად მუშაობენ, კონკრეტულად ვერ ისაუბრებს, თუმცა დოკუმენტში იქნება საკითხი, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.

„დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო რეფორმას, შინაარსს ვერ გეუბნებით, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება. თუ ვინმე არღვევს შეთანხმებას, არღვევს ღარიბაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პირდაპირ, 2024 წელს იქნება არჩევნები ყოველგვარი სავარაუდო რიგგარეშე არჩევნების გარეშე. ეს არის ტყუილი, ეს არ არის სწორი. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. თქვენ თვითონ დაინახავთ, რომ ამ დოკუმენტში იქნება საკითხი, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებს, მასთან მისასვლელ გზას. როგორი იქნება ეს გზა, რანაირად დავიწყებთ ამაზე მუშაობას, ეს კიდევ რამდენიმე დღის საგანია.

ეს ბოლო ორი დღე აჩვენებს, რომ მთავარი პრობლემა ამ შეთანხმებისა იყო „ქართული ოცნება“. არის თუ არა დღეს, ამას ვნახავთ ჩვენ ხვალ, შეხვედრაზე. ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო დოკუმენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ჩვენი პოზიციების დაფიქსირება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი დიპლომატის ჟოზეფ მორელის განცხადებაში მითითება იყო, რომ ხელისუფლებამ პროგრესისკენ ნაბიჯები უკვე გადადგა და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. აბაშიძე ამბობს, რომ ეუთო/ოდირის და „აირაის“ მიერ გამოქვეყნებული დასკვნების შემდეგ, ფაქტია, რომ ევროკავშირს არჩვენების ლეგიტიმურბასთან დაკავშირებით სხვა კითხვები აღარ ებადება. ანალიტიკოსის თქმით, ნათელაშვილის ოფისში შეკრებილები რომ ნაციოანლების ტელეეთერებიდან რაღაცეებს ითხოვენ, ამას არც ევროპელებისთვის და არც ამერიკელებისთვის არანაირი აზრი არა აქვს.

„პროცესი წინ უნდა დაიძრას და კონსტრუქციულ ოპოზიციასთან მოლაპარაკება უნდა შედგეს. მთავარია, ისინი ახლა ნაციონალების გავლენიდან გათავისუფლდნენ. მთელმა საზოგადოებამ ნახა ბრიუსელიდან რა გზავნილები იყო. არანაირი რიგგარეშე არჩევნებზე და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ არის. ესაა შიდა პროცესი, რომელიც ჩვენ თავადვე უნდა გადავწყვიტოთ.

 აქედან გამომდინარე, ნარატივები, რაც ამდენი ხანია „ნაციოანლური მოძრაობისგან“ ისმის, რომ ევროპიდან და ამერიკიდან სანქციები იქნება, ეს არის სრული სიცრუე. ამით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ, მაგრამ თავად საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ერთი აქტორიც კი არ არის ვინც ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ეს გზავნილი აღარ ჭრის, ამიტომაც ოპოზიციამ პოლიტიკური ფირფიტა უნდა შეცვალოს“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, პრაგმატულად მოაზროვნე ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელსაც ასე საჯაროდ ევროპიდან სილა გააწნეს, პარლამენტში უნდა შევიდეს. აბაშიძის თქმით, თუ ოპოზიციონერი დეპუტატები თავის უფლებამოვალეობას არ აღასრულებენ, ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური თვითლიკვიდაციის გზას დაადგნენ. ჩვენი რესპოდენტი ამბობს, რომ თბილისში მყოფი დანიელსონი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს ელოდებოდა, რადგანაც ევროპიდან მას გარკვეული რეკომენდაციები უნდა მიეღო. საქართველოში მყოფი დიპლომატი დოკუმენტის შედგენის პროცესში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის დედაქალაქიდან წამოსული რეკომენდაციებით იხელმძღვანელებს. ფაქტია, რომ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ იქნება.

ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არც ერთი ევროპარლამენტარი არ ამბობს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ამიტომაც გაუგებარია რატომ ჰქონდა ოპოზიციას მოლდინი, რომ ბრიუსელში ამას ვინმე იტყოდა? მით უფრო, როცა ეუთო/ოდირის და „აირაის“ დასკვნები გამოქვეყნდა, ეს კი ევროკავშირისთვის ყველაზე სანდო ორგანიზაციებია. ამიტომაც არჩევნების გაყალბებას არავინ არსად არ დაიჯერებს. ბოჟაძე ამბობს, რომ ევროკავშირიდან გაკეთებული განცახდებების შემდეგ, ოპოზიციამ დღის წესრიგი უნდა შეცვალოს და საკუთარ მოთხოვნებს გადახედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დასავლეთის მხადაჭერას სრულად დაკარგავენ და მათი პოლიტიკური მომავალი გაუგებარი გახდება.

„დანიშნო რიგგარეშე არჩევნები იმიტომ, რომ ეს ვიღაცას უნდა, დასავლეთი თავის პარტნიორებთან ასე არ ურთიერთობს. ევროკავშირმა პირდაპირ აღიარა, რომ საქართველო რეგიონში მათ მთავარი პარტნიორია და მითითებებით ჩვენს ხელისუფლებას არავინ დაელაპარაკება. რა თქმა უნდა, მთელი პოლიტიკური სურათი ოპოზიციისთვის უნდა შეიცვალოს და საპარალმენტო ცხოვრებაში უნდა ჩაერთონ.

ამ განცხადებების შემდეგ, ოპოზიციას მოუწვეს, რომ პარალმენტში შევიდეს და საკუთარი მოვალეობა შეასრულოს. ძალიან სამწაუხაროა, როცა „ნაციოანლურ მოძრაობაშიც“ არიან მაღალი რანგის დიპლომატები და არ ესმით ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რა წერია. არ შეცვლიან თავის მოთხოვნებს და კარავში იჯდებიან, სხვა პერსპექტივა მათ ამ ქვეყანაში არ ექნებათ. საბოლოოდ გაირკვევა, რომ ამ ადამიანებს დასავლეთთან არაფერი აკავშირებთ და ისინი ღიად რუსულ თამაშს თამაშობენ. მათი მიზანია, რომ ქვეყანაში ქაოსი და დაპირისპირება იყოს. ეს კი მხოლოდ რუსეთს აწყობს“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პატარა პარტიებმა პარალმენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღონ. ბოჟაძე ამბობს, რომ ნაციოანლების მთავარი მიზანია, პროცესები ქუჩაში ვითარდებოდეს და 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერი დაწეული არ იყოს. ამიტომ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღონ, ეს კი, დასავლეთის პოზიციით ახსნან. ხოლო ამ პატარა პარტიებმა ერთ პარტიად გაერთიანების შემდეგ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

 

არაგველი641 მდააა! ნაცბოზბანდას დედა ეტირა !?
3 წლის უკან
არაგველი641 მდააა! ნაცბოზბანდას დედა ეტირა !?
3 წლის უკან
Maverick დედაც, მამაც, ცოლებიც, ქმრებიც, ქმრების ქმრებიც, ცოლების ცოლებიც ეტირა!

განსაკუთრებით მამა-მარჩენალი ქინძი დაიქინძა და მსოფლიოს მასშტაბით დაენძრა!!!
3 წლის უკან
trampi კლდიაშვილის ,,ბაკულას ღორები,, რომააა სპექტაკლი---- შემიშინე მეზობლებიო...ეს ეხლა ისე გამოვიდა .
ისე კი ეს ნაცები მაინც არ მოისვენებენ...პარლამენტში კი არა კურორტზე რომ გააგზავნო, მაინც
....იასნია ამათი მიზანი ----..ამათ ქართველი ხალხის სისხლი სწყურიათ, ქართველი ხალხის სისხლი, მანამდე ესენი ვერ მოისვენებენ
..მე მაგალითად ჩავატარებდი არჩევნებს და მერე თუ კიდევ ვინმე ოდნავ მაინც გაიფაჩუნებდა გაიფაჩუნებდა, მერე უკვე უკლებლივ ყველას ციხეში ჩავყრიდი.
კატალონიიის უფროსობა 9 კაცი დაიჭირეს..........................................ესენი აღარ გაუკვირდებათ
3 წლის უკან
trampi ისე ამათ ეტყობათ ბოლო ბოლო ინგლისური ისწავლეს
მოკლედ გააამართლა ამ დებილებისთვის ინგლისური ენის მასწავლებლების გაგზავნამ.....
3 წლის უკან
trampi მიხეილ სააკაშვილი:
ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია
17 მარტი, 2021



ვაააა........თქვა აი... თქვაააა ....... პირდაპირ თქვა.---- მე მინდა დირექტორობაო.....
არადა ოპოზიცია ამბობდა ----- არა, როგორ გეკადრებათ, მიშა რა შუაშიაო
აგე თუ არააა შუაში........
მოკლედ ეს ოპოზიციას(ესე იგი არც საქართველოს ) არავითარ შემთხვევაში არ გაახარებს, ყველაზე აქვს ზაპისები...... ყველაზე-----ქინძაობაზეც და მაყუთის მოტეხვებზეც.....
3 წლის უკან