ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჩჟონმა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები გააკრიტიკა.
„რჩევა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რომელიც ოკეანის გადაღმიდან ჩვენს მიწაზე დენთის სუნის გავრცელებას ცდილობს. აშშ-ს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად ძილი თუ სურს, უკეთესი იქნება, პირველი ნაბიჯებით მყრალი სუნი არ დააყენონ“, - განაცხადა კიმ იო ჩჟონმა.
კიმ ჩენ ინის დამ ასევე აღნიშნა, რომ „სამხრეთ კორეამ თბილი მიდგომის ნაცვლად, ომისა და კრიზისის გზა აირჩია“.
„თუ ეს მიდგომა უფრო პროვოკაციული გახდება, განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ“, - ნათქვამია კიმ იო ჩჟონის განცხადებაში.