ფარული ჩანაწერების თემა, განსაკუთრებით მწვავედ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დადგა. პირველი ფარული ჩანაწერი „ქართული ოცნების“ ქვეყნის სათავეში მოსვლიდან მალევე გამოქვეყნდა, რამაც ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თანამდებობა შეიწირა და მასთან ერთად მმართველი გუნდის რეპუტაციასაც დიდი დარტყმა მიაყენა, რომელმაც საკმაოდ აქტიურად დაიწყო მისი წინამორბედი ხელისუფლების მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების განადგურება.
ფაქტია, ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობითა და მერყევი, არამდგრადი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურების სამიზნე და მოქმედების ობიექტია, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მტრულად განწყობილი ქვეყნების გარდა, საქართველოში ასევე საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების სპეც–სამსახურებიც. გარდა ქართული სპეცსამსახურებისა, კიდევ ვის შეუძლია აწარმოოს ფარული მიყურადება და შემდეგ ამ ჩანაწერების პოლიტიკური პროცესების სამართავად გამოყენება? და მაინც, ვის შეეძლო ფარული მიყურადება ეწარმოებინა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მაღალჩინოსნებზე? იმის მიუხედავად, რომ არაერთი ვერსია უკვე მოვისმინეთ, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს თემა სამუდამოდ გაურკვეველი დარჩება, ხოლო ის, თუ რა პერიოდშია ჩანაწერები გაკეთებული, ეს საკითხი მმართველ გუნდის შიდა სამზარეულოში უკვე გარკვეულია. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც წესი, ხელისუფლება ამჯერადაც თავის მართლების რეჟიმში ჩადგა, მართალია, ბერა ივანიშვილის ინტერვიუმ ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი, თუმცა იყო ბევრი შეუსაბამოებაც, რაც თავისთავად კიდევ მეტ კითხვებს აჩენს.
For.ge შეეცადა გაერკვია, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, მაგალითად ის, თუ ვინ შეიძლება აწარმოებდეს ფარულ მიყურადებას გარდა ქართული სპეცსამსახურებისა და ყველაზე მთავარი - ვისზე იყო ეს ჩანაწერი გათვლილი და შეასრულა თუ არა თავისი ფუნქცია. ასევე, რა უნდა ვიცოდეთ ფარულ მიყურადებებზე, რათა ნებისმიერი ჩვენგანი არ გახდეს თუნდაც უნებლიე მსხვერპლი და ბოლოს, მანამ ქართული სახელმწიფოსა და სპეცსამსახურების კომპეტენციაში შევიტანთ ეჭვს, გავარკვიოთ, ხომ არ არის ეს გლობალური პრობლემა და რამდენად ხშირად ხდება მსგავსი რამ სხვა თუნდაც დემოკრატიულ ქვეყნებში. ჩვენს კითხვებს, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბესო ალადაშვილი პასუხობს:
ბესო ალადაშვილი: საზოგადოების ინტერესი ამ თემისადმი ყოველთვის დიდი იყო, არის და იქნება. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი, ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერის გამო აგორებული სკანდალია. საეჭვოა, სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენის პრობლემები ამით დამთავრდეს, შიდა და საგარეო პოლიტიკური მოვლენების დაძაბვის კვალობაზე, ახალ ფარულ ჩანაწერებს უნდა ველოდოთ. ფაქტია, რომ ეს საკითხი უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს პრობლემადაა ქცეული. უსმენენ ყველას: ცოლებს, ქმრებს, შვილებს, საყვარლებსა და საყვარლის საყვარლებს, ბიზნესკონკურენტებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას - მოკლედ, მტერ-მოყვარეს. განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ უსმენს და - როგორ? მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სპეცსამსახურები კრიმინალთან და ჯაშუშებთან საბრძოლველად ოპერატიულ ტექნიკას იყენებენ. სხვა საკითხია, კანონიერად ხდება თუ არა ამ ტექნიკის გამოყენება. ამიტომ უნდა გავაცალკევოთ კანონიერი და უკანონო ფარული მოსმენების შემთხვევები. რამდენი მოთამაშეა „ფარული მოსმენების მოედანზე“? - დღეისათვის ამ „მოედანზე“ ერთადერთი კანონიერი და ოფიციალური მოთამაშე სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებია. სასამართლოს ან პროკურატურის სანქციით მოსმენის უფლება აქვთ ადგილობრივ სამართალდამცავებსა და სპეცსამსახურებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ფარული მოქმედებების გარეშე არ არსებობს. დღეისათვის კანონიერი ფარული მოსმენების ასევე, სხვა ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებას არეგულირებს საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“. ამ კანონში ჩამოთვლილია ის სახელმწიფო სტრუქტურები (სპეციალური სამსახურები), რომელთაც აქვთ ამგვარი საქმიანობის ჩატარების უფლება. გაწერილია შესაბამისი პროცედურებიც. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი ცნობები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. კანონმდებლობით, ასევე, გაწერილია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმები. კარდინალურად განსხვავებული მდგომარეობაა, თუ უკანონო ფარულ მოსმენებს განვიხილავთ. ამ შემთხვევაში უკანონო გზებითა და საშუალებებით ინფორმაციის მიღების სურვილი შემდეგ მოთამაშეებს შეიძლება ჰქონდეთ: ადგილობრივ სპეცსამსახურებს, ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურს, კონკურენტ პოლიტიკურ პარტიებს და პარტიის შიგნით - კონკურენტებს.
„ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ბატონობს სხვებზე“, - ესაა ჭეშმარიტება, რომელსაც ყავლი არ გასდის და ინფორმაციის მოპოვების ცდუნება იმდენად დიდია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, ტერორისტებისა და ნარკომაფიის ორგანიზაციების წევრობასა და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებთან ერთად, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებსაც დიდი სიამოვნებით უსმენენ.
1990-იანი წლების დასაწყისში დიდი სკანდალი „გასკდა“, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა: აღმოჩნდა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები, პირველ რიგში კი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, წლების მანძილზე ტოტალურად უსმენდა მოკავშირე ქვეყნების ყველა მნიშვნელოვან ორგანიზაციას, რისთვისაც მოქმედებდა საიდუმლო პროგრამა კოდური სახელწოდებით - „ეშელონი“. თუმცა არსებობს პოზიტიური მაგალითებიც. კერძოდ, ნორვეგიის კრიმინალური პოლიცია მრავალი წელია, წარმატებით იყენებს მობილური ტელეფონების კონტროლს დანაშაულის გასახსნელად. ბევრი ცრუ ალიბი დამსხვრეულა მობილურიდან განხორციელებული ზარების გადამოწმებით. ამ ოპერაციების უკეთ ორგანიზებისათვის ნორვეგიის კრიმინალურ პოლიციაში შეიქმნა სპეც-ჯგუფი - პოლიციელთა და მობილური კავშირის ექსპერტთა შემადგენლობით. XX საუკუნის ბოლომდე ფარული სატელეფონო მოსმენები, ძირითადად, საქალაქო ქსელის ტელეფონებიდან ხორციელდებოდა. ამ დროს სამი არჩევანი იყო: სატელეფონო სადგურიდანვე ჩართვა, სატელეფონო კაბელზე ფარული მიერთება და სპეცმოწყობილობის დამონტაჟება და ბოლოს - თვით ტელეფონის აპარატში „ჟუჩოკის“ ჩადგმა. ყველა ამ მეთოდის თავისებურება ისაა, რომ ტექნიკურად მაინც შესაძლებელია სატელეფონო ხაზზე ან კაბელზე მექანიკური მიერთების აღმოჩენა. საბჭოთა კავშირის დროს კა-გე-ბე და შსს უსმენდნენ ყველას და თუ კრემლის სანქცია იყო, თვით რესპუბლიკებისა და ოლქების პირველ პირებსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ პარტიული მუშაკის მოსმენა იკრძალებოდა, თუ ის მეგობრობდა ბაზრის დირექტორთან, ცნობილ მეცნიერთან ან მსახიობ ქალბატონთან, მაშინ კა-გე-ბე ერთ ხერხს იყენებდა - ის მოსმენაზე რთავდა არა უშუალოდ ოპერატიული დაინტერესების ობიექტს, არამედ - მის სამეგობროსა და სანათესაოს, რომელთანაც ობიექტს სისტემატური სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა. ამ მეთოდით, ბუნებრივია, ადრე თუ გვიან, ამ პარტიულ მუშაკზეც დაიდებოდა კომპრომატი, რომელსაც საჭირო დროს აუფრიალებდნენ ცხვირწინ. სავარაუდოდ, ასევეა დღესაც. არაა აუცილებელი, მაინცდამაინც პირადად პარლამენტის ან მთავრობის წევრის ტელეფონი აიყვანონ მოსმენაზე, სავსებით საკმარისია მოუსმინონ მის ახლო წრეს და კომპრომატიც ხელთ ექნებათ. ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, სატელეფონო მოსმენები ძალზე გაიოლდა. მობილური ტელეფონების შექმნის დღიდან სატელეფონო მოსმენები ყოველდღიურად ადვილდება. მობილურიდან გასული ან შესული ზარების მეშვეობით იოლია მფლობელის ადგილმდებარეობის დადგენა, ხოლო თვით საუბრის მოსმენას სპეციალური, საკმაოდ ძვირადღირებული აპარატურა სჭირდება. თუმცა ამ სახის ოპერაციის ჩატარება ტექნიკურად და ორგანიზაციულად საკმაოდ ადვილია ოპერატორი კომპანიების მონაწილეობით. თვით კომპანიები კი სპეცოპერაციებში მონაწილეობისაგან არანაირ სიხარულს, ბუნებრივია, არ განიცდიან. პირიქით, ამ ამბების გახმაურება მათ პრესტიჟს სერიოზულ ზიანს აყენებს. თუმცა ზოგჯერ კანონის დარღვევის ცდუნება თავად ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიას აქვს.
2002 წლის შემოდგომაზე ფინეთში დიდი სკანდალი გამოიწვია ცნობამ იმის შესახებ, რომ ცნობილი ტელესაკომუნიკაციო ფირმა „სონერას“ (შემდეგში „ჯეოსელის“ ერთ-ერთი მფლობელი) მაღალი რანგის მენეჯერები ფარულად უსმენდნენ როგორც კონკურენტებს, ასევე - საკუთარ თანამშრომლებსაც. უნდა ითქვას, რომ არც დღეს ვართ სრულიად დაცული მსგავსი დანაშაულისგან. თუმცა არის კიდევ ერთი პრობლემა - ხომ არ ხდება ფიჭური ოპერატორების მონაცემთა ბაზებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევა? როგორც ბევრი მაგალითი გვიჩვენებს, სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ხშირად ვერ უძლებს ცთუნებას და ჯაშუშებისა და კრიმინალური სამყაროს ნაცვლად პოლიტიკურ ოპოზიციასა და ჟურნალისტებს (ასევე, მათი ოჯახის წევრებსაც) მოსმენაზე რთავს. რამდენიმე წლის წინ მაკედონიაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ამ ქვეყნის შსს-ს ყოფილი მინისტრის - დოსტა დიმოვსკაიას მიმართ. პროკურატურის ბრალდებით, წლების მანძილზე მისი ბრძანებით უკანონოდ ისმინებოდა ოპოზიციური პარტიების, ცნობილი ჟურნალისტების, ბიზნესმენების და დიპლომატიური კორპუსის სულ, დაახლოებით, 100 პირის მობილური ტელეფონი.
თავის დროზე „ვარდოსანმა“ ძალოვნებმა საქართველოში უამრავი ჩინური წარმოების მოსასმენი სპეცტექნიკა შემოყარეს და, როგორც ამბობდნენ, მთელ საქართველოს უსმენდნენ. მაგრამ ტექნიკურად, უბრალოდ, შეუძლებელია, რომ ყველას მუდმივად მოუსმინო. უპირატესობა ენიჭებოდა პოლიტიკური (მათ შორის იყვნენ საკუთარი პარტიის ლიდერები და აქტიური წევრები), ეკონომიკური, საზოგადოებრივი და რელიგიური წრეების უკანონო ფარულ მიყურადებას. პერიოდული ფარული მოსმენების კონტიგენტი კი იცვლებოდა კონკრეტული დავალების შესაბამისად. დღეს ამ ჟურნალისტს, პოლიტიკოსს, მსახიობს და ა.შ. უსმენდნენ და ხშირად, ფარულ ვიდეოჩანაწერსაც აკეთებდნენ, გააჩნია, თუ რა დავალება წამოვიდოდა „ზემოდან“.
„ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში უკანონო ფარული ჩანაწერები და მათი მონტაჟის საფუძველზე აგებული „ტელეშოუები“ ლამის ერთადერთი მტკიცებულება იყო სასამართლო პროცესებზე. საერთოდ, ოპერატიული ტექნიკა სახიფათო „სათამაშოა“. ხშირად, ჩვენი სპეცსამსახურები და ძალოვანი უწყებები კომპრომატებს ერთმანეთზე აგროვებდნენ. ყველა ოპერატიულ დანაყოფს ჰქონდა თავისი ოპერატიული ტექნიკა და ისინი წლების განმავლობაში, პირადი ინტერესებისა და კლანური დაპირისპირებისთვის გამოიყენებოდა. არაა გამორიცხული, ეს დღესაც გრძელდებოდეს და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის რესურსი რეალური მტრების ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იხარჯებოდეს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებსაც თავისუფლად შეუძლიათ, რაშიც სამწუხაროდ, ჩვენი კონტრდაზვერვის „ასები“ ხელს ვერ უშლიან. დამტკიცებული ფაქტია, რომ ყველა ქვეყნის საელჩო და დიპლომატიური მისია აღჭურვილია რადიოელექტრონული დაზვერვის თანამედროვე აპარატურით და ცდილობს, მისთვის საინტერესო სატელეფონო ზარები აკონტროლოს და ისე მოახდინოს „მართვადი ქაოსის“ რომელიმე სცენარის ოპერატიული კოორდინირება. სატელეფონო საუბრების მოსმენა უფრო ადვილია, ვიდრე სახლსა თუ სამუშაო კაბინეტში მოსასმენი ტექნიკის დამონტაჟება. არსებობს პორტატიული მოწყობილობები, რითაც, სავსებით შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა. ამგვარი მოსასმენი აპარატურის ფასი მერყეობს რამდენიმე ათასი დოლარიდან ასეულ ათასობით დოლარამდე. ეს პორტატიული მოსასმენი ტექნიკა შეიძლება ჰქონდეთ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებსაც. შეუძლიათ თუ არა მათ ფარული მოსმენა? შეუძლიათ და ამის მაგალითიც მრავალია. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს გარანტია, რომ ზემოჩამოთვლილი „მოთამაშეები“ უკანონოდ არ ახორციელებდნენ ფარულ მოსმენებს. ამიტომ კანონმდებლობით კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს საზოგადოებრივი კონტროლი სპეცსამსახურების როგორც მთელ საქმიანობაზე, ასევე - განსაკუთრებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კანონიერებაზე. თუმცა ნუ ჩავვარდებით ეიფორიაში და ნუ გვეგონება, რომ ყველაფერი უცებ შეიცვლება.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გვისმენენ? რეალურად ამას მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, როდესაც წინ დაგვხვდება ჩვენივე ნასაუბრები. საჯარო მოსამსახურეებმა (საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის მიხედვით), პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა, ჟურნალისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ დღეს გლობალურ მსოფლიოში უკანონო ფარული მოსმენებისგან თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება შემდეგია: ნაკლები ისაუბრეთ ტელეფონით კონფიდენციალურ თემებზე და იქნებით დაცული.
ბოლო ფარული ჩანაწერი, აქამდე გამოქვეყნებული ჩანაწერებისგან ფიგურანტებიდან გამომდინარე განსხვავებულია. როგორც მოვისმინეთ ჩანაწერებიდან, გარკვეული საკითხების მოგვარებას ცდილობს ბერა ივანიშვილის დაცვა. როგორ დაინახეთ ეს შემთხვევა, მოქმედებს თუ არა დაცვა მისი უფლებამოსილების ფარგლებში, რა ვალდებულებები აქვს დაცვის სამსახურს და ხომ არ გასცდა ის კომპეტენციის ფარგლებს?
- ჩვენ ვსაუბრობთ კერძო დაცვის სამსახურზე და ბუნებრივია, ის თავისი დებულებით მოქმედებს. ის ფუნქცია, რომ მან რაღაც სადამსჯელო ზომები ჩაატაროს, ბუნებრივია, იკრძალება. მას აქვს ვალდებულება მოახდინოს დანაშაულის პრევენცია, დაიცვას ობიექტი, ეს იქნება შენობა–ნაგებობა თუ ფიზიკური პირი. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს უკვე სცილდება დაცვის სამსახურის კომპეტენციას, გაატაროს თუნდაც აღმზრდელობითი მუშაობა. მან მის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა გადასცეს შესაბამის სტრუქტურას, მიეცეს ამას კანონის ძალა და დაიწყოს მოკვლევა. ასე რომ, დაცვის სამსახურის კომპეტენცია არ არის საქმეების გარჩევა. ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ თუ ძალას გადავამეტებთ, არაპროპორციულ ძალას გამოვიყენებთ, მაგალითად ვიღაც სიტყვით გვემუქრება და ჩვენ იარაღას ვესვრით, ეს უკვე ძალის გადამეტებაა. ამიტომაცა, სამართალდამცავი სისტემები უნდა ჩაერთოს ასეთ შემთხვევებში.
დავუშვათ, ეს ჩანაწერები არის გაკეთებული 2017 წელს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, რა დროსაც ღარიბაშვილი უკვე აღარ არის თანამდებობაზე, საინტერესოა, რომელ მინისტრს უნდა დაერეკა მისთვის? აქვე ფიგურირებს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის გვარიც. მიანიშნებს თუ არა ეს სახელმწიფო ინსტიტუციების სისუსტეზე, რომ ქვეყნის მართვაში ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ანუ, მართვის ეფექტიანობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ მმართველი გუნდი ვერ ფლობს სიტუაციას და ვისაც როგორ და, რა დროსაც უნდა იმ დროს მოუსმენს თანამდებობის პირებს და შემდეგ სიტუაციისდა შესაბამისად გამოიყენებს ამ ჩანაწერს?
– ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩაწერის თარიღის დადგენა. თუ ღარიბაშვილი იმ დროს იყო პრემიერ–მინისტრი, ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის უდიდესი დარტყმა. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ასეთი რამ ხდება არა მარტო საქართველოში, ცოტა ხნის წინ, სერბეთის პრეზიდენტის ფარული მოსმენების ჩანაწერები გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ თვითონ, პრეზიდენტს, თავისივე ქვეყნის, შინაგან საქმეთა სამინისტო უსმენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პროდასავლური კურსი, მე არ გამოვრიცხავ, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის შიგნითაც არის ძალიან ბევრი შენიღბული, იგივე პრორუსული კურსის მომხრე, ეს იქნება აგენტურა თუ რუსეთის მიმართ სიმპათიით განწყობილი ხალხი. ფაქტია, რომ ასეთი ძალები არიან, მაგრამ რა დოზით, რომელ სტრუქტურებში და რა თანამდებობები უკავიათ, ეს უკვე ჩვენმა კონტრდაზვერვამ უნდა იცოდეს.
ითქვა, რომ იკვეთება რუსული კვალი, ამ დროს ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება პრორუსულია, ეს უკვე ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიაა, თუმცა მაინც დავსვათ კითხვა, რა ინტერესი ჰქონდა ამ შემთხვევაში რუსეთს?
– ბუნებრივია, რომ ეს პროცესი მართულია. ხშირად ამბობენ, რომ თუ ეს ჩანაწერები იყო, რატომ არ გამოიყენეს, ახლა მოხდა ამ რამდენიმე საუბრის შეერთება და აგორდა ეს თემა. ასევე, შეიძლება ეს ხელს აძლევდეს ოპოზიციას, შეიძლება თვითონ „ქართული ოცნების“ პარტიის შიგნით არის რაღაცა სხვა მიმდინარეობები და გარკვეული დაპირისპირება. ქვეყანაში რაც უფრო მაღალი იქნება პოლიტიკური ტემპერატურა, ეს ხელს აძლევს რუსეთს, ეს არის მართვადი ქაოსი. როდესაც შენ მართავ ორივე მხარეს, გყავს შენი ხალხი, ტემპერატურას როცა გინდა აუწევ, ფაქტობრივად, ეს არის შეურიგებელი პროცესი და ამ ყველაფერს მარტივად მართავ. სამწუხაროდ, კულისებს მიღმა მთელი პოლიტიკური სპექტრი ასე იმართება. ფაქტობრივად, ეს ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო ეროვნული მოძრაობა, ძალიან ხშირია ქვეყნის პროცესებში არამეგობარი ქვეყნების ჩარევა.
მაშინ როგორ ფიქრობთ, ვინ იყო ამ ჩანაწერების სამიზნე, ვისზე იყო გათვლილი და შეასრულა თუ არა თავისი ფუნქცია?
– მე არ ვიცი რამდენად ეფექტიანი იქნება გამოძიება, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს დიდი იმედი. გახსოვთ თქვენ ფარული მოსმენების ბევრი ასეთი საქმე ყოფილა აღძრული, მაგრამ შედეგი ძალიან მცირეა. ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, რა პერიოდშია საუბრები ჩაწერილი. ამის დადგენა როგორ მოხდება, მე არ ვიცი, რადგანაც მხარე, ვინც ეს ჩანაწერები გააკეთა, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჟურნალისტს აქვს უფლება, წყარო არ დაასახელოს, ეს გასაგებია, ასე ჩვენ ვერასოდეს ვერ მივხვდებით ეს ვისგან მოდის, მაგრამ ვინ იყო დარტყმის მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამიზნე იყო ირაკლი ღარიბაშვილი, აქედან გამომდინარე ივანიშვილების ოჯახი და, ზოგადად, „ქართული ოცნება“ .
ამაზე დიდი ცირკი გინახიააათ ან გაგიგიააათ მაიინც??------- მგელი რომ ცხვრის უფლებებზე დაიწყებს ზრუნვას....
(მიშასი არ იყოს--ეხლა რომ ხალხის ჯავრით ლამის კვდება)
მოკლედ ხაზარაძე რომ თავისი კლიენტების უფლებებს დაიცავს და ხალხს სახლებიდან პანტიპუნტით აღარ გადმოყრის
გჯერააათ ეხლა ეგ თქვეეენ?????
ნამდვილი ამბავი
ძმაკაცს კრედიტი ჰქონდა მაგათგან აღებული....შვიდი წელი ყოველთვე პატიოსნად იხდიდა(რაღაც ბიზნესისი ამბებზე ჰქონდა 10 წლიანი ხელშეკრულება)
ამ შემოდგომაზე ნოემბერ--დეკემბერში ინფაქტი გადაიტანა, ძლივს გადარჩა ....დეკემბერში გამოვიდა თუ არა სავადმყოფოდან, მერე კორონა დაეტაკა, ესეც ძლივს გადაიტანა, ძაან მძიმედ იყო.... მოკლედ სააახალწლოდ ძლივს გამოეწერა სავადმყოფოებიდან ...........თან იანვარში სავადმყოფოს მერე
სახლში იწვა, კორონამ ფილტვებზე ცუდი გართულება დაუტოვა....
თებერვალში ტბს-ში დაიბარეს და ეუბნებიან--- ორი თვეა დავალიანება არ გადაგიხდია, პროცენტებიც დაემატა და ვსოოვო (დეკემბერ--იანვრის)....... თქვენთან ხელშეკრულებას ვწყვეთ, ან ფული ან სულიო....................ანუ ჰჰეეეჩოო..........ანუ ეგ ობიექტი ჩვენი იქნებაო.... ....
ეს კაცი ეუბნება........ ასე,.. ასე..... ორი თვე სავადმყოფოებში ვწევარ ძლივს გადავრჩი, აი ცნობები...აი ისე, აი ასე .....მთელი ამბები .. ცოტა მადროვეთო , თან ხომ ხო ხედავთ ეხლა ყველაფერი გაჩერებულიაო, მადროვეთო......... ასეო.... ისეო .........
.....ეგენი ჩვენ არ გვაინტერესებს...ფული მოიტა აქ, თუ არადა მორჩა კინო ........ აუქციონიო
ელაპარაკა ერთხელ......... ორჯერ......არაფერი გამოვიდა
თან ამ წლების მანძილზე ამ კაცს ეს კრედიტი ლარის კურსთან დაკავშირებით, რამდენჯერმე აუპროცენტ-აუხარისხეს.......
ეს კაცი მაინც მუნჯივით იხდიდა....
არადა ამ კაცს ეს თავისი ვალი(ძირი) წლების მანძილზე სინამდვილეში გადახდილიც კი აქვს
და რამდენი ასეთი ჰყავს გაუბედურებული მაგ ჩათლახ ხაზარაძეს ? ----ასობით
კი ფული უნდა მოიგოს...მაგის ხელობა ეგააა მაგრამ....... მაგრამ ხალხი ცხრაჯერ გააატყავეო ეგ არ დაუბარებიათ....
და თან რო იძახის 50 დოლარით დავიწყე ბიზნესიო........ისემც მაგისი ეგრე და იგრე....
და ეგააა ხალხის კეთილდღეობისთვიის მებრძოლი ოპოზიციონერიი?? ---------სირცხვილი ჩუნეეეს??...... უნამუსობას საზღვარი არა ჰქონია
უბრალოდ ეგ მიშას ყვერებითა ყავს გამოჭერილი და იმიტომ იტყაპუნებს ჯიგარზე ხელს, თორე მაგისგან ხალხზე ზრუნვა არ გაიშვას..
მოკლედ დარწმუნებული ვარ მაგის მაყურებელი ეშმაკებიც კი სირცხვილით წითლდებიან.. თან მგონი ერთმანეთს ეუბნებიან კიდეც----- მაგარი მოსწავლე გამოგვივიდა, მაგარი მოსწავლეო,..... ჩვენ რიგებში ღირსეული ადგილი მივუჩინოთ---ეკუთვნისო ...
მაგას ჰგონია რო არ მოკვდება და ფულების წყალობით უკვდავი იქნება
როკფელერი მაგაზე ძაან, ძაან ბევრჯერ მდიდარი კაცი იყო, სიკვდილიც არ უნდოდა, მაგრამ.......... 96 წლის მაინც მოკვდა........
აგე ... წიკლაური.......ფინანსურად ღარიბი წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ იმის სახელი საქართველოს ისტორიაში დიდი ასოებით დარჩება...
მაგისი??
რომელი სჯობია??
ისე კაი ხანია აქ ამხელა პოსტი აღარ დამიდია....ბოდიში ყველასთან
უბრალოდ მაგათ საქციელზე ძაან გავბრაზებული ვარ და იმიტომ