რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მოქმედება დადებითად შეაფასეს.
„მხარეებმა აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა განუხრელად ხდება, ხოლო სიტუაცია რეგიონში სტაბილური და მშვიდია“, - ნათქვამია განცხადებაში.
2020 წლის 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.