შეხვედრა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრთან

შეხვედრა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრთან

ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ბერძენ კოლეგას პანოს პანაგიოტოპულოსს შეხვდა.

მხრეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრებმა ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის საკითხები განიხილეს.

დღესვე, ირაკლი ალასანია ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრას დაესწრო.