აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის პოსტზე მერიკ გარლანდის კანდიდატურა დაამტკიცა. მერიკ გარლანდის კანდიდატურას მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 30 სენატორი წინააღმდეგ წავიდა.
მერიკ გარლანდი კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის წევრია.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მერიკ გარლანდის კანდიდატურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მომსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა „რესპუბლიკელებმა“ მას მხარი არ დაუჭირეს.