ეკვატორულ გვინეაში სამხედრო საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინციდენტის შედეგად, 615 ადამიანი დაშავდა. აქედან 299 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.
ინციდენტი 7 მარტს, ქალაქ ბატაში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე მოხდა. ეკვატორული გვინეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო ბაზაზე აფეთქება დაუდევრობის ბრალია.