„მოწმეების დაკითხვა აბსოლუტურად ბუნდოვან გარემოში მიმდინარეობს“

„მოწმეების დაკითხვა აბსოლუტურად ბუნდოვან გარემოში მიმდინარეობს“

ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წარმოებული ათდღიანი კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსესუს ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის მიზეზებს, საკუთარი ინტერპრეტაციით, უმცირესობა და უმრავლესობა ახმოვანებს.

უმრავლესობის განმარტებით, კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა, შეთანხმების რეალიზაციაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო მომენტში, წამოჭრილ სხვა საკითხზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმასა და შინაარსზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო უარი განაცხადა.

უმცირესობის მტკიცებით კი, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ლიდერების დონეზე, იმუნიტეტს არავინ ითხოვს, თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ფორმით დაკავშირებული პირების დაკითხვებზე ტარება უნდა შეწყდეს.

მხარეების მცდელობის მიუხედავად, მოლაპარაკებები რატომ დასრულდა შედეგის გარეშე, for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, კონსულტაციების პროცესში ჩართულ პირს, პავლე კუბლაშვილს ესაუბრა:

რატომ ვერ მიაღწიეთ კონსესუს?

- საუბარი იყო არა მხოლოდ, კონსტიტუციაში ამა თუ იმ ნორმის შეცვლაზე, არამედ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. წარმოუდგენელია, კონსტიტუციურ რეგულაციებზე ვისაუბროთ და გვერდი კონსტიტუციური ნორმების მიღებას ავუაროთ. პარლამენტის წევრებზე, მათი ოჯახის წევრებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივისტებსა და ჩვენს მხრადამჭერებზე ტოტალური ზეწოლა მიმდინარეობს, ათასობით ადამიანს დაკითხვაზე იბარებენ, ასევე ათასობით ადამიანს პროკურატურასთან და ფინანსურ პოლიცასთან შეხება აქვს, რაც ნორმალური პროცესი არ არის და ამის გათვალისწინებით, რაიმე შედეგამდე ვერ მივედით. ერთი მხრივ, კონსტიტუციური ნორმების ცვლილება მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ის გარემოც, სადაც კონსტიტუციური ცვლილებების მიღება უნდა მოხდეს. ბატონმა უსუფაშვილი ძალიან ბევრს ეცადა, რომ კონკრეტულ შედეგებამდე მივსულიყავით, მაგრამ ეს მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა. მან კი, ჩვენი მისამართით მცირედი საყვედური თქვა, რომ ბოლო მომენტში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საუბარი საყოველთაო ამნისტიაზე დაიწყოო.  

საყოველთაო ამნისტია არ მოითხოვეთ? კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ, რას  ითხოვდით?

- რამდენიმე საკითხს ვაყენებდით. კერძოდ, ვითხოვდით, რომ საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიული მანქანის შეჩერება მოხდეს, რომელიც ბოლო პერიოდში გააქტიურდა. როცა კონსტიტუციურ ცვლილებებზე საუბარი დავიწყეთ, ეს საკითხი, თავად პარლამენტის თავმჯდომარემ წამოჭრა. როდესაც, საუბრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას ყველაფრისგან გათავისუფლებას ითხოვდა, ეს არ არის სწორი, რადგან ჩვენ არ გვითქვამს, რომ რაიმე სახით, ამნისტიას ძალადობრივ დანაშაულებზე ვითხოვდით, რომელსაც შესაძლოა, ადგილი ცალკეულ შემთხვევებში ჰქონოდა. არცერთი დანაშაული გამოუვლენელი და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ამას გარდა, საყოველთაოობა იმას არ გულისხმობს, რომ ეს ყველაფერი შეხებოდა მინისტრებს, პოლიტიკური თანანმდებობის პირებს, თბილისის არჩეულ მერს, უშიშროების საბჭოს მდივანს დ ა.შ. ჩვენი მხრიდან, ეს საკითხი არ დასმულა. ჩვენი ბოლო შეთავაზება იმაში მდგომარეობდა, რომ ამნისტია არცერთ მაღალი თანანმდებობის პირს არ უნდა შეხებოდა, მაგრამ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, მოწმეების დაკითხვა სასამართლოში უნდა მომხდარიყო, რაც ლოგიკური პროცესია, რადგან მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოწმეების დაკითხვა აბსოლუტურად ბუნდოვან გარემოში მიმდინარეობს.

ბუნდოვან გარემოშირას გულისხმობთ?

ბუნდოვან გარემოს სიტყვა-სიტყვით არ ვგულისხმობ, არამედ იმას ვამბობს, რომ მოწმეებისგან ჩვენებების მიღება ზეწოლის ქვეშ ხდება.

თქვენ აპელირებთ ზეწოლაზე, შანტაჟსა და მუქარაზე. თუმცა, რატომ არ ასახელებთ კონკრეტულ ფაქტებს და კონკრეტულ პირებს, რომელთაც თქვენს მხარდამჭერებზე ზეწოლა განხორციელეს?

- როდესაც, ათასობით ადამიანი დაკითხვაზე მხოლოდ იმის გამო არის დაბარებული, რომ ის ამა თუ იმ სამსახურში მუშაობდა, ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო, ეს რა არის? ლიდერები ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ნებისმიერი სახის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაგვეკისროს, მაგრამ ჩვენი პარტიის უბრალო წევრებსა და მხარდამჭერებს ნუ დასჯით.  

თუ დაკითხვაზე კონკრეტულ პირებს არ დაიბარებენ, გამოძიება პოლიტიკური თანანმდებობის პირთა ბრალეულობას როგორ დაადგენს?

- გამოჩნდა, რომ ათასობით ადამიანს დაკითხვაზე იმ მიზნით კი არ იბარებენ, რომ საქმეებთან მათი შემხებლიანობა აინტერესებთ, არამედ ამ ადამიანებს აშინებენ, რომ თუ ჩვენებებს არ მისცემენ, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივ  დევნას დაიწყებენ. ეს არის მთავარი იარაღი.

კონკრეტულად, რომელ საქმეზე დაკითხეს  ათასობით ადამიანი?

- მაგალითად, მერიასთან და  ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით.

თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, პროკურატურა აცხადებს, რომსამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამისფარგლებში, დასაქმებულ პირთა ნაწილს არანაირი სამუშაო არ შეუსრულებია და თანხანაციონალური მოძრაობისმხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისათვის მიიღეს. სულ, ასეთ პიროვნებებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან  5 მილიონ 240 ათასზე მეტი ლარი გადაირიცხა. ამ საქმის გამორკვევის მიზნით, ადამიანები არ უნდა დაეკითხათ

- ამ პროგრამით, ადამიანების დასაქმება კანონის დადგენილი წესით ხდებოდა. ამაზე კი, კუდების მობმა და კორუფციული გარიგებების  სქემის ძებნა უხერხულია.

უმრავლესობასაჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებკანონპროექტს ამზადებს, თუმცა, სანამ პროექტის ინიცირება მოხდება, მხარეებს შორის კონსულტაციები გაგრძელდება?

- რას აპირებენ, ვერ გეტყვით, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სურთ, რომ ეს ცვლილებები რიგით მოხელეებსა და განყოფილებების უფროსებზე გაავრცელონ და ამის პარალელურად, პროკურატურაში ათასობით ადამიანი დაიბარონ. იმედია მაქვს, რომ ამ საკითხებზე, მოლაპარაკებების გაგრძელების საშუალება გვექნება, მაგრამ ჩვენს მხარდამჭერებზე დევნა უნდა შეწყდეს.