„ზოგჯერ ცუდი მეგობარი საშიში ხდება ხოლმე, ჟიგიმანტას პავილიონისს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მთავარი არენა, არეოპაგი, აგორა საქართველოს პარლამენტია“

„ზოგჯერ ცუდი მეგობარი საშიში ხდება ხოლმე, ჟიგიმანტას პავილიონისს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მთავარი არენა, არეოპაგი, აგორა საქართველოს პარლამენტია“

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციას ყველაზე დიდ ქომაგად ჟიგიმანტას პავილიონისი გამოუჩნდა. „ქართული ოცნების“ მომხრეებში ამან გაუგებრობა გამოიწვია, ზოგიერთმა ისიც კი იფიქრა, ლიეტუვა ზედმეტად ხომ არ ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში.

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები უაღრესად მკვეთრი იყო, სავარაუდოდ, მან რუსეთში მომხდარ ნავალნის დაკავებას გაუტოლა მელიას „აყვანის ოპერაცია“ და ნატოსა და ევროკავშირის კარებიც „დაუხშო“ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ოპონენტების „დევნის“ გამო.

„არ გქონდეთ იმედი, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო ნატოსა და ევროკავშირში შეხვალთ“; „გავიღვიძოთ, დემოკრატიას თავს ესხმიან, ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს“, - ასეთი იყო ჟიგიმანტას პავილიონისის გზავნილები.

როგორც ირკვევა, ეს ადამიანი 2008 წელს ქუჩაში გასულა თავის შვილებთან ერთად, რათა გაეპროტესტებინა რუსეთის თავდასხმა საქართველოზე. იგი იხსენებს, რომ ეს იყო ყველაზე დიდი ეროვნული დემონსტრაცია ლიეტუვაში დამოუკიდებლობისთვის გამართული მათი დემონსტრაციების შემდეგ, რადგან ბალტიისპირელებს ჰქონდათ განცდა, რომ მათ თავისუფლებას უტევდნენ.

პავილიონისის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ტელეიმედმა“. მათი ცნობით, ლიეტუველი დეპუტატი პავილიონისი სტამბოლიდან თბილისში სააკაშვილმა გამოაცილა და ამ შეხვედრის არაერთი თვითმხილველი ყოფილა. თავად პავილიონისმა სააკაშვილთან შეხვედრაზე საუბარი არ ისურვა.

რატომ აქტიურობს ოპოზიციის სასარგებლოდ ჟიგიმანტას პავილიონისი, რით აიხსნება მისი ცალმხრივობა - ინფორმაციის ნაკლებობით, თუ პირადი დაინტერესებით?

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს არ უკვირს, რომ ლიეტუვას, როგორც ქვეყანას, შესაძლოა, განსაკუთრებული გრძნობები ჰქონდეს საქართველოს მიმართ და ეს დასაფასებელია. ლატვა და ესტონეთი უფრო ჩუმადაა, მართალია, ისინიც ბალტიელები არიან, მაგრამ ლიტველებს ცოტა სხვა ტემპერამენტი აქვთ.

„მე მათ ვიცნობ, ვყოფილვარ ლიეტუვაში და კარგად ვიცი, რომ ისინი სხვანაირი ტემპერამენტის ხალხია. თუმცა ზოგჯერ ცუდი მეგობარი საშიში ხდება ხოლმე. პავილიონისიც ცუდი მეგობრის როლშია, ცალსახად ერთ მხარესაა, არავითარი მედიატორი ის არ არის, პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ და ოპოზიციის ლობისტი და მხარდამჭერია. შესაძლოა, ეს სააკაშვილთან შეხვედრითაც იყოს განპირობებული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკური კორუფციის გამო იქცევა ასე, თუ გულწრფელი მოტივაციით. ცხადია, უფრო მძიმეა, თუ მისი ქმედება კორუფციის შედეგია. ეს ადამიანი რატომღაც მედიატორობას იჩემებს მაშინ, როცა მხარეა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

მისი თქმით, ლიეტუვა, როგორც სახელმწიფო, ცხადია, ასე არ მოიქცევა და არ მიბაძავს პავილიონისს, მაგრამ მედიატორობასაც ნაკლებად აქვს აზრი დღევანდელ სიტუაციაში. ჩვენმა მეგობრებმა, პარტნიორებმა, რომლებიც გულწრფელად არიან მეგობრები და ეს არც არის სადავო, უნდა გააცნობიერონ, რომ, როცა ოპოზიცია ასეთ ექსტრემისტულ ხასიათს ამჟღავნებს, მათთან მედიაცია წარმოუდგენელია და მედიაციის მცდელობა ისევ ნაცების წისქვილზე დაასხამს წყალს. ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ქვეყანა ჭკუიდან გადავიდეს. ამიტომ, დავით ზარდიაშვილის აზრით, პავილიონისს შუამავლობისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე მთავარი არენა, არეოპაგი, აგორა საქართველოს პარლამენტია. ნაცები იმთავითვე უარს ამბობენ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, როცა პარლამენტში არ შედიან და ამ დროს მოლაპარაკების რომელ რაუნდებს ითხოვენ?!

„პავილიონისს შეხვდნენ კიდეც „ქართული ოცნებიდან“, მას ესაუბრა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ყველა მხარე, მათ შორის, ფასილიტატორებიც გაიძახიან, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ამ მოლაპარაკებებსაც ხომ თავისი ადგილი, დრამატურგია და სივრცე აქვს? როცა ეს სივრცე არ არსებობს, როცა არ შედიან პარლამენტში და ლაპარაკზე ამბობენ უარს, როცა იძახიან, ჩვენ თქვენ პარლამენტს არ შეგაქმნევინებთ და არავითარი პოლიტიკური მოლაპარაკებები არ იქნება, სანამ ჩვენ არ მოვალთ უმრავლესობაშიო, ამას ჰქვია ექსტრემიზმი. ექსტრემისტებთან და ტერორისტებთან კი მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ, ესაა ნებისმიერი ქვეყნის მარტივი წესი“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი ფიქრობს, რომქართული ოცნების“ უნარი დიპლომატიურ ფრონტზე თავისი ინტერესები გაიტანოს, ნაკლებად ეფექტურია. ცხადია, რაც უფრო რთული ამოცანა აქვს მმართველ გუნდს, მით უფრო რთულია საკუთარი სიმართლის სხვისთვის დაჯერება. ძალიან ძნელია, ამერიკელებს, ინგლისელებს, ფრანგებს აუხსნა, რომ შეიძლება შევარდე ოპოზიციური პარტიის ოფისში და დააკავო პარტიის ლიდერი, იმიტომ კი არა, რომ თეორიულად შეუძლებელია, ოპოზიციის ლიდერი დამნაშავე არ იყოს, უბრალოდ, ამას სერიოზული მიზეზი სჭირდება და ეს არ უნდა ხდებოდეს გაქანებული პოლიტიკური კრიზისის დროს. მკვლელი და ქურდი რომ იყოს, ხომ დაიჭერდნენ ოპოზიციის ლიდერს და პრობლემა არ იქნებოდა? ამიტომ ისეთი ბრალდება უნდა იყოს, რომელზეც კითხვა არავის გაუჩნდება. მინიმუმ, თუკი ასეთი მტკიცებულებები ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, ჯერ დიპლომატები უნდა დაერწმუნებინა და მერე დაეჭირა ნიკა მელია და არა ისე, რომ ჯერ დავიჭერ და მერე ვნახავთ, რა გამოვა.

„რაც შეეხება ლიეტუვას წარმომადგენელს და სხვა დიპლომატებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მცდარია აზრი, რომ ეს ხალხი უნდა გავაჩუმოთ. არავინ არ უნდა გავაჩუმოთ, ის ხალხი ჩვენზე ზრუნავს, შეიძლება, ჩვენ არ მოგვწონს, როგორც ზრუნავენ ჩვენზე და ვფიქრობთ, რომ ვიღაცის სასარგებლო პოზიციას იკავებენ, მაგრამ ეს ხალხი რუსეთს ხომ არ წარმოადგენს? მათ უნდათ, დაინახონ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. წარმოიდგინეთ, რამხელა გამარჯვება იქნება „ქართული ოცნებისთვის“, რომ, თუ, სიტყვაზე, ლიეტუვას წარმომადგენელი მიშა სააკაშვილის მეგობარია და ამიტომ იცავს „ნაცმოძრაობას“, საბოლოო ჯამში, ისიც დაეთანხმოს „ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიციის საერთო შეთანხმებას. ჩხუბი არ არის საჭირო, ჩხუბს იწყებ მაშინ, როცა სუსტი ხარ და არგუმენტი არ გაქვს, ამიტომ აჯობებს, დიპლომატიურ ასპარეზზე „ქართული ოცნება“ უფრო აქტიური იყოს, მეტ ინტელექტუალურ არგუმენტს მიმართოს და ნაკლებ ძალას“,- აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი for.ge- სთან საუბრისას.

                                            

 

trampi ესენი არიან ჩლუნგები,......... ჩლუნგები, ჩლუნგები და კიდევ ჩლუნგები......................ან უფრო უარესი------ ჩათლახები!!! (მგონი ესეა)
ეტყობა ამ ,,მეგობრებისთვის,, პასუხის გასაცემად ამათ საჭირო ინგლისური არ იციან , ამიტომ ამ საქმის გამოსასწორებლად გადავწყვიტე ამერიკა---ინგლისიდან ჩამოვუყვანო მე ამათ მაღალი დონის ინგლისური ენის სპეციალისტები, თანაც ოპტომ (ვიღებ ამ დიდ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე) იქნებ ამ დებილებმა მერე მაინც გასცენ საჭირო პასუხი მიშას ამ მეგობრებს
.(ისე მიშას მიერ ჩამოყვანილ მასწავლებლებს ნაღდად აჯობებენ)
ამათ საელჩოებიც კი ვერ დაულაგებიათ ამ მართლა დებილებს..... არადა ყველა ამას ეუბნებათ ------ მიხედეთ საელჩოებს, მიხედეთო
,,მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც ბევრჯერ მტერიაო,, ......თითქოს და რუსი არა გვყოფნიდა
ბიძოს რატო ლანძღავოოოო.....
აბა ესენი რომ თავიააანთი სიჩლუნგე--ჩათლახობით ყოველდღე გულებს გვიხეთქავენ, ის კაიაააა??მე ესენი აღარც გავლანძღოოო ?? მაგის დასმულები არიან ეს ჩლუნგები!!! საჭირო, დალაგებული და არგუმეტირებული პასუხის გაცემის ტრაკიც კი არა ააქვთ ამათ...
კი...ბევრი ბევრი გაააკეთა, მაგრამ ესე რა გამოვიდა?/.........ფურმა იწველა იწველა, ჰკრა წიხლი და დაღვარაო -----ეხლა ლამის ესე გამოვიდეს
ერთხელ ორჯერ, ერთხელ ორჯერ ........იწილო ბიწილო, იწილო ბიწილო........ ამან თქვა, იმან თქვა, იმან თქვა, ამან თქვა....
სუ დროშა და... დროშა და ..... დროშა..... ქვეყანა არავის არ ახსოვს!!!
კაი რაააა...... როდემდე???....... ბიჯოოოს!!
3 წლის უკან