ინგრედიენტები
2 ნაჭერი ქერქმოცლილი ხორბლის პური
50 გრამი ფიჭვის კაკალი
4 ცალი კანგაცლილი ორაგულის ფილე
მარილი და ახლადდაფქული პილპილი
ზეითუნის ზეთი
100 გრამი გარჩეული მწვანე ლობიო
1 შეკვრა გათლილი სტაფილო
1 ცალი ლიმონის ცედრა
1/4 ჭიქა დაჭრილი ახალი პიტნა
ლიმონის ნაჭრები მოსართავად
მომზადება
მოათავსეთ პური სამზარეულოს კომბაინში და ურიეთ, სანამ მეტ–ნაკლებად არ დაქუცმაცდება.
დიდ ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე წვით ფიჭვის კაკლები მოყავისფრო შეფერილობის მიღებამდე. დაამატეთ პურის ნამცეცები და წვით ოქროსფერის მიღებამდე. გადაიტანეთ თასში.
ორაგულს მოასხურეთ ზეითუნის ზეთი და შეანელეთ მარილითა და პილპილით. ტაფაზე თითოეულ მხარეს 3–4 წუთით წვით.
მდუღარე წყალში ჩაყარეთ ლობიო და სტაფილო და გააჩერეთ 3–4 წუთით, დარბილებამდე.
შეურიეთ ლიმონის ცედრა და პიტნა პურის ნამცეცებს. გაანაწილეთ ბოსტნეული თეფშებზე. დააწყეთ მასზე ორაგული და პურის ნაზავი. მორთეთ ლიმონის ნაჭრებით.