რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ კროპივნიცკში მდებარე სამხედრო-სასწავლო ცენტრის დაბომბვის შედეგად ათზე მეტი უცხოელი მოხალისე დაიღუპა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა 21 ივლისს მოხდა, თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. The New York Times-ს სამი თვითმხილველი უყვება, რომ რუსებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს კუთვნილი სასწავლო ცენტრი დაბომბეს.
დაშავებულთა შორის არიან მოქალაქეები დანიიდან, კოლუმბიიდან, აშშ-დან, ტაივანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასწავლო ბანაკი იმ დროს დაიბომბა, როცა რეკრუტები სადილობდნენ. ერთ-ერთი თვითმხილველმა მოჰყვა, რომ დაბომბვის შემდეგ მან სასადილოსთან 15 გარდაცვლილი და დაახლოებით 100 დაჭრილი ნახა. მისი თქმით, იერიშამდე განგაშის სიგნალი არ ჩართულა, ხოლო დაბომბვის შემდეგ სასადილოში პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო აღჭურვილობა არ აღმოჩნდა.