აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარეებს დათმობაზე წასვლა მოუწევთ.
ჰეგსეტი უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიების გაცვლას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ სამშვიდობო შეთანხმებით არცერთი მხარე არ დარჩება კმაყოფილი.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ალასკაში 15 აგვისტოს დაგეგმილ ტრამპი-პუტინის შეხვედრაში მონაწილეობა არ გამორიცხა.
„ვლადიმერ პუტინი სერიოზულად არ აღიქვამდა ჯო ბაიდენს. დონალდ ტრამპმა ვითარება შეცვალა. მან შექმნა პირობები ომის მოლაპარაკებების გზით დასასრულებლად. ეს მისი თავდაპირველი მიზანი იყო. საკმაოდ კომპლექსური ბრძოლის ველია. პუტინი არ წამოვიდოდა მოლაპარაკებაზე ზეწოლა რომ არ ეგრძნო. ვფიქრობ, შანსი არსებობს, მაგრამ, შესაძლებელია, მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლას შეეხოს. მხარეებს დათმობებზე წასვლა მოუწევთ. არცერთი მხარე არ დარჩება კმაყოფილი“, - თქვა ჰეგსეტმა.