გორის სამხედრო ჰოსპიტალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჰოსპიტალის ადმინისტრაციას და მედპერსონალს ახალი დირექტორი, ირაკლი კურცხალია წარუდგინა.
ირაკლი ალასანიამ ჰოსპიტალში ISAF-ის პროგრამაში მონაწილე ის ქართველი ჯარისკაცებიც მოინახულა, რომლებიც ავღანეთში დაიჭრნენ. დღესვე, თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი იაგო კაკულია და ერეკლე ხარშილაძე მედლებით "საბრძოლო იარისთვის" დააჯილდოვა.