„გვახსოვს გახარიას ნათქვამი „ნაცმოძრაობის“ მიმართ - „მე თქვენ დაგამთავრებთ“, - ფაქტია, ვერ დაამთავრა

„გვახსოვს გახარიას ნათქვამი „ნაცმოძრაობის“ მიმართ - „მე თქვენ დაგამთავრებთ“, - ფაქტია, ვერ დაამთავრა

„გიორგი გახარიას გამო „ქართული ოცნება“ უცბად აღმოჩნდა მოწყვლად სიტუაციაში და ოპოზიციამ, რომელიც ყველანაირად ჩიხში იყო შესული საერთაშორისო თუ ადგილობრივი კუთხით, უცბად გამხნევდა, ვხედავთ უკვე, რა განცხადებებსაც აკეთებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ღარიბაშვილი, თუ გახარია - რომელი უფრო ანგარიშგასაწევი ფიგურაა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდშინაცმოძრაობა“ კვლავაც მოუთოკავი აღმოჩნდა, ისინი მელიას დაცვის საბაბით გამაგრდნენნაცმოძრაობის“ ოფისში და ახალგაზრდები ფარად აიფარეს. ღარიბაშვილის ხელმეორედ გამოჩენა პრემიერის პოსტზე „ნაცების“ ფსიქოლოგიური გარდატეხვისთვისაა გამიზნული ?

- გახსოვთ გახარიას ნათქვამი პარლამენტში გამოსვლისას „ნაცმოძრაობის“ მიმართ - „მე თქვენ დაგამთავრებთ“, - ფაქტია, მან ვერ დაამთავრა „ნაცმოძრაობა“. თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ გადააყენეს პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან, რომ ის ზედმეტად ხისტი იყო „ნაცმოძრაობის“ მიმართ და „ქართული ოცნების“ კოალიციაში მყოფ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ეს არ მოეწონა, დააბეზღეს დასავლეთთან და ბიძინა ივანიშვილი აიძულეს, ის გადაეყენებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდნენ კოალიციის დატოვებით. ირაკლი ღარიბაშვილი არის ის ფიგურა, რომელიც ყველანაირად შემოწმებული, გადამოწმებულია „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ერთგულების კუთხით, მისგან ასეთი სიურპრიზები არ არის მოსალოდნელი, როგორც გახარიამ შესთავაზა „ოცნებას“. თუმცა იყო თუ არა მისი გადადგომა სიურპრიზი, ჩვენ არ ვიცით, რადგან მისი გადადგომის რეალურ მიზეზებს, ალბათ, მოგვიანებით გავიგებთ. თქვენს კითხვაზე, გახარია, თუ ღარიბაშვილი, ალბათ, უფრო ღარიბაშვილი.

თქვენ გაიხსენეთ გიორგი გახარიას ნათქვამინაცმოძრაობის“ მიმართმაგრამ, ამავდროულად, ჩვენ გვახსოვს გახარიას მეორე ნათქვამიც -პარლამენტში ნაცმოძრაობის გარეშე მოსაწყენია“... რა გარანტიაა, რომ ის ძალები, რომლებმაც ერთხელ უკვე დააბეზღეს დასავლეთთან ირაკლი ღარიბაშვილი, ახლაც იმავეს არ გააკეთებენ და ისევ არ მოუწევსოცნებას“ მისი ჩამოშორება პრემიერობიდან?

- გამორიცხული არაფერია, ჩვენ ვართ არშემდგარი სახელმწიფო, მთლიანად დამოკიდებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე, მათ დახმარებებზე, კეთილ ნებაზე. თითქოს გვაქვს საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობა, მაგრამ რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვართ, ჩვენი სუვერენიტეტი ძალზე შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, ჩვენზე ზემოქმედება მარტივია. ის, რის უფლებასაც აძლევენ უცხოელი ელჩები საქართველოში საკუთარ თავს, ამას ვერ მისცემენ სხვა შემდგარ სუვერენულ სახელმწიფოში. ასეთ მოწყვლად კვაზი-სახელმწიფოსთვის მარტივია საკუთარი ნების თავზე მოხვევა. ღარიბაშვილის ახლა დანიშვნა, მე მგონი, „ქართული ოცნების“ ერთგვარი ძალის დემონსტრირების მაჩვენებელია, რომ საკუთარი ამომრჩეველი არ დაკარგონ, რადგან შექმნილ სიტუაციაში გახარიას გადაწყვეტილებამ ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური, რეპუტაციული, და შესაძლოა ელექტორალური კუთხითაც. არ მინდა, კონსპირაციულ თეორიებში წავიდე, რადგან ინფორმაცია მჭირდება ამ ყველაფრის გასაანალიზებლად, ყოველ შემთხვევაში, ამის მყისიერი შედეგია, რომ „ქართული ოცნება“ უცბად აღმოჩნდა მოწყვლად სიტუაციაში და ოპოზიციას, რომელიც ყველანაირად ჩიხში იყო შესული საერთაშორისო, თუ ადგილობრივი კუთხით, უცბად მეორე სუნთქვა გაეხსნა. ვხედავთ ახლა, რა მკვეთრ განცხადებებსაც აკეთებენ. ეს არაფერზე მიგვანიშნებს? გახარიას ჟესტი მათთვის ერთგვარი სტიმული იყო, რომ გააქტიურებულიყვნენ.

რით ახსნით, რომ გიორგი გახარია არა მხოლოდ პრემიერობიდან გადადგა, არამედ დატოვა გუნდიც, პარტიაც.

- გასაგებია, თუ პრემიერობიდან მიდიხარ, უნდა დატოვო პარტიაც. ღარიბაშვილი რომ გადადგა პრემიერობიდან, მანაც დატოვა პარტია და მერე დაბრუნდა. გახარია არ ეთანხმებოდა პარტიის გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით და დატოვა პარტია, ეს სავსებით ლოგიკურია.

ხომ არ აჯობებდა, გიორგი გახარიას ნიკა მელიას საბაბით პრემიერის პოსტის დატოვების ნაცვლად სხვა თემა გამოეყენებინა? თუნდაც ეთქვა სიმართლე, იყო თუ არა კობახიძესთან მიმართებით დაპირისპირება?

- რთულია ამის თქმა, არა მგონია, კობახიძესთან შესაძლო დაპირისპირების გაცხადება საჯაროდ მომგებიანი ყოფილიყო. უბრალოდ, გახარიამ გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც უფრო გასაგები იქნებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მან არ მოიჭრა ბოლომდე გზები, რადგან შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს. როგორც ვნახეთ, მისი განცხადება პოზიტიურად შეაფასეს ოპოზიციაში, საერთაშორისო პარტნიორებმაც აღნიშნეს, ხედავთ, პრემიერმა გადადგა ასეთი ნაბიჯი და ამით პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას შეეცადაო.

ხომ არ იყო ზარი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გახარიასთან მიმართებით, რომ ამ ეტაპზე ჩამოშორებოდა პოლიტიკას?

- იყო თუ არა ზარები, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნაბიჯი მას საერთაშორისო არენაზე პოზიტივში ჩაეთვლება, შესაძლოა, ამაზეც იყო გათვლა. დადის ინფორმაცია, რომ მან შეიძლება საკუთარი პოლიტიკური ძალა შექმნას. ვერ გეტყვით, ეს ვერსია რამდენად შეესაბამება სინამდვილეს. ყოველ შემთხვევაში, გახარიას არ უნდოდა, რომ, თუ პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად კანონით გამართლებულ ძალისმიერ ქმედებებს დაიწყებდა, რასაც შეიძლება ვიღაცის დაზარალდება მოჰყოლოდა, საბოლოოდ მასზე შეეწმინდათ ხელები და ეთქვათ, რაკი პრემიერ-მინისტრი ხარ, შენ ხარ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელიო, როგორც ეს 20 ივნისს მოხდა, როცა ის შს მინისტრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს 20 ივნისს არ უნდა გაკეთებულიყო, რაც გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალის გადამეტების ცალკეული შემთხვევები იყო. მე ვფიქრობ, იმ დროს ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, ასე თუ ისე, საზოგადოების ერთ ნაწილში მიჩნეულია, რომ ეს იყო გახარიას მძიმე ტვირთი. გასაგებია, რომ მელიას დაკავების მცდელობისას ნაციონალები ამჯერადაც ყველანაირად შეეცდებოდნენ, მეტი ადამიანი დაზარალებულიყო. გიორგი გახარიამ არ მოისურვა კიდევ ერთი ტვირთის აკიდება და ამიტომაც გადადგა ასეთი პრევენციული ნაბიჯი.

ეს ადასტურებს, რომ 20 ივნისსაც მის მიერ ბრძანება არ გაცემულა?

- ვერ გეტყვით, თუმცა მაქვს ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ იქ ადგილზე გარკვეულმა მეთაურებმა გამოიჩინეს თვითშემოქმედება. ასეა თუ ისე, მას, როგორც შს მინისტრს დააკისრეს ძირითადი პასუხისმგებლობა და, როგორც ჩანს, მან ჩათვალა, კიდევ ასეთი მძიმე ტვირთის ხელმეორედ აღება მისთვის მიზანშეწონილი არ იქნებოდა. შესაძლოა, მისი გადაწყვეტილების უკან სხვა მიზეზებიც იყოს, მაგრამ, რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, შედეგი არის ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ გახარიას გადაწყვეტილების გამო პოლიტიკურად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. როგორ დააღწევს თავს ამ სიტუაციას, ეს არის მთავარი.

შეიძლება ვიფიქროთ, რომნაცმოძრაობაც“ შედის გახარიას სამომავლო პოლიტიკურ თვალსაწიერში?

- მე ასე არ ვფიქრობ, თუმცა რაღაც წარმოუდგენელი ვერსიები მოვისმინე ამის თაობაზე. თუ ეს მოხდა, ალბათ, ის საკუთარ თავს პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს.

ღარიბაშვილის დროს დაიწყება დაჭერები?

- დაჭერების რა მოგახსენოთ, მე ვფიქრობ, ერთადერთი, ვინც უნდა დაიჭირონ, ეს არის ნიკა მელია. ის არის კრიმინალი და არ შეიძლება, საქართველოში დამკვიდრდეს ისეთი პრაქტიკა, რომ, თუ შენ ხარ პოლიტიკური ლიდერი, კანონზე მაღლა დგახარ. თუ ეს პრეცედენტი შეიქმნა, სხვა პოლიტიკური ლიდერებიც მიმართავენ მსგავს ქმედებას.

მელიას მოქმედებების ფინალი რა არის - სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში, რომელიც რატომღაც გვარწმუნებს, რომ საქართველოში თანამდებობას არ დაიკავებს?

- მათი საბოლოო მიზანია, სააკაშვილი ჩამოიყვანონ საქართველოში, და როგორ ფიქრობთ, ის თანამდებობის გარეშე დაიტოვებს თავს? მაგრამ ამისთვის საჭიროა, ჯერ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხელისუფლებაში მათი მოსვლა კი გამორიცხულია. ამისთვის საკმარისი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ.

 

ზაზა მალე უხელფასოთ დარჩები სირო
3 წლის უკან
trampi ეეეეხ..... ზაზა ... ზაზა
მაინც ვერ ისვენებ....დღემდე მაინც საქართველოზე იყრი ჯავრს!
.....არადა ჩვენ ადრე რამდენჯერმე გვილაპარაკია.....
იქნებ შენც იმას ამბობ გარეჯის ეგ ნაწილი აზერბაიჯანისაააო??..ეგრეაააა?
შენ ხომ ზვიადის გვერდით იდექი.......მერე? ეს გიჟი ხომ ზვიადის სრულიად საპირისპირო საქმეეებს აკეთებს? მერე მიშაზე ასე ძააან რატო აფანატებ?
მხოლოდ იმიტომ რომ ედიკა გადაააგდო და ზვიადის გამო თქვენი ჯავრი იყარა, (ასე ვთქვათ გული მოგფხანათ) ზვიადის ერთგულება მიშაზე როგორ გადაიტანე----ეგ ხომ საქართველოს მტერია?(ისევე როგორც ბევრი სხვა.... ადრეც და ეხლაც ფულის გამო ბევრი ებრძვის--ებრძოდა საკუთარ ქვეყანას)
მერე??
არა ,.. ეს ოცნება რომ ნაგავია გასაგებია, არ უნდა მაგას მტკიცება, მაგრამ შენ საქციელს უბრალოდ ვერ ვიგებ (ისე ნაცებს და მაგათ ერთ დიდ ხაროში ჩავყრიდი და დავაჭმევინებდი ერთმანეთს)
თან ამბობ უზენაესი საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი ვიყავიო...გასაგებია...... წესით განათლებული წესიერი კაცი უნდა იყო და ასე მწარედ რატო იქცევი? ბოლო ბოლო არ შეგფერის ...ისე კი ნება შენია-- რაც გინდა და როგორც გინდა ისე ქენი... მაგრამ შენგან მასეთი საქციელი უბრალოდ საწყენია...,.........მასე ,,სხვებსაც,, ადგებათ ,,ჩრდილი,,
მოკლედ უბრალოდ მე ჩემი გითხარი, დანარჩენი შენ იცი
აბა ჰეე.....სიკეთე გქონდეს
3 წლის უკან
Maverick მეგობრებო, მოდით სულ სხვა კუთხით შევხედოთ ბატონი გახარიას გადადგომას, რომელიც ქ.ოცნებისთვის ფარიც იყო და მახვილიც, მაგრამ შინაგანმა საპარლამენტო გუნდმა სხვა თამაშის წესები დაიწყო და ამაში მან მისი შემდგომი დიკრედიტაციის და არასასურველ ლიდერად გარდაქმნის საშიშროება დაინახა საერთო გუნდის პოლიტიკანებიდან და არ აიღო მელიას დაკავება თავის თავზე, რითაც ეს პოლიტიკანები და მელია პირისპირ აღმოჩნდნენ და ა.შ.
ამიტომ მოუწია ოცნების ჩასაფრებულ პოლიტიკანებს ქარქაშიდან გასულ წლებშიამოღებული მახვილის მათთვის არასასურველი) ბ-ნი ღარიბაშვილის არჩევა (ვფიქრობ დიდი აღტაცების გარეშე), რადგან უხილავმა ძალამ უწყა მათ "ფარი და მახვილი თუ არა, აჰა თქვენ უქარქაშო მახვილი" (რა თქმა უნდა არა ბ-ნი სანიკიძე)...
3 წლის უკან
Katana :
"Sovereignty is the supreme authority within a territory. In international law, sovereignty is the exercise of power by a state."
*
"Суверените́т — верховная власть, верховенство, господство — независимость государства во внешних делах и верховенство государственной власти во внутренних делах."
*
"სუვერენიტეტი (ფრანგ. souveraineté — უზენაესი ხელისუფლება) — უზენაესი უფლებების ერთობლიობა, რომელიც სახელმწიფოსა და მის მეთაურს ეკუთვნის. სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ მოცემული ქვეყნის ტერიტორიის ყველა წესი და კანონი თავად ამ ტერიტორიის მიერ წესდება, და მხოლოდ მის მიერ! სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე სახელმწიფო არ არის და რომელიმე სხვა სახელმწიფოს ნაწილს ან კოლონიას წარმოადგენს."
*
ყველა ჩვენი პრობლემის სათავე არის ჩვენს მიერ დეკლარირებული დამოუკიდებლობის ფორმალური ხასიათი, ანუ რეალური სუვერენიტეტის უქონლობა.
საქართველო ცხოვრობს დასავლეთის დიქტატით.
დასავლეთი გვკარნახობს, როგორი კანონები მივიღოთ, რომელ მეზობელს ვემეგობროთ, რომელს - ვემტროთ.
გვკარნახობს საკუთარი ცხოვრების წესს.
გვკარნახობს, როგორ მოვაწყოთ ჩვენი ქვეყანა ისე, რომ ყველაფრის მწარმოებლიდან არაფრის მწარმოებელ, უცხოეთის მიერ გამოშვებული, იაფი და უხარისხო პროდუქციის გამსაღებლად ვიქცეთ.
გვკარნახობს, რომელი პოლიტიკური ძალა უნდა იქნეს ასპარეზზე გამოყვანილი, რომელი - მარგინალიზებული.
გვკარნახობს, ვითანამშრომლოთ ხალხისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალასთან, მოვახდინოთ კოაბიტაცია და ჩავეხუტოთ იმათ, ვინც გუშინ ქონებას გვართმევდა, ქუჩაში გვხოცავდა, ციხეში გვაწამებდა.
გვკარნახობს, ვინ რა თანამდებობაზე დავნიშნოთ... (ომბუდსმენის კანდიდატურებსაც კი დასავლეთი გვირჩევს და წარმოიდგინეთ, იმ კანდიდატებს შორის ლომჯარია რომ იქნება საუკეთესო!).
დასავლეთი გვკარნახობს, რომელი კრიმინალი შევიწყალოთ, ვისი დანაშაული დავივიწყოთ და ვაპატიოთ...
პოლიტვეტერანებო, ამისთვის არ იბრძოდა საქართველოს ეროვნული მოძრაობა, ამისათვის არ სწირავდა თავს და ამისათვის არ გადაიტანა ხალხმა რეპრესიები, ემიგრაცია, ათასი უბედურება, რომ ერთი მგლისგან დაგვეღწია თავი და მეორე მგელს ჩავვარდნოდით პირში!
3 წლის უკან