შეიძინე „გუდვილში“ და გადაიხადე MobiPay–თ

შეიძინე „გუდვილში“ და გადაიხადე MobiPay–თ

2011 წლიდან „გუდვილის“ ქსელსა და ამავე კომპანიის ინტერნეტ სუპერმარკეტში მომხმარებელს გადახდის უახლესი მეთოდით  MobiPay სარგებლობის საშუალება ექნება. ჰიპერმარკეტი “გუდვილი”, ამერიკულ კომპანიასთან ერთად ანგარიშსწორების ახალ სისტემას ნერგავს.  სერვისის პერეზენტაცია დღეს  ჰიპერმარკეტ “გუდვილში” გაიმართა. 

ნუგზარ მაღულარია: “გუდვილის“ გენერალური დიერქტორი: ჩვენს მომხმარებელს შეექმნება კიდევ ერთი ახალი სერვისი. მობილური ტელეფონის საშუალებით მათ შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირ გადარიცხონ თანხა კონკრეტული ნივთის შეძენისას. 

MobiPay სისტემით კლიენტს სასურველი პროდუქციის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეეძლება. ამასთან “გუდვილი“ ადგილზე მიტანის მომსახურებას DHL Citi Express-ის საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს. 

ალენ გილსტრაპი MobiPay  დირექტორი: მოხარულები ვართ, რომ გუდვილთან ვთანამშრომლობთ, დარწმუნებულები ვართ, რომ „მობი ფეის“ მომსახურებით ომხმარებელი კმაყოფილი დარჩება. ეს ყველაზე მარტივი გადახდის სისტეაა, ჩვენ გარკვეული ბონუს სისტემებიც გვაქვს მოფიქრებული. 

MobiPay უპირატესობა მოხერხებულობა და სისწრაფეა, გარდა ამისა სისტემა მომხმარებელს ფასდაკლებებითა და სპეციალური შეთავაზებებითაც ანებივრებს. „მობი ფეის“ გამოყენება პირველ ეტაპზე მხოლოდ „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის იქნება შესაძლებელი. 

თეა გოცაძე „გუდვილის“ საზოგდოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: მობი ფეი თავიდან მხოლოდ „ჯეოსელის“ მომხმარებლებისთვის იქნება, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს ექსკლუზივი მინიჭებული MobiPay-ისთვის, მალე გუდვილი ამ სერვისს, მაგთისთან ერთად, მაგთის აბონენტებსაც შესთავაზებს. 

საქართველო პირველი ქვეყანაა სადაც სავაჭრო ობიექტებში მობილური გადახდის ინოვაციური სისტემა ინერგება. MobiPay ყველა სახის ტრანზაქციის განხორციელებისთვის მოსახერხებელია. ესენია კომუნალური გადასახადების გადახდა, ფულის გადარიცხვა, ინტერნეტ შესყიდვების განხორციელება, ასევე მობილურ ტელეფონებზე სასაუბრო დროის შევსება და სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის შეძენა.