„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მისთვის დაკისრებული 40 ათასი ლარი არ გადაიხადა, რაც იმით დასრულდა, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა. ფრაზა – „არ გადავიხდი“, ნაცნობი მეთოდია. სწორედ იგივეს ამტკიცებდა „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. თუმცა, გადაწყვეტილება შეცვალა და გირაოც გადაიხადა. გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გირაოს თანხის შეგროვება მეგობრებმა დაიწყეს.
„ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი. რაღაც ვარიანტებს იგონებენ, ჩვენ გადავიხდით ჩუმად, კიდე რაღაც და კიდე რაღაც და მამუნათებენ, ამხელა საქმე გააკეთე და უაზრო ახირებას როგორ უნდა გადააყოლო საქმეც და ამდენი ადამიანიცო. ცალკე ჩემი ადვოკატი და სრული ნდობის კაცი დათო საძაგლიშვილი მეუბნება, მე გადავიხდი, ფეხებზე მკიდია, შენ რას იზამ, საქმეს ღუპავ სულელური ახირებითო.
არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს“, – ასე ახსნა ნიკა გვარამიამ გირაოს თანხის გადახდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე მუხლით წარუდგინა, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 80 000 ლარიანი გირაო მოითხოვა. მოსამართლემ გირაოს თანხა 40 000 ლარამდე შეამცირა.
ანალოგიური ვითარება არის ნიკა მელიას შემთხვევაში. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, მელიას გირაოს თანხა არ აქვს, გირაოს გადახდის მსურველი ადამიანები აღმოჩნდნენ, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ნიკა მელიამ მხარდაჭერებს მიმართა არ შეუგროვონ გირაოს თანხა. ასევე, მიმართა „საქართველოს ბანკს“, თუკი მოხდება მის ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანა და გირაოს გადახდა, ეს იქნება მისი უფლებების შელახვა.
იგივე ხელწერა გამოჩნდა დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას შემთხვევაშიც. ბრალდებულებს გირაოს თანხა არ გააჩნდათ, მაგრამ საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს, რომლებსაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ქვეყნის საზიანო საქმიანობაში ადანაშაულებს, „საზოგადოებამ“ 2 საათში „მოუგროვა“ გირაოს თანხა 20–20 ათასი ლარი. მელაშვილის განცხადებით, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და მათ მიერ შეგროვილი თანხა, გეგმავდა ქალაქის გარეუბანში მდებარე პატარა ბინა ბანკში თავისუფლების სანაცვლოდ ჩაედო გირაოდ.
ვინ იხდის გირაოს თანხას – „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, თუ პარტია და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დავალებით? for.ge–ს ინფორმაციით, მელაშვილისა და ილიჩოვას შემთხვევაში, გირაოს თანხა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ქეისიდან გადაიხადეს. პარტიამ ეს დავალება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სწორედ სააკაშვილის დავალებით გადაიხადა გირაოს თანხა ნიკა გვარამიამ, მაგრამ მელიას შემთხვევაში ექს–პერზიდენტი გირაოს გადახდის წინააღმდეგია.
ანალიტიკოსების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გირაოს თანხას იხდის იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ნაწილი. რეალურად, ფულს პოლიტიკაში დებენ. მათივე შეფასებით, ეს არის ინვესტირება პოლიტიკისთვის და ქველმოქმედება.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ მელაშვილი–ილიჩოვას შემთხვავაში ფაქტობრივად ქურდული „ობშჩიაკი“ შეუკრიბეს და გადაუხადეს, რადგან სააკაშვილი არ „ჩაუშვა“.
„მელაშვილი–ილიჩოვას შემთხვევაში ცოტა უცნაური ტენდენციაა. „ქართული ოცნება“ უმძიმესი ბრალდებით აპატიმრებს ორ სახელმწიფო მოხელეს, ამაზე რატომ უნდა წუხდეს ოპოზიცია? პირიქით, ოპოზიციას შეუძლია „ქართულ ოცნებას“ უთხრას, რომ 8 წელი ეს ადამიანები სისტემაში თქვენთან ერთად მუშაობდა და თუ ამხელა დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, აქამდე რატომ არ დაიჭირეთ? რაში ადარდებს მათი დაკავება ოპოზიციას? სააკაშვილმა პირობა მისცა ალიევს, რომ ეს ისტორიული კუთხე გადაეცემოდა აზერბაიჯანს. მარტივია, რასთან გვაქვს საქმე – ერთადერთი, რატომაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გირაოს თანხა გადაიხადა არის ის, რომ არ ჩაუშვეს დამკვეთი, ანუ სააკაშვილი“, – აცხადებს ბოჟაძე.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურად დაინტერესებული ბარლდებულების გირაოს „ნაციონალური მოძრაობის“ ქეისიდან იხდიან.
„ჩვენ რომ მივყვეთ სიას, ვინ რამდენი შესწირა, რატომ შესწირა, ვინ გაუკეთა ორგანიზება, სურათი ძალიან ნათელია. პირდაპირ გეუბნებით, რომ მელაშვილს და ილიჩოვას „ქურდული საერთო“ შეუკრიბეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ჩაუშვეს სააკაშვილი. თუ მელაშვილის შემთხვევაში შეეძლოთ გირაოს გადახდა, ასევე, წარმატებით შეეძლოთ მელიას გირაოს გადახდა, მაგრამ იმ სცენარის ნაწილია, იქნებადა მელიას დაკავებას მოჰყვეს დაპირისპირება, დესტაბილიზაცია, პიკეტირება, რომ გაზაფხულზე მოახერხონ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა.
მელია იყო აღსრულების ბიუროს უფროსი, ტყავს აძრობდა ხალხს და სახლიდან ყრიდა. ტელევიზორებს და სკამებს ართმევდა ადამიანებს, რომ გადაეხადათ გირაოს თანხა, რომ სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულება შეესრულებინა, თვითონ არ იცის რაზე მიდის, ძალიან კარგად იცის? ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მელიას არც უნდოდეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლადო ბოჟაძემ.
for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს და დავით კეზერაშვილს ძალიან დიდი ფული აქვთ მოპარული საქართველოს ბიუჯიტიდან და ისინი ამ ფულს იყენებენ პოლიტიკური პროცესების გამწვავებისთვის, აქტივისტების მობილიზაციისთვის. ანალიტიკოსი ელოდება, რომ უკარაინის ხელისუფლება გადადგამს კარგ ნაბიჯს და სააკაშვილს დაითხოვს რეფორმების აღმასკომიდან და საერთოდ აღარ გააკარებს უკარაინის ხელისუფლებას.
„ველოდები ამ გადაწყვეტილებას, რადგან სააკაშვილი ცდილობს გაამწვავოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ ცდილობს შიდა პროცესების არევას. შესაძლოა, მელიას შემთხვევაში გირაო გადაიხადოს X ადამიანმა, მაგრამ შეკითხვა მებადება, წინა გირაო ხომ გადაიხადა? მურუსიძე არ იყო მაშინ სასამართლო სისტემაში? ხედავთ, როგორი მრავალსტანდარტიანები არიან?
არ არის გამორიცხული, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო მომენტში გადაიხადოს მელიას გირაო და ამ შემთხვევაშიც დაარქვან, რომ ხალხმა გადაიხადა. ისევე, როგორც ეს მოხდა მელაშვილი–ილიჩოვას შემთხვევაში. შესაძლოა, აქტივისტებმა 2–5 ლარი გადაიხადეს, მაგრამ ძირითადი თანხა, რა თქმა უნდა, მობილიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ“, – განაცხადა გია აბაშიძემ.
დავით ზარდიაშვილის განცხადებით, მელაშვილი–ილიჩოვას შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გირაო იმიტომ გადაიხადა, რომ ამ შემთხვევაში თანამზრახველი სააკაშვილია, რომელიც ამ მძიმე დანაშაულის თავში დგას. შესაბამისად, ანალიტიკოსის განცხადებით, გასაგებია, რომ სააკაშვილი ცდილობს დაიხსნას მელაშვილი და როგორმე გამოგლიჯოს ხელიდან მართლმსაჯულებას.
„მან იცის, რომ დანაშაულის კვალი მასთან მიდის და ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. ის, რომ, თითქოს მოქალაქეება შეაგროვეს გირაოს თანხა, რა თქმა უნდა, ეს განცხადება პიარისთვის კეთდება. თავისი შავი საქმიანობის მოქალაქეებისთვის მიწერას ცდილობენ. ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ მოქალაქეებმა რამდენიმე საათში 20–20 ათასი ლარი შეაგროვეს და გადაუხადეს. ეს ხომ არარეალურია.
არ მგონია, რომ ილიჩოვა და მელაშვილი ისეთი პოპულარულები იყვნენ, რომ მოქალაქეებს 2 საათში შეეგროვებინათ ეს თანხა. რაც შეეხება მელიას, მით უმეტეს გვარამიას, მატერიალურად წელში გამართულები არიან და მაგ რაოდენობის გირაოს გადახდა არ გაუჭირდებათ, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია. ვიცით, რომ მელიას და გვარამიას ხალხი ფულს არ გადაუხდის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
„ნუ ავყვებით მათ ნათქვამს - „მოქალაქეები იხდიან გირაოს თანხას“. მეეჭვება ეს ნათქვამი სიმართლეს ასახავდეს“, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, გირაოს თანხას რომ მოქალაქეები იხდიდნენ, ოპოზიციის მიტინგებს დაეტყობოდა ისეთი მოქალაქეების სიჭარბე, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ გირაოს თანხა.
„არ მგონია, რომ მოქალაქეების ჯიბიდან იყოს ეს გირაო დაფარული. თუ პარტია იხდის, ეს უკვე მათი ნებაა, მაგრამ ეს არაა მოქალაქეები. აქ საინტერესოა მაინცდამაინც მელიას შემთხვევაში რატომ გადაწყვიტა პარტიამ, რომ არ გადაიხადოს გირაო და პარტიის თავმჯდომარე წავიდეს ციხეში. სავარაუდოა, რომ რაღაცა სხვა მოტივია, გარდა მისი გმირად შერაცხვისა. შეიძლება ეს იყოს მელიას ამ გზით ჩამოშორება. მელიას გამომწვევი ტონი საეჭვოს ხდის მისი გმირობის ვერსიას. თუ გადაწყვეტილი იქნებოდა მელიას გმირად შემოსვა, მაშინ დაიწყებდნენ იმის მტკიცებას, რომ კანონს იცავსო, თავად მივიდოდა პროკურატურაში და იტყოდა, მოვედი და დამიჭირეთო. მაგრამ ასეთი ნაბიჯები არ ჩანს. ამიტომ, მელიას ეს გმირობის ვერსია, ბოლომდე დაღვინებული ვერსია არ არის თვითონ პარტიაში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ჰესების რეალური ალტერნატივა დღეს-დღეობით არის მხოლოდ ატომურ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურები. მზის და ქარის ენერგიის იმედად ენერგეტიკა ვერ იმუშავებს! გინდა დაიჯერეთ და გინდა არა! ხელისუფლებამ უნდა მოუკლოს დემოკრატიულ და დემოკრატიაზე ლაყბობას, ოპოზიციასთან ღლაბუცს და ყველა ჰესის მოწინააღმდეგეს ვირის აბანო უნდა ახეხინოს!
რაის ჰიდროელექტროსადგურები გადაარჩენს საქართველოს?!
საქართველოს რა გადაარჩენს ,იცი შეენ???
საქართველოს ის გადაარჩენს, მთავრობები რომ ამრიკიდან და ევროპიდან გამოგზავნილ ფულს, სახლში არ წაიღებენ გოდრებით...აგარაკებს არ აიშენებს ცხრას...
გეყურება შეენ?
სკოლა სკოლას არ გავს, მედია ტვინს მარტო რომ რეცხავდეს, რა გვიჭირს!!! აუფ, ეს სია უსაზღვროდ შეიძლება გაგრძელდეს.
შრომის კანონი არ გვაქვს ქვეყანაში! მოხევს ტიპი დიდ მაყუთს ბიუჯეტიდან, შემოაქვს საქართველოში დაკონსერვებული გაროხი(ქართულად არ მახსოვს რა ქვია) და თურქული კიტრ-პომიდორი(დაწამლული და გაუბედურებული)... და თავის მაღაზიაში, სტუდენტ გოგო-ბიჭებს 200 ლარად მონურად ამუშავებს, დღეში 8-10 საათი...
....და შენ მიმტკიცებ რომ ჰესები გადაარჩენს საქართველოს?
სად ცხოვრობა კაცო შენ, სად?
გერმანიაზე არ ინერვიულო შენ!
თუ ძაან გაინტერესებდეს,მე მოკლედ გეტყვი, როგორ დააყენეს გერმანელებმა ნაომარი ქვეყანა ფეხზე... ჯერ კანონებს მიხედეს...მერე, ბიზნესის განვითარებაზე ისე იზრუნეს, რომ ამდენი წელია შემოედინება აქ ხალხი თურქი, ჩინელი, აფრიკელები... და შორიდნაც კარგად მიხვდება მოაზროვნე თავი და თვალი, ვინ არის ქვეყნის ბატონ-პატრონი !!!
აბა, მაგათაც რომ ცოლ-შვილ-ნაშებში ეფრიალებიათ ფულის დასტები...ქვეყანას ვერ ააშენებდნენ!
პ.ს.ჩვენი მთავრობა კანონებს ვერ ქმნის საჭიროს და რაც შექმნილია იმის დაცვისთვის ვერ მოუბია თავი...და ჰესებს აგვიშენებენ თურქები და მაგი გადაარჩენს საქართველოს ხომ?!
ამ ლოგიკის პატრონს, ინგა არ მოგიშალოს ღმერთმა!... გინდა ტელეიაშიკში, გინდა ბაღ-ბოსტანში!