„თურმე, ნიკა მელიას მოსათვინიერებლად 70 ათასი ლარი ყოფილა საჭირო“

„თურმე, ნიკა მელიას მოსათვინიერებლად 70 ათასი ლარი ყოფილა საჭირო“

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია გააცნო.

„ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა - კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს. შესაბამისად, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე ჩვენ მივიღებთ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა დადგეს კანონზე მაღლა... ოპოზიციისთვის, პროვოკაციის გასამართლებლად, ნიკა მელიას „გავრილოვის პატიმრად“ გასაღების მცდელობაა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ნიკა მელია კი ისევ ჯიუტად იმეორებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე for.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იქნება ნაბრძანები.

მმართველმა გუნდმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარს დაუჭერს...

- თავად აირჩიეს ეს გზა - ყოველგვარი მოლაპარაკება შეწყდება ოპოზიციასთან და ძალიან მძაფრ პროტესტს მიიღებენ, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნითაც. ვინც მას კენჭს უყრის, იქნება შერცხვენილი და სამუდამო დაღდასმული, როგორც ყურმოჭრილი მორჩილი დეპუტატი. ამ მოწვევის პარლამენტში ზოგი წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატია, რომლებმაც ასევე კენჭი უყარეს ნიკა მელიას პარლამენტიდან გაგდებას. ანუ, მივიღებთ ორჯერ დაღდასმულებს და ერთხელ დაღდასმულებს. თბილისის ქუჩებში ამ დაღით ივლიან.

როგორ ფიქრობთ, ყველა დეპუტატი დაუჭერს მხარს ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას?

- 51 ხმა არის საჭირო, რომ მელიას იმუნიტეტი შეუწყდეს. თუმცა, შეიძლება ზოგი დაიმალოს და არ მივიდეს, მაგრამ არ მგონია ბევრმა ეს გაბედოს. ვინც მივა, ყველა მხარს დაუჭერს. შეიძლება ვიღაცამ ავადმყოფობა მოიმიზეზოს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანია, მათ შორის ნიკა მელიაც. ხელისუფლება კანონით გესაუბრებათ და ამაზე რა პასუხს გასცემდით?

- უკანონოა ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, ჯერ სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს და შემდეგ მოითხოვონ მისი აღსრულება.

თქვენ გვითხარით, რომ ყველანაირი მოლაპარაკებები ჩაიშლებაო და აქციების გამართვას აპირებთ. ეს იქნება ერთჯერადი აქციები თუ მას პერმანენტული სახე მიეცემა?

- იქნება პერმანენტული კრიზისი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმედ დაუმთავრდება. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. ის კი არ იქნება, რომ ქუჩაში გავალთ და მორჩა, დამთავრდა, ეს იქნება მუდმივი ზეწოლა ქუჩიდან, პარლამენტიდან, მედიიდან, ასევე საერთაშორისო ზეწოლა ექნებათ. ჩვენი ფრონტი ყველგან გაიშლება.

მოლაპარაკებას მმართველ გუნდთან კი წყვეტთ, მაგრამ ფასილიტატორ ელჩებთან თუ გააგრძელებთ მოლაპარაკებას?

- ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ყველაფერს აზრი ეკარგება. ფაქტია, ვხედავთ ხელისუფლება საითკენ მიექანება და ვხედავთ, რომ ეს ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს.

ანუ, დაზუსტებით შეგვიძლია თქვათ, რომ თქვენსა და ხელისუფლებას შორის ყველანაირი კარი ჩაიკეტა?

- დიახ, ეს არჩევანი მათ გააკეთეს. გავრილოვის გამო ადამიანს აპატიმრებდე, არ მესმის. ამასთან, ჯერ 30 ათასი გირაო გადაახდევინეს და ახლა 40 ათასს უმატებენ. თურმე, ნიკა მელიას მოსათვინიერებლად 70 ათასი ლარი ყოფილა საჭირო. არასერიოზულია, ეს არის სპეციალურად პროვოკაციაზე წასვლა.

ასევე, მმართველი გუნდი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თუ ის კანონის ფარგლებში იმოქმედებს, მას დაჭერა არ ემუქრება, როგორ ფიქრობთ, დააკავებენ მელიას?

- მოსამართლეს რასაც უკარნახებენ, იმას გააკეთებს. შეიძლება მოსამართლემ არ დააკმაყოფილოს აღკვეთის ღონისძიების ის მოთხოვნა, რომელსაც პროკურატურა წაუყენებს. დაველოდოთ, საბოლოოდ მაინც მოსამართლეს რასაც უკარნახებენ, ისე იქნება და არა პარლამენტში რასაც გადაწყვეტენ.

მოსამართლეების მიმართ ოპოზიცია სკეპტიკურად არის განწყობილი...

- პირველ ჯერზეც დასაჭერად გაუშვეს, მაგრამ ბოლოს ივანიშვილს გონება გაუნათდა, მოსამართლეს თითი დაუქნია და ნიკა არ დააპატიმრა, მარტო გირაო შეუფარდა და სამაჯურით დაკმაყოფილდნენ. ბოლო მომენტში ივანიშვილი რას მოიმოქმედებს, არავინ იცის.

კი მაგრამ, ივანიშვილი ხომ პოლიტიკიდან წავიდა და ფიქრობთ, რომ ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას?

- სასაცილოა, ივანიშვილის წასვლა. ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ივანიშვილი იღებს. ვინ ეკითხება პარლამენტს ან სასამართლოს?! მორჩა, დავამთავრეთ.

Maverick კუპონა, შენი გოცირიკებივით გაუქმდა ნაცბოზბანდიტების პარტია!

ნიკა მელიას ფეხებზე კიდია ჯარიმა, როცა მოუნდება მაშინვე ამოიღებს მიშკუტასაგან, შენგან და ნებისმიერი ნაცბოზბობოლასაგან!

გაღმიდან შემოდავებას თავი დაანებე, მხარდაჭერებიც ხელიდან გეცლებათ, რამოდენიმე დღეში ნაცფაშისტებო თქვენი რეიტინგ 5% კი აღარ იქნება 3%-ცამოცდება და შემდეგ პოლიტიკურ ქვესკნელში ჩაირეცხებით!

ასე, რომ თქვენ დედებიც აღარ გყავთ, ვინმემ რომ შეგაგინოთ!
3 წლის უკან
Maverick კუპონა, შენი გოცირიკებივით გაუფასურდა ნაცბოზბანდიტური პარტია!

ნიკა მელიას ფეხებზე კიდია ჯარიმა, როცა მოუნდება მაშინ ამოიღებს მიშკუტასაგან, შენგან და ნებისმიერი ნაცბოზბობოლასაგან!

გაღმიდან შემოდავებას თავი დაანებე, მხარდაჭერებიც ხელიდან გეცლებათ, რამდენიმე დღეში ნაცფაშისტებო თქვენი რეიტინგ 5% კი აღარ იქნება, 3%-ს ჩამოცდება და შემდეგ პოლიტიკურ ქვესკნელში დაღმასვლით ჩაირეცხებით!

ასე, რომ უკვე დედებიც აღარ გყავთ, ვინმემ გემრიელად რომ შეგაგინოთ!
3 წლის უკან
trampi ამ დებილების ადგილზე მელიას არ დავიჭერდი....
რევოლუციის შიშის გამო კი არა, უბრალოდ დაშლის პირას მყოფ ამ ოპოზიციას, მელიას დაჭერით ახალ ენერგიას არ შევმატებდი.
მელიას დაჭერით ეგენი ისევ გაერთიანდებიან, ისევ გონორზე მოვლენ.....
მელიას დაჭერის პრიჩინით მე მაგათ აღდგენას ხელს არ შევუწყობდი....
მოკლედ სჯობია ეს ამბავი ნებაზე მიუშვან------- ნაცების გარდა ეგენი ყველა დაიშლებიან.
3 წლის უკან
Maverick papa, კანონი, კანონია და უნდა ღსრულდეს, მერე პრეზიდენტი შეიწყალებს და კვლავ გააგრძელებენ ტრაკანს!
3 წლის უკან
ლაზი ამას და სამადაშვილს კუთხეში დგომის ვადა გაუვიდათ? თუ უკვე მოუხადეს ბოდიში ბათუმლებს პეროიანებმა.
3 წლის უკან