სალათა ოლივიე

სალათა ოლივიე

ინგრედიენტები

5   ცალი კარტოფილი

4   ცალი კვერცხი

2   ცალი სტაფილო

340   გრამი ქათმის მკერდი

300   გრამი კიტრის მწნილი

1   თავი დიდი ხახვი

300   გრამი ბარდა

1   ჭიქა მაიონეზი

1   ცალი ვაშლი

ცალი პამიდორი

მარილი და პილპილი გემოვნებით

კამა და ქინძი

ზეთი შესაწვავად

მომზადება

მოხარშეთ კარტოფილი, კვერცხი და სტაფილო ერთად ან ცალ-ცალკე. თუ ერთად მოხარშავთ, მაშინ მოხარშვის შემდეგ გაფცქვენით კარტოფილი და გათალეთ სტაფილო, ხოლო კვერცხი 10 წუთი დუღილის შემდეგ ქვაბიდან ამოიღეთ. ბოსტნეული გააგრილეთ და კუბიკებად დაჭერით.

ქათმის მკერდი ზეითუნის ზეთში წვით, თითოეულ მხარეს 6 წუთით. ზემოდან, გემოვნებისამებრ, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. ამასობაში, ხახვი(ყვითელი ან თეთრი) და კიტრის მწნილი დაჭერით კუბიკებად.

უკვე გაგრილებული მოხარშული კვერცხი დაჭერით და დიდი ზომის თასში, ბოსტნეულისა და კიტრის კუბიკებთან ერთად მოათავსეთ. ბარდას გადაავლეთ ცხელი წყალი, შემდეგ გადაწურეთ და თასში ჩაუმატეთ. შემწვარი ქათმის ხორციც კუბიკებად დაჭერით და დაუმატეთ. სურვილისამებრ, შეურიეთ გახეხილი ვაშლიც.

თასში მაიონეზის ნახევარი ჩაასხით. გემოვნებისამებრ, მოაყარეთ პილპილი და მსუბუქად შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს. დარჩენილი მაიონეზი თანაბრად გაანაწილეთ ზედაპირზე და, სურვილისამერ, გააფორმეთ პამიდვრის ნაჭრებითა და მწვანილით.