ინგრედიენტები
1 კგ. ლობიო
4 ცალი დაფნის ფოთოლი
4 თავი ხახვი
5 ს/კ ზეთი შესაწვავად
120 გრამი კარაქი
1 ჩ/კ ხმელი ქინძი
1 ჩ/კ შავი წიწაკა
80 გრამი ოხრახუში
1 ჩ/კ ქონდარი
მარილი გემოვნებით
1 კგ. ფქვილი
1 ცალი კვერცხი
25 გრამი საფუარი
1/2 ჩ/კ მარილი
მწიკვი შაქარი
350 მლ. თბილი წყალი
მომზადება
ჩაყარეთ ლობიო ქვაბში და დაფარეთ ცივი წყლით. გააჩერეთ ასე 2 საათით. შემდეგ გადაღვარეთ წყალი, ჩაასხით ახალი 2 ლიტრი წყალი და ჩაუმატეთ დაფნის ფოთლები. დადგით საშუალო ცეცხლზე.
სანამ ლობიო იხარშება, მოამზადეთ ცომი: ჩაყარეთ ფქვილი თასში და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩატეხეთ კვერცხი. ჩაუმატეთ საფუარი, მარილი და ცოტაოდენი შაქარი. ფრთხილად, ნელ-ნელა ჩაასხით ცხელი წყალი. ხელით მოზილეთ ცომი და დაამრგვალეთ. შეფუთეთ ცელოფნით და დატოვეთ თბილ ადგილას 2 საათით.
როცა ლობიო დარბილდება და მოიხარშება, გადაინახეთ 1 ჭიქა ნახარში წყალი, ხოლო დანარჩენი გადაღვარეთ.
დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ.
მოათავსეთ მოხარშული ლობიო და 100 გრამი კარაქი თასში ხმელ ქინძთან, შავ წიწაკასთან და მარილთან ერთად. დანაყეთ პიურეს მსგავსი მასის მიღებამდე. თხლად დაჭერით ოხრახუში და ჩაუმატეთ ლობიოს ქონდართან და მოხრაკულ ხახვთან ერთად. შეურიეთ ერთმანეთს და ჩაუმატეთ გადანახული ნახარში, თუ სქელი მასა გამოგივათ.
სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და ცომი მასზე მოზილეთ. დაასვენეთ 10 წუთით. შემდეგ დაყავით შვიდ ნაწილად და დაამრგვალეთ თითოეული. გააბრტყელეთ ოვალისებურ ფორმებად და გადაანაწილეთ მათზე ლობიოს შიგთავსი. ამოკეცეთ ცომი გვერდებიდან და შეუკარით პირი. გადაატრიალეთ მეორე მხარეს და ფრთხილად გააბრტყელეთ(ხელებით) 5 მილიმეტრის სიმაღლემდე. დაჩხვლიტეთ ჩანგლით 5-6 ადგილას სიგრძეზე და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე 15-20 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარ ღვეზელებს დარჩენილი 20 გრამი კარაქი გადაუსვით და სანამ ცხელია გემრიელად მიირთვით!