„ევროპულ საქართველოში“ დიდი რყევები დაიწყო. კულუარული ინფორმაციით, პარტიის მიერ არჩევნებში ნაჩვენებმა შედეგებმა მისი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი გააბრაზა, რომელმაც „ევროპელებს“ დაფინანსება შეუმცირა და საერთოდ, მისი შეწყვეტით იმუქრება. ამან კი პარტიის შიგნით შიდა დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გამოიწვია. როგორც ცნობილი ხდება, შესაძლოა, პარტია ელენე ხოშტარიას შემდეგ დავით ბაქრაძემაც დატოვოს, ხოლო მას თან ზურაბ ჭიაბერაშვილი და ოთარ კახიძე მიყვნენ. არსებობს ინფორმაცია, რომ ბაქრაძე საერთოდ, გრიგოლ ვაშაძის მსგავსად პოლიტიკიდან წასვლასაც კი აპირებს.
ურთიერთობა გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას დაეძაბათ, რადგანაც უგულავა მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ნაციონალებთან შესაძლო ალიანსზე ისაუბრეს. ბოკერია კი ამის წინააღმდეგია და ამის გამო მათ შორის კონფლიქტი გამწვავდა. პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოება 3 დღეში პოლიტსაბჭოს გამართვის შემდეგ გაიგებს რელურად ვინ სად მიდის და რატომ?
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, შეხვდა თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს.
პარტიის სხვა ლიდერები აცხადებენ, რომ უცნობია, შედგა თუ არა უგულავასა და სააკაშვილის შეხვედრა. ამასთან, თავად დავით ბაქრაძე კონკრეტულ კომენატარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება პარტიასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც და დასძენს, რომ დღეს საზოგადოება ოპოზიციისგან სიახლეებს, ახალ ხედვას და განახლებას ელოდება.
„ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილება უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები, ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ, მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის პირად გადაწყვეეტილებებთან დაკავშირებითაც“, - თქვა დავით ბაქრაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ 2020 წლის გაყალბებული არჩევნების შედეგის მიუხედავად, პარტია მაინც უკმაყოფილოა შედეგით, შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ ახლა პარტიაში აუცილებელია განახლება და ცვლილებები.
შეეხება თუ არა ეს ცვლილებები პოლიტსაბჭოს, დაკომპლექტდება თუ არა ის ახლებურად და ჩანაცვლდებიან თუ არა ძველი კადრები ახლით - პარტიაში ამბობენ, რომ სტრუქტურული ცვლილებები იქნება, თუმცა პერსონიფიცირებისაგან თავს იკავებენ.
„მიმდინარეობს დისკუსია პარტიის შიგნით და ძალიან მალე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, როგორც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები არ უკავშირდება შიდა დაპირისპირებას, ეს არის შედეგი პარტიის ყველა ლიდერის სურვილის, რომ პარტია წავიდეს წინ და მოხდეს განახლება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.
პარტიაში თანხმდებიან, რომ საერთო ხედვა არ შეიცვლება. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და „ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შევა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოში“ დაწყებული პროცესები რამდენიმეე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. პირველი - პარტიაში არჩევნების შედეგებით კმაყოფილები არ არინ და ამან პარტიის შიგნით გარკვეული დაპირისპირება გამოიწვია, ხდება ერთმანეთზე გადაბრალება. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მათ საარჩევნო პიარის კუთხით საკმაოდ დიდი შეცდომები დაუშვეს, რაც მათ საბოლოო შედეგზეც აისახება. ანალიტიკოსის აზრით, ასევე ამომრჩეველმა „ევროპელების“ მხრიდან „ნაციონალებთან“, თითქმის, ისევ შერწყმის პროცესი ცუდად აღიქვეს და მას რა ამომრჩეველიც ჰყავდა ისიც დაკარგეს.
„ის საკამოდ მნიშვნელოვანი ხარჯები, რაც მათ და მათმა სპონსორებმა ამ არჩევნებზე დახარჯეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება მოცემულ შედეგებს. აქედან გამომდინარე, მათ შესაძლოა პრობლემები დამფინანსებლებთან და სპონსორებთან გაუჩნდათ. მეორე პრობლემა რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ, ეს არის პარტიის შიგნით გაჩენილი უთანხმოება სტრატეგიასთან დაკავშირებით, როდესაც პირველ ხუთეულში საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნაკლებად ცნობილი ადამიანები ჩაწერეს.
გარდა ამისა, თავად საარჩევნო სტრატეგია, რაც მათ წარმართეს, არც კრეატიულობით და არც მიზანდასახულობით არ გამოირჩეოდა. „ევროპელებმა“ ამომრჩეველს ვერ შესთავაზეს სიახლე, რომლითაც მათ დაინტერესებას გამოიწვევდნენ. ასევე ენმ-თან მუდმივად შერწყმის პროცესმა ამომრჩეველში გაურკვევლობა გამოიწვია და ამანაც დიდი ზიანი მიაყენა. საარჩევნო ბანერზე გამოსახული იყო სამი ლიდერი: ბოკერია, უგულავა და ბაქრაძე. ეს კი საკამოდ წამგებიანი პიარსვლა იყო, რადგანაც საზოგადოებას უგულავასა და ბოკერიას მიმართ, საკმაოდ ცუდი დამოკიდებულება აქვს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, „ევროპელებმა“ პასუხი ვისაც უნდა მოსთხოვონ, ეს მათი შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძეა. მისი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობა უკვე შეცდომა იყო, რადგანაც ის დიპლომატია და ამ მიმართულებით გამოცდილება არ ჰქონდა. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ენმ-თან გიგი უგულავას ალიანსის სურვილი, რა თქმა უნდა, გიგა ბოკერიასთან კონფლიქტს გამოიწვევდა. ბოკერიას უნდა, რომ ლიდერი მხოლოდ ის იყოს და ვერ შეეგუება იმ ფაქტს, რომ „ნაციოანლებთან“ ისვ დაბრუნდეს. ამიტომაც ეს ყველა პრობლემა ერთნაირად დაგროვდა და გასკდა.
მისივე აზრით, არაა გამორიცხული მსგავსი პრობლემები „ლელოშიც“ დაიწყოს, რადგანაც ლევან კობერიძის წასვლის შემდეგ, სულ უფრო ხშირია იმაზე საუბარი, რომ დავით უსუფაშვილსაც პარტიის სტრატეგიასთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება აქვს. უსუფაშვილი პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ ამართლებს. ამიტომაც რყევები და დაპირისპირებები ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო გაძლიერდება.
ანალიტიკოსი გია აბაშიძის თქმით „ევროპულმა საქართველომ“ და „ლელომ“ აჩვენეს, რომ საკმაოდ წარუმატებელი საარჩევნო კამპანია ჰქონდათ და ეს მათ შედეგებზეც აისახა. აბაშიძე აცხადებს, რომ ამ ორმა პარტიამ თითქმის ოპოზიციიდან ძალიან ბევრი ფული დახარჯეს წინასაარჩევნო კამპანიაში, თუმცა ამის შესაბამისი შედეგი ვერ ნახეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ევროპელებმა“ როგორც არ უნდა უარყონ, ფაქტია, რომ პარტიაში დიდი რყევებია. ამისთვის კი მათ გადახალისება სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პარტია დაიშლება. ნაწილი მათგანი პოლიტიკიდან საერთოდ წავა, ნაწილი კი „ნაციონალებთან“ დაბრუნდება. აბაშიძე ამბობს, რომ არაა გამორიცხული, დავით ბაქრაძე საერთოდ გრიგოლ ვაშაძის მსგავსად პოლიტიკიდანაც წავიდეს.
„როდესაც ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს, მათი პარტიული სიცოცხლისუნარიანობა უკვე საეჭვო ხდება. ამის ნათელი მაგალითია ენმ-ში დაწყებული მოვლენები და გრიგოლ ვაშაძის წასვლა, ასევე „გირჩის“ გაყოფა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგივე სიტუაცია „ლელოშიც“ არის. ასევე დიდი რყევებია „ევროპულ საქართველოში“. არაა გამორიცხული, რომ პოლიტიკიდან დავით ბაქრაძე საერთოდ წავიდეს. ბაქრაძე არჩევნების შემდეგ, საკამოდ დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა. ამან კი გარკვეული ეჭვები გააჩინა, რომ ის საერთოდ პოლიტიკიდან წავა. მსგავსი მოვლენები „ლელოშიც“ არის მოსალოდნელი.
დავით უსუფაშვილი ვხედავთ, რომ საერთოდ არ ჩნდება. მასაც ოპოზიციის ტაქტიკასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს. ვნახეთ ლევან კობერიძემ „ლელო“ უკვე დატოვა. ასე რომ, გაზაფხულზე, როცა ეს პატარა პარტიები ნახავენ, რომ ქუჩაში არც არავინ გამოდის და მათი გეგმა მცდარია, დაპირისპირებები კიდევ უფრო გამწვავდება. იგივე „სტრატეგია აღმაშენებელშიც“ არის მოსალოდნელი. ეს ყველაფერი უკვე ტრაგიკომედიას ემსგასება, ამბობენ, რომ „ოცნება“ იშლება, რეალურად კი ვხედავთ ვინც იშლება“, - აცახდებს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, კარგი იქნება, რომ ქართული პოლიტიკური ველი გაიწმინდოს და ასპარეზზე ისეთი ადამიანები გამოვიდნენ, რომლებსაც ქვეყნის ბედი ადარდებთ. ეს კი გარდაუვალი იქნება, რადგანაც გაზაფხულზე სერიოზულ და საინტერესო გადაჯგუფებებს უნდა ველოდოთ.
ხომ საერთოდ მოვიწყენთ, მერე?
აბა ცირკი აღარ გვექნებაააა?/
ნეტა ამათ ეს კომკავშირლებიც ზედ მიყვნენ...
აი პარადი მერე დაიწყება